GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.


    კურო
    დღეს უნდა იზრუნოთ ახლობლების უსაფრთხოებაზე, რადგან დიდია ტრავმების მიღების ალბათობა. მამაკაცები მიდრეკილნი იქნებიან რაინდული საქციელის ჩადენისკენ. პარტნიორული თანამშრომლობა შემოსავალს და ახალ საქმიან კონტაქტებს მოგიტანთ. მომგებიანი იქნება ვალუტის შეძენა.


    ტყუპები
    გავლენიანი ადამიანები დაგეხმარებიან სამსახურებრივად წინსვლაში. რაც უფრო რთულია თქენი დავალება, მით უფრო კარგად გაართმევთ თავს. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან.


    კირჩხიბი
    დღეს უმჯობესია დაისვენოთ: საქმიანობაში წარმატებებს ნუ ელით. შინაური ცხოველების ვეტერინართან ვიზიტი გადადეთ რამოდენიმე დღით. წარუმატებელი დღეა სექსისთვის. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.


    ლომი
    დღევანდელი დღე თავისუფლებას მოგანიჭებთ, რაც დაგეხმარებათ ბევრი საკითხის მოგვარებაში. ჰარმონიული კოსმიური სიტუაცია ხელს უწყობს თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას. წარმატებული იქნება საპირისპირო სქესთან ურთიერთობა. სავარაუდოდ განგიახლდებათ ძველი გრძნობები.


    ქალწული
    დღე წარმატებებს გპირდებათ სიყვარულში, პაემანისას ან გასართობი საღამოს მოწყობისას. განწყობა შეიძლება დაგივარდეთ, თუ არ შეხვდებით ისეთ ადამიანს, რომელთან ურთიერთბაც უსიამოვნებებს დაგავიწყებთ. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს, დიდხანს ნუ მოიცილებთ თვალსაწიერიდან, რათა არ დაიკარგონ ან რამე არ იტკინონ. ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.


    სასწორი
    კარგი დღეა მეგობრული ურთიერთობების აღსადგენად. ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს შეგხვდებათ, მიიღეთ ემოციების გარეშე. შესაძლოა დაგაჯილდოვონ ან დაგაწინაურონ, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქცეოდით მანამდე. საღამოს გაღიზიანებული იქნებით.


    მორიელი
    დღევანდელი დღე სულერ წონასწორობას გპირდებათ, წარმატებული იქნება ჯანმრთელობის გაკაჟების მცდელობა. დღეს შეძლებთ პირადი ცხოვრბის საკითხების მოგვარებას. კარგი და საბრძოლო განწყობა, რაც დილის ვარჯიშთან ერთად მიიღეთ, დაგეხმარებათ იყოთ თავდაჯერებული. ნაყოფიერი იდეები მოგივათ.


    მშვილდოსანი
    კარგი დღეა მშენებლებისთვის, ტექნიკისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის. შესაძლოა მიიღოთ პრემია ან ჰონორარი. პარტნიორებთან შეთანხმებას და სულიერი სიმშვიდის მოპოვებას შეძლებთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას და სამეურნეო საქმეების მოგვარებას.


    თხის რქა
    დღეს ენერგიით სავსე ხართ. ნუ იდარდებთ, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. საქმიანობაში წარმატებების მიღწევის შემდეგ მოითხოვეთ დაწინაურება, უკვე დროა და ეს ხელმძღვანელობამ კარგად იცის. კარგად წაუვათ საქმე ფინანსისტებს.


    მერწყული
    დღეს გამოიჩინეთ თავშეკავებულობა. დამაჯერებელი საუბარი დაგიბრუნებთ საკუთარი თავის რწმენას. უსიამოვნებებს თავი რომ აარიდოთ მოგიწევთ ადამიანების მიმართ მიდგომისა და დამოკიდებულების შეცვლა. ფორტუნა სწყალობს კონსტრუქტორებს და არქიტექტორებს.


    თევზები
    დღეს შესაძლოა მოექცეთ ილუზიების გავლენის ქვეშ. ჰარმონიული კოსმიური სიტუაცია ხელს უწყობს თქვენს ფინანსურ წარმატებას. პრეპარატებზე გადაამოწმეთ ვადები, არ გადააჭარბოთ დოზას. ფრთხილად იყავით თვითმფრინავით მგზავრობისას.
    119 ნახვა
    X
    19-05-2020, 12:49