GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად: 7 წყვილი, რომელიც სამარადისო სიყვარულს იპოვის
  • ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად: 7 წყვილი, რომელიც სამარადისო სიყვარულს იპოვის

    ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყის­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ეი­ფო­რი­ას გა­ნიც­დი­ან, მაგ­რამ მკვეთ­რი ემო­ცი­ე­ბი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი არაა იმის გა­რან­ტი, რომ ორი ადა­მი­ა­ნი მო­მა­ვალ­ში ბედ­ნი­ე­რად გა­ნაგ­რძობს ცხოვ­რე­ბას. დღეს იდე­ა­ლურ ზო­დი­ა­ქოს იდე­ა­ლურ წყვი­ლებს გა­გაც­ნობთ. ნა­ხეთ, იქ­ნებ თქვენც მოხ­ვდით იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლე­ბის შვი­დე­ულ­ში.

    ვერ­ძი და ტყუ­პი
    ჰა­ე­რი და ცე­ცხლი - ეს ორი სტი­ქია იდე­ა­ლუ­რად აბა­ლან­სებს ერ­თმა­ნეთს. რო­გორც ცე­ცხლს არ შე­უძ­ლია ჰა­ე­რის გა­რე­შე, ისე ვერ­ძი ვერ ძლებს ტყუ­პის გა­რე­შე. ისი­ნი მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რად კი არა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რა­დაც იზი­და­ვენ ერ­თმა­ნეთს. მათ იდე­ა­ლუ­რი ოჯა­ხის შექ­მნა შე­უძ­ლი­ათ. მუ­დამ ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან და სიყ­ვა­რუ­ლი ნე­ბის­მი­ერ სირ­თუ­ლეს აძ­ლე­ვი­ნებთ.

    მშვილ­დო­სა­ნი და ლომი
    ლო­გი­კუ­რად, ორი ცე­ცხლო­ვა­ნი ნი­შა­ნი ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტი უნდა იყოს, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მათი სიყ­ვა­რუ­ლი ტყუ­ილ­ზეა აგე­ბუ­ლი. ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი კი მათ შე­უძ­ლე­ბელს შე­აძ­ლე­ბი­ნებს. ას­ტრო­ლო­გე­ბი ლო­მი­სა და მშვილ­დოს­ნის წყვილს ურ­ჩე­ვენ, ხში­რად იმოგ­ზა­უ­რონ. ეს მათ სიყ­ვა­რუ­ლის ცე­ცხლს კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს.

    ვერ­ძი და სას­წო­რი
    სას­წორს ვე­ნე­რა მფარ­ვე­ლობს, ვერძს - მარ­სი. ეს ორი ნი­შა­ნი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ინ­ტე­რესს არას­დროს კარ­გავს. ერ­თად თავ­ბრუ­დამ­ხვევ წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ და რაც მთა­ვა­რია, ერ­თად ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან.

    მერ­წყუ­ლი და ქალ­წუ­ლი
    პრაქ­ტი­კუ­ლი ქალ­წუ­ლი და მუ­დამ იდე­ე­ბით სავ­სე მერ­წყუ­ლი იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლია. მათ შეგ­ვიძ­ლია ჯა­დოქ­რე­ბიც ვუ­წო­დოთ. ერ­თად არას­დროს იწყე­ნენ და არც არას­დროს კა­მა­თო­ბენ. მერ­წყუ­ლი-ქალ­წუ­ლის წყვილს კუ­ლი­ნა­რი­ის, ლა­მა­ზი ნივ­თე­ბი­სა და ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლიც აერ­თი­ა­ნებს. ერ­თად ბე­დის ყვე­ლა­ზე რთულ გა­მოწ­ვე­ვა­საც გა­უმკლავ­დე­ბი­ან.

    კირჩხი­ბი და მო­რი­ე­ლი
    მე­სა­კუთ­რე კირჩხიბს პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აწყო­ბა უჭირს, მაგ­რამ, როცა ის მო­რი­ელს ხვდე­ბა, სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა, კირჩხი­ბი მზრუნ­ვე­ლი ხდე­ბა, რაც მო­რი­ელს მოს­წონს, ხოლო ეს უკა­ნას­კე­ლი კირჩხიბს ვნე­ბით ავ­სებს.

    კურო და თხის რქა
    ორი მი­წის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იდე­ა­ლუ­რად, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, უსი­ტყვოდ უგებს ერ­თმა­ნეთს. მათ აქვთ შან­სი, სი­ბე­რემ­დე ბედ­ნი­ე­რად იცხოვ­რონ და რამ­დე­ნი­მე შვი­ლი გა­ა­ჩი­ნონ.

    თევ­ზე­ბი და კურო
    თუ იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლის ნახ­ვა გსურთ, თევ­ზე­ბი-კუ­როს და­აკ­ვირ­დით. კუ­როს სიბ­რძნე, თევ­ზე­ბის მე­ოც­ნე­ბე ხა­სი­ა­თი და მგრძნო­ბი­ა­რო­ბა იდე­ა­ლურ კავ­შირს ქმნის. ისი­ნი აფა­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს, ეხ­მა­რე­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბა­ში და მყარ ოჯახს ქმნი­ან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    91 ნახვა
    X
    15-05-2020, 00:20