GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
სუპერქმრების რეიტინგი - ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცზე ქორწინებაა ქალისთვის "ბედის საჩუქარი"
  • სუპერქმრების რეიტინგი - ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცზე ქორწინებაა ქალისთვის "ბედის საჩუქარი"

    ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც თავს იდე­ა­ლურ მე­ო­ჯა­ხედ ან მე­უღ­ლედ არ მი­იჩ­ნევს. თუმ­ცა, თუკი ასე­თე­ბი არ­სე­ბო­ბენ კი­დეც, ასეთ ინ­დი­ვი­დებს არც იმის აღი­ა­რე­ბა რცხვე­ნი­ათ, რომ ოჯა­ხი მათი საქ­მე არაა. ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მა­მა­კა­ცე­ბი სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ტი­პის პერ­სო­ნე­ბად იყო­ფი­ან ზო­დი­ა­ქოს მი­ხედ­ვით. ამი­ტომ კონ­კრე­ტუ­ლი ნიშ­ნე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, ვი­საც ჩან­სახ­ში­ვე აქვს მიდ­რე­კი­ლე­ბა იყოს კარ­გი მე­უღ­ლე და პარტნი­ო­რი. მა­შინ როცა სხვე­ბი ლა­მის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ან­დო­მე­ბენ ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას.

    ამ მხრივ სა­უ­კე­თე­სო პო­ტენ­ცი­უ­რი ქმრე­ბის სა­მე­უ­ლიც არ­სე­ბობს. გა­და­ხე­დეთ იქ­ნებ მათ შო­რის თქვე­ნი რჩე­უ­ლიც აღ­მო­ა­ჩი­ნოთ.

    კურო - სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ინ­დი­ვი­დია. არ უყ­ვარს ცვლი­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის არც პარტნი­ო­რე­ბის კუ­თხით. თუმ­ცა, თუკი ის ატი­პურ­თა რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, შე­საძ­ლოა არ იყოს მთლად ასე. კურო მი­წის ნი­შა­ნია, მოს­წონს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ შე­ნე­ბა, აფა­სებს კომ­ფორ­ტსა და ერ­თგუ­ლე­ბას. თა­ვა­დაც აქვს უნა­რი იყოს კარ­გი ქმა­რი, ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რი და მზრუნ­ვე­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, თუკი იგი­ვეს პარტნი­ო­რის მხრი­და­ნაც ხე­დავს. კურო ძნე­ლად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამი­ტომ მის­თვის ლო­დი­ნი მო­გი­წევთ, სა­ნამ იგი სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა და მიხ­ვდე­ბა, რომ თქვენ ხართ მისი ჭეშ­მა­რი­ტი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი. თუმ­ცა მერ­წმუ­ნეთ, ლო­დი­ნი ღირს ამად.

    კირჩხი­ბი - ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მზრუნ­ვე­ლი და ერ­თგუ­ლი ქმა­რია. კირჩხიბს მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს მე­ო­რე ნა­ხევ­რის მი­მართ, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მყარ ურ­თი­ერ­თო­ბებს ნიშ­ნავს. მარ­თა­ლია, ცოტა ბუ­ტია და ფხუ­კი­ა­ნია ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მას­ზე უფრო მზრუნ­ველ პარტნი­ორს ვერ­სად იპოვ­ნით. იგი ყვე­ლა­ფერ­ში და­გეხ­მა­რე­ბათ - და­წყე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი­თა და შო­პინ­გით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ბავ­შვის აღ­ზრდით. რაც მთა­ვა­რია, მის­თვის ეს სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა და არა რა­ღაც მძი­მე ტვირ­თი ან მო­ვა­ლე­ო­ბა. კირჩხი­ბი ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა­ფერ­ზე წინ აყე­ნებს ამ­ქვეყ­ნად, ამი­ტომ მის­თვის ყო­ველ­თვის წინა პლან­ზე იქ­ნე­ბით. თუმ­ცა, აქ არის ერთი კომ­პრო­მი­სის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა - პა­ტი­ვი უნდა სცეთ მის დე­დას, იმი­ტომ რომ, დე­და­ზე წინ ამ მა­მა­კა­ცის­თვის ცოლი ვე­რა­სო­დეს დგე­ბა.

    თხის რქა - ემო­ცი­უ­რად ცოტა ცივი, სა­შინ­ლად ჯი­უ­ტი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი და სა­ი­მე­დო მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რია. მისი ემო­ცი­ე­ბი თან­და­თან "თბე­ბა", ამი­ტომ რაც მეტ წლებს მო­ით­ვლის უკან თქვე­ნი ოჯა­ხი, მით უფრო რბი­ლი და მზრუნ­ვე­ლი გახ­დე­ბა თქვე­ნი ქმა­რი თხის რქა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში უფრო მო­ზო­მი­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. თხის რქე­ბი უზო­მოდ ერ­თგუ­ლი ქმრე­ბი არი­ან. მათ­თვის მარ­ტი­ვია სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღონ ოჯა­ხუ­რი ტვირ­თის მთე­ლი სიმ­ძი­მე და მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტში ამ­ყო­ფონ ამ მხრივ. შე­საძ­ლოა იგი ცოტა მკაც­რი და მომ­თხოვ­ნი იყოს პე­რი­ო­დუ­ლად, თუმ­ცა თუკი ამ ნაკლს უგუ­ლე­ბელ­ყოფთ, მთლი­ა­ნო­ბა­ში თხის რქა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტუ­რაა პო­ტენ­ცი­უ­რი მე­ო­რე ნა­ხევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მის­თვის, ვინც ცხოვ­რე­ბა­ში მყარ და­საყ­რდენს ეძებს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    62 ნახვა
    X
    18-05-2020, 00:30