GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
3 მამაკაცი, რომელსაც ასაკით უფროსი ქალები იზიდავს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით,
  • 3 მამაკაცი, რომელსაც ასაკით უფროსი ქალები იზიდავს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით,

    არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ჩვენს რე­ა­ლუ­რო­ბა­ში ისე, რომ ერთი შე­ხედ­ვით შე­უ­სა­ბა­მო წყვი­ლე­ბი (ასა­კით, სოც. სტა­ტუ­სით, ვი­ზუ­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით) გარ­კვე­ულ აღ­შფო­თე­ბას და მით­ქმა-მოთ­ქმას იწ­ვევს გარ­შე­მო მყო­ფებს შო­რის. მა­ინც რა­ტომ ხდე­ბა ასე? ქალ­ბა­ტო­ნე­ბის შე­სა­ხებ ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­სა­უბ­როთ, დღეს კი ძლი­ე­რი სქე­სის თე­მაა გან­სა­ხილ­ვე­ლი. მაშ ასე, ას­ტრო­ლო­გებ­მა სამი კონ­კრე­ტუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი შე­არ­ჩი­ეს და­ნარ­ჩე­ნებს შო­რის ისე­თი, რო­მელ­თაც ასა­კით უფ­როს ქა­ლებ­თან ხიბ­ლავთ ურ­თი­ერ­თო­ბა და სა­ა­მი­სოდ სავ­სე­ბით ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბიც გა­აჩ­ნი­ათ.

    კირჩხი­ბი – კირჩხიბს მთვა­რე მფარ­ვე­ლობს, ქა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კის მქო­ნე პლა­ნე­ტა. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით იბა­დე­ბა ძლი­ე­რი სქე­სის და­ნარ­ჩენ წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე მე­ტა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი დე­დის ზრუნ­ვა­სა და გავ­ლე­ნა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, უკვე ზრდას­რუ­ლი ასა­კი­დან "დე­დის ტი­პის" ქა­ლე­ბის­კენ უჭი­რავს თვა­ლი და წი­ნა­აღ­მდე­გი არ გახ­ლავთ ერთი დედა მის­თვის, მე­ო­რე "დედა-ცოლ­მა" ჩა­ა­ნაც­ვლოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კირჩხი­ბებს შო­რის ძალ­ზე ხში­რად ვხვდე­ბით უთა­ნაბ­რო ქორ­წი­ნე­ბას რო­გორც ასა­კის, ისე ვი­ზუ­ა­ლუ­რი იმი­ჯის კუ­თხით.

    სას­წო­რი – მამ­კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­მე­ლიც ვე­ნე­რით მარ­თუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით იბა­დე­ბა და მით უმე­ტეს ჰა­ე­რის სტი­ქი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ყო­ველ­თვის არამ­დგრა­დი და მერ­ყე­ვი ხა­სი­ა­თი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე "რთუ­ლი შემ­თხვე­ვაა" სას­წო­რი მა­მა­კა­ცი. იგი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პირ­ველ რიგ­ში ეძებს კომ­ფორ­ტს და ემო­ცი­ურ სიმ­შვი­დეს. მას სას­ტი­კად არ უყ­ვარს და ეში­ნია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ღე­ბის. შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რად სწო­რედ ამ მი­ზე­ზით ირ­ჩევს იგი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად ქალს მას­ზე უფრო მეტი გა­მოც­დი­ლე­ბით და მა­ღა­ლი ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზით. ასე­თი ცოლი ყო­ველ­თვის პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით მო­უვ­ლის და გა­ა­ნე­ბივ­რებს მას, რაც მთა­ვა­რია, უპ­რობ­ლე­მოდ და ყო­ველ­თვის მარ­ტი­ვად მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მის სა­ნაც­ვლოდ.

    მერ­წყუ­ლი – მისი უმ­თავ­რე­სი ინ­ტე­რე­სი ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ინ­ტე­ლექ­ტის დონე და მა­ღა­ლი გო­ნებ­რი­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლია. ამი­ტომ მა­მა­კა­ცი მერ­წყუ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ხში­რად ვერ გრძნობს თავს კომ­ფორ­ტუ­ლად თა­ვი­სი­ვე ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნებ­თან, იმი­ტომ რომ ისი­ნი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში არა­საკ­მა­რი­სად არი­ან გან­ვი­თა­რე­ბულ­ნი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად. სწო­რედ ესაა მი­ზე­ზი იმი­სა, რომ მერ­წყუ­ლი კომ­ფორ­ტს პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ასა­კით უფ­როს ქა­ლებ­თან პო­უ­ლობს. ამას­თან ერ­თად, რო­გორც ჭეშ­მა­რიტ ურა­ნი­ა­ნელს შე­ე­ფე­რე­ბა, იგი ნაკ­ლე­ბად ნერ­ვი­უ­ლობს იმა­ზე თუ რას იტყვის ხალ­ხი მისი ამ თა­მა­მი ნა­ბი­ჯის გამო. მერ­წყულს გარ­შე­მო მყოფ­თა აზრი და შე­ხე­დუ­ლე­ბა, მით უმე­ტეს როცა საქ­მე მის პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    104 ნახვა
    X
    15-05-2020, 00:21