GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
6-12 აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 6-12 აპრილის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    6 აპრილი - მთვარე გადის ქალწულის ზოდიაქს. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ.
    კარგია - სახლის დალაგება. ჯანსაღი საკვების მიღება.
    ცუდია - წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება.

    7 აპრილი - მთვარე სასწორის ზოდიაქშია. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
    პლუსი - თავად გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
    მინუსი - კარგია თბილი
    შხაპი ძილის წინ.

    9 აპრილი - მთვარე გადის მორიელის ზოდიაქს. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
    პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები.
    მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში.

    10 აპრილი - მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქშია. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე.
    პლუსი - კანზე წარმონაქმნების მოშორება შინაურული მეთოდებით.
    მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას.

    კვირის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები

    8 აპრილს სავსემთვარეობას ველოდებით სასწორის ზოდიაქში. უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მოერიდეთ კამათს, ურთიერთობის გარკვევას. გაითვალისწინეთ, რომ სავსემთვარეობის ენერგია 2 დღე პლუს/მინუს მოქმედებს.

    11 აპრილს პლანეტა მერკური ვერძის ზოდიაქოში გადავა (სადაც 28 აპრილამდე დარჩება). მოიმატებს ინფორმაციის მიღების, გადამუშავებისა და აღქმის სისწრაფე. გაფრთხილდით, არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები. მოერიდეთ საქმეებსა და საუბრებში ერთი უკიდურესობიდინა მეორეში გადავარდნას.

    სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა ტყუპის ზოდიაქშია. გაგიადვილდებათ გარშემო მყოფებთნ კონტაქტი, რომანტიკული ურთიერთობა მსუბუქ ფორმაში გადავა. მოიმატებს ფლირტის ალბათობა. სხვათა შორის, თვითიზოლაციის პერიოდში კარგია ვირტუალური რომანტიკული კავშირების დამყარება.

    კვირის რჩევა ზოდიაქოს ყველა ნიშანს: მოვლენებით და "დუღილით" აღსავსე კვირა გველის. დაძაბული დღეა ხვალ, 7 აპრილს; სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, საჭესთან. არ იჩხუბოთ.

    ვერძი
    ურთიერთობა - "მე-შენ" გადახედვას საჭიროებს. გატეხილ თეფშებს ვერ გაამრთელებთ. ტრანსფორმაციისთვის საერთო ინტერესებსა და გართობაზე უნდა იყოთ ორიენტირებული და, რა თქმა უნდა, ოჯახური სიმყუდროვის შექმნაზე.
    კვირის რჩევა: ამბიციურ ხელმძღვანელებს ვთხოვთ, დაქვემდებარებულების ბედზე მეტად იზრუნონ.

    კურო
    საყვარელი ადამიანის მოთხოვნებს მშვიდად შეხვდით. მოერიდეთ პროვოკაციებს, მაინც "ყველაფერში დამანშავე თქვენ იქნებით". ზომიერი ვარჯიში დილაობით და ნატურალური ვიტამინების მიღება კარგია.
    კვირის რჩევა: გამონახეთ ისეთი საქმე, რაც შინიდან გაუსვლელად მოგიტანთ ფულს.

    ტყუპი
    თქვენი სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვევა. სასურველია, უფრო "სახლური" იდეები განახორციელოთ. თუ ვერ ახერხებთ ახალი იდეების დაწყებას, ძველ საქმეებში გამოასწორეთ შეცდომები.
    კვირის რჩევა: საყვარელი ადამიანისა და მეგობრების სიცივეს მშვიდად შეხვდით.

    კირჩხიბი
    კვირის მისიაა, მისაბაძი გახდეთ ყველაფერში და მოახერხოთ მოაგვაროთ ყველა პრობლემა გადაუდებლად და მშვიდობიანად. ნათესავების ფსიქოლოგიური ატმოსფერო ცვლილებებს საჭიროებს და სასურველია, პოზიტიური იყოს.
    კვირის რჩევა: ოჯახიც მუშაობაა!

    ლომი
    გაამრავალფეროვნეთ ყოველდღიური ოჯახური ცხოვრება - მოაწყვეთ შინ მინი კაფე. დადგით ოჯახური სპექტაკლები/კონცერტები. იყავით პოზიტიური, ოპტიმისტური და ოჯახის წევრებსაც მხიარულობისკენ მოუწოდეთ.
    კვირის რჩევა: მინიმუმი სამუშაო დატვირთვა და მეტი ძილი.

    ქალწული
    "მინდა" "უნდას" დაუქვემდებარეთ. უნდა მოითმინოთ და სხვისი საქმეებიც სრულყოფილად შეასრულოთ. ზოგიერთმა შეიძლება კოლეგასთან მიმოწერა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაზარდოს.
    კვირის რჩევა: ენთუზიაზმით დეპრესიას დაამარცხებთ.

    სასწორი
    თავის მოვლა დამოუკიდებლადაც უნდა შეძლოთ. მეტად გამოავლინეთ შემოქმედებითი ნიჭი საოჯახო საქმეების შესრულებისას. თუნდაც სადილობისთვის სუფრა გააწყვეთ ლამაზად. ეცადეთ, ჰარმონიული ურთიერთობა შექმნათ მეუღლესთან, საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ ზედმეტი ემოციების გამოხატვას.
    კვირის რჩევა: სახლიდან მუშაობის დროსაც კი იდეალურად უნდა გამიყურებოდეთ.

    მორიელი
    რაც არ უნდა ხდებოდეთ ამ კვირაში თქვენს ოჯახში, თქვენს ურთიერთობებში, თქვენს საქმიანობაში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ჰარმონია. შეიძლება გამოააშაკაროათ გარშემო მყოფების საიდუმლოებები, მაგრამ ეს სიკეთეს არ მოგიტანთ.
    კვირის რჩევა: ფსიქოლოგიური რელაქსაცია და გამოძინება გჭირდებათ.

    მშვილდოსანი
    არ დაარღვიოთ იურიდიული და სულიერი კანონები. მოერიდეთ რომანტიკულ ურთიერთობაში გაურკვევლობას, უაზრო ხუმრობებს. არ ჩაერთოთ ონლაინთამაშებში.
    კვირის რჩევა: გაერკვიეთ, ვისთან გსურთ მეგობრობა და ვისთან - რომანი.

    თხის რქა
    დააბალანსეთ დრო და ენერგია ოჯახსა და სამსახურის საქმეებს შორის. იყავით მეუღლის საიმედო საყრდენი. საოჯახო საკითხები შეთანხმებულად მოაგვარეთ.
    კვირის რჩევა: დიალოგი წარმართეთ დიპლომატიურად, მოსაუბრეს მოუსმინეთ და ეცადეთ, კრიტიკით, მწვავე შენიშვნებით არ აწყენინოთ.

    მერწყული
    გახსოვდეთ, რომ თქვენი პარტნიორი თქვენი მტერი არაა, შეხედეთ მას, როგორც თქვენს მოსწავლეს. ეცადეთ, გამონახოთ კომპრომისი. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი აგრესიისგან.
    კვირის რჩევა: რაც უფრო მეტს იზრუნებთ სხვების კეთილდღეობაზე, ნაკლებად გახდებით ავად.

    თევზები
    არ აგერიოთ ერთმანეთში "ჩემი" "სხვისი", თუ საქმე გასაკეთებელია, სხვას ნუ დაელოდებით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან (სექსუალურიც). ნუ ეცდებით ურთიერთობის გარკვევას მეგობრებთან, თუ ცოტა დაიძაბა სიტუაცია. ყველაფერი მოგვარდება.
    კვირის რჩევა: ეგოზიმის გამოვლენა გეკრძალებათ.

    წყარო: marao.ge
    127 ნახვა
    X
    6-04-2020, 04:51