GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
მექალთანეები, ანუ ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცის სიყვარულის არ უნდა დაიჯეროთ არასოდეს
  • მექალთანეები, ანუ ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცის სიყვარულის არ უნდა დაიჯეროთ არასოდეს

    ზო­გა­დად, კაცი ბუ­ნე­ბით მო­ნა­დი­რეა, მოს­წონს მსხვერ­პლის გა­მო­ჭე­რის პრო­ცე­სი. მი­სით ტკბო­ბა დიდ­ხანს არ გრძელ­დე­ბა. მალე მო­ი­წყენს ხოლ­მე და კვლავ სა­ნა­დი­როდ მი­დის. გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­მე­ლი ნიშ­ნით იბა­დე­ბი­ან ყვე­ლა­ზე მე­ქალ­თა­ნე კა­ცე­ბი?

    ტყუ­პი - თქმა არ უნდა, ერ­თგუ­ლი ტყუ­პიც შემ­ხვედ­რი­ან პრაქ­ტი­კა­ში... პრინ­ციპ­ში მა­მა­კა­ცი ტყუ­პი, იშ­ვი­ა­თად გა­ნი­ხი­ლავს ფი­ზი­კურ ღა­ლატს მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდ გმი­რო­ბად. უფრო მე­ტიც, იგი ძნე­ლად მი­დის ზუს­ტად ამ ტი­პის ღა­ლატ­ზე. თუმ­ცა, მას მოს­წონს ჭკვი­ა­ნი, მრა­ვალ­მხრი­ვი და კარ­გად მო­სა­უბ­რე ქა­ლე­ბი და ამას ვერ­სად წა­ვუ­ვალთ. ტყუ­პი გა­ო­რე­ბუ­ლი ნი­შა­ნია, ამი­ტომ მისი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბიც ქა­ლებ­თან მი­მართ ხში­რად ცდე­ბა ერთი, სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კუ­რი კა­ცის­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ ზღვარს. სა­მა­გი­ე­როდ, თუ თქვენ ისე­თი ქალი ხართ, რო­მე­ლიც საკ­მა­რი­სი დო­ზი­თაა სექ­სუ­ა­ლუ­რიც, გა­ნათ­ლე­ბუ­ლიც და ან­ჩხლიც დიდი ალ­ბა­თო­ბაა იმი­სა, რომ ტყუპ­მა მა­მა­კაც­მა არა­სო­დეს ან ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად გი­ღა­ლა­ტოთ ოდეს­მე.

    მშვილ­დო­სა­ნი - იდე­ა­ლის­ტია, თავ­ქა­რი­ა­ნი და ძალ­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად კი იძ­ლე­ვა უზო­მოდ მომ­ხიბ­ვლელ, ქა­რიზ­მა­ტულ, მაგ­რამ ძა­ლი­ან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და უმარ­თავ მამრს. მას თა­ვი­სი ნიშ­ნის სიმ­ბო­ლო კენ­ტავ­რი­ვით სურს ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი (თუ მთლად სი­ბე­რემ­დე არა) უსა­ბე­ლოდ, უუ­ნა­გი­როდ და ზედ­მე­ტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე გა­ა­ტა­როს. მშვილ­დო­სანს ქა­ლე­ბი უყ­ვარს, ამას ვე­რა­ფერს მო­ვუ­ხერ­ხებთ. მაგ­რამ ცუდი ისაა, რომ ქა­ლებს უფრო მე­ტად უყ­ვართ მშვილ­დო­სა­ნი მამ­რი მისი მხი­ა­რუ­ლი ბუ­ნე­ბის, კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბი­სა და ოპ­ტი­მიზ­მის გამო. ერ­თა­დერ­თი გზა სა­ი­მი­სოდ, რომ ეს კაცი დიდი ხნით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ, მის თა­ვი­სუ­ფალ კუნ­ტრუ­შ­ზე თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვაა. თუკი მან თავი თქვენ გევ­რდით ბორ­კილ­და­დე­ბულ ულა­ყად არ და­ი­გუ­ლა, აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუ­ნე­ბა თქვენ­თან ყო­ვე­ლი მო­რი­გი ჭე­ნე­ბის შემ­დეგ.

    თევ­ზე­ბი - ხათ­რი­ა­ნია, აი ეს არის ის, რაც ყო­ველ­თვის ღუ­პავს. ერთი შე­ხედ­ვით იმ­დე­ნად მი­ა­მი­ტი და უენო ჩანს, შე­იძ­ლე­ბა მის­მა ცოლ­მა ისიც კი იფიქ­როს, რომ მას ღა­ლა­ტის არა­თუ მცდე­ლო­ბა თა­ვად ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ ფიქ­რიც კი ეზა­რე­ბა. მაგ­რამ ნუ მო­გა­ტყუ­ებთ თევ­ზი კა­ცის ან­გე­ლო­ზი­უ­რი ღი­მი­ლი და მშვი­დი სახე. იგი ძალ­ზე ხში­რად ხდე­ბა აქ­ტი­უ­რი და მო­ნა­დი­რე ქა­ლე­ბის ხელ­ში კარ­გი ნა­დავ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ი­მი­სოდ, რომ თქვენ­მა თევზმა სხვის აკ­ვა­რი­უმ­ში არ გა­და­ცუ­როს, მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა და ზრუნ­ვაა სა­ჭი­რო.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    54 ნახვა
    X
    20-05-2020, 00:32