X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
როგორ უნდა მოიქცეს იზოლაციაში ზოდიაქოს თითოეული ნიშანი და რას უნდა მიაქციოს ყურადღება - ასტროლოგის რჩევები
  • როგორ უნდა მოიქცეს იზოლაციაში ზოდიაქოს თითოეული ნიშანი და რას უნდა მიაქციოს ყურადღება - ასტროლოგის რჩევები

    ქარ­თვე­ლი ას­ტრო­ლო­გი და­ვით ბუ­თი­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვი­ზი­ა­რებს ას­ტრო­ლო­გი­ურ რჩე­ვებს პან­დე­მი­ი­სა და იზო­ლა­ცი­ის პე­რი­ოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­ულ­მა ნი­შან­მა:

    "რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ას­ტრო­ლო­გია ისეთ პა­სი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­გორ­შიც ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით? ან შე­იძ­ლე­ბა კი გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის? რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა და ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­უ­ლა­დაც. ასეთ პა­სი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­გორ­შიც ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით ჩვე­ნი ქვე­ცო­ბი­ე­რი გან­სა­კუთ­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ისეთ­ში არა, რო­გორც ამ პე­რი­ო­დამ­დე იყო. რო­გორც მა­ნამ­დე, ისე ახ­ლაც ჩვე­ნი ქვეც­მო­ბი­ე­რი ემორ­ჩი­ლე­ბა ას­ტრა­ლურ ვიბ­რა­ცი­ებს.

    ამ პე­რი­ო­დის გან­ხვა­ვე­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ახლა ცნო­ბი­ე­რე­ბა იმ­ყო­ფე­ბა შე­და­რე­ბით პა­სი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, კერ­ძოდ ისეთ დაჩ­ქა­რე­ბულ რითმში არ უწევს მუ­შა­ო­ბა, რო­გორც მა­ნამ­დე იყო, ამი­ტომ უფრო სრულ­ყო­ფი­ლად აღიქ­ვამს ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბა ქვეც­ნო­ბი­ე­რის იმ­პულ­სებს. ამ პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია გა­გიჩ­ნდეთ გარ­კვე­უ­ლი სურ­ვი­ლე­ბი (რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე არ გქო­ნი­ათ ) ან გა­გიჩ­ნდეთ ინ­ტე­რე­სე­ბი, ადრე სა­დღაც ამო­ვი­კი­თხე ფრა­ზა, რომ სამ­ყა­რო ჩვენ მი­ნიშ­ნე­ბე­ბით გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, მი­ნიშ­ნე­ბე­ბი არის სამ­ყა­როს ენა. ჩვენ თუ ვაკ­ვირ­დე­ბით მი­ნიშ­ნე­ბებს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ვცდი­ლობთ ავ­ხსნათ, სა­ბო­ლო­ოდ შე­ვალთ დი­ა­ლოგ­ში სამ­ყა­როს­თან (იქ, სა­დაც სამ­ყა­როს ვახ­სე­ნებ ჩემ­თვის ღმერ­თია, უბ­რა­ლოდ ვი­ცავ სტილს რა სტილ­შიც ეს ფრა­ზა წა­ვი­კი­თხე).

    თუ რო­გორ ვრე­ა­გი­რებთ მი­ნიშ­ნე­ბებ­ზე ამა­ზე მი­უ­თი­თებს ჩვე­ნი ჰო­როს­კო­პი (ზო­გა­დად, ზო­დი­ა­ქო, რომ­ლის ქვე­შაც ვართ და­ბა­დე­ბუ­ლი) მა­გა­ლი­თად, ვერძმა და მო­რი­ელ­მა მო­სა­ლოდ­ნე­ლია სულ სხვა და სხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვან ერთი და იგი­ვე მი­ნიშ­ნე­ბა და ორი­ვე სწო­რი იქ­ნე­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ და­შიფ­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წა­კი­თხვას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­სა­ღე­ბის წყა­ლო­ბით, მოკ­ლედ აღარ შე­გა­წყენთ ამ თე­მის ზედ­მე­ტი უტ­რი­რე­ბით, და აღვწერ - რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ამ პე­რი­ოდ­ში მო­სუ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ან­ზე და მათი ცხოვ­რე­ბის რა კონ­კრე­ტულ სფე­რო­ზე აძ­ლევს მათ პა­სუ­ხებს. და­ვა­მა­ტებ მხო­ლოდ იმას, რომ ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან რა აღ­ვიქ­ვათ მი­ნიშ­ნე­ბად? ამა­ზე პა­სუ­ხი ერ­თია - "ყვე­ლა­ფე­რი". ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მოს­მე­ნი­ლი ფრა­ზა ფილ­მი­დან, რო­მელ­საც ვუ­ყე­რებთ ან ნე­ბის­მი­ე­რი ფრა­ზა, რო­მე­ლიც გვეს­მის, ასო­ცი­ა­ცია, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის რა­ღაც კონ­კრე­ტულ ეპი­ზოდს გვახ­სე­ნებს, სიზ­მრი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ა.შ. მაშ ასე და­ვი­წყოთ.

    ვერ­ძი - ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ამ პე­რი­ო­დის მი­ნიშ­ნე­ბე­ბი, აგ­რეთ­ვე იდე­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც ამ პე­რი­ოდ­ში მათ უჩ­ნდე­ბათ, საქ­მი­ა­ნი ან კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა სა­მო­მავ­ლოდ. კარ­გი პე­რი­დია ბიზ­ნეს­გეგ­მე­ბის ან კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის­თვის, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია ზუს­ტად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­შიფ­რავს ნე­ბის­მი­ერ მი­ნიშ­ნე­ბას, რო­მე­ლიც ვერ­ძებ­თან მო­დის.

    კურო - ამ პე­რი­ო­დის მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნა კუ­როს ცხოვ­რე­ბა­ში არის რწმე­ნის და ში­ნა­გა­ნი ფი­ლოს­ფი­ის ფორ­მი­რე­ბა, მე­ტად სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა რე­ლი­გი­უ­რი ან ფი­ლო­სო­ფი­უ­რი და ეზო­თე­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა მო­სა­ლოდ­ნე­ლია მე­ტად სა­სარ­გებ­ლო მი­ნიშ­ნე­ბე­ბი კუ­რო­ებ­თან ამ გზით მო­ვი­დეს.

    ტყუ­პე­ბი - ამ პე­რი­ო­დის მი­ნიშ­ნე­ბე­ბი ტყუ­პებს და­ეხ­მა­რე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, მე­ტიც, მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­კუ­თარ თავ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნონ ფსი­ქო­ლო­გის ნიჭი და არა­მარ­ტო სა­კუ­თა­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის კო­რექ­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ, არა­მედ სხვებ­საც და­ეხ­მა­რონ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, ამ პე­რი­ოდ­ში მოხ­დე­ბა ტყუ­პე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრანსფორ­მა­ცია. მე­ტად სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ამ გზით მო­ვი­დეს მათ­თან, ამ პე­რი­ო­დის მნიშ­ნე­ბე­ბი აგ­რეთ­ვე მა­ნამ­დე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცულ და აქ­ტუ­ა­ლურ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე აუ­ხელს ტყუ­პებს თვალს.

    კირჩხი­ბი - ამ პე­რი­ო­დის მი­ნიშ­ნე­ბე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ნებ­სი­მი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის გზე­ბი (მათ შო­რის სა­სიყ­ვე­რუ­ლო ან ოჯა­ხუ­რი), თუ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ ხართ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მი­ნიშ­ნე­ბებ­მა პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში შე­გი­წყოთ ხელი, ხოლო თუ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხართ, ამ პე­რი­ო­დის მნიშ­ნე­ბე­ბი ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ა­ზე მო­ახ­დენს და­დე­ბით გავ­ლე­ნას. მე­ტად სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა თქვენ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბას­თან კონ­ტაქ­ტი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი ამ მხრივ მო­სა­ლოდ­ნე­ლია თქვენ­თან ამ გზით მო­ვი­დეს. ასე რომ, იკი­თხეთ მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, უყუ­რეთ ფილ­მებს, უს­მი­ნეთ მუ­სი­კას. თუ თქვენ ეც­დე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნოთ თქვენ­ში ხე­ლოვ­ნე­ბის ნიჭი, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ამ მხრი­ვაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს ეს პე­რი­ო­დი.

    ლომი - მი­ნიშ­ნე­ბე­ბი ამ პე­რი­ოდ­ში გი­კარ­ნა­ხებთ ჯან­მრთე­ლო­ბის გა­კა­ჟე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ამაღ­ლე­ბის გზებს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, თქვენ­თვის ახა­ლი პრო­ფე­სი­აც აღ­მო­ა­ჩი­ნოთ, სა­დაც წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ. გირ­ჩევთ იკი­თხოთ სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რა, ხში­რად უყუ­როთ სა­მე­დი­ცი­ნო გა­და­ცე­მებს, აით­ვი­სოთ სხვა­დას­ხვა გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი სის­ტე­მე­ბი.

    ქალ­წუ­ლი - ამ პე­რი­ოდ­ში მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მეთ თქვენს გა­ტა­ცე­ბას (ჰო­ბის). მე­ტად სა­სარ­გებ­ლო მი­ნიშ­ნე­ბე­ბი თქვენ­თან მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ამ გზით მო­ვი­დეს. თუ რა­ი­მე გა­ტა­ცე­ბა არ გაქვთ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ამ პე­რი­ოდ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ის, აგ­რეთ­ვე არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, გა­ტა­ცე­ბის სფე­რო­ში, მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის. გა­უ­ზი­ა­რეთ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა სხვებ­საც, ამან მო­სა­ლოდ­ნე­ლია, აგი­მაღ­ლოთ ავ­ტო­რი­ტე­ტი თქვე­ნი ჰო­ბის სფე­რო­ში და გა­აძ­ლი­ე­როს თქვენ­და­მი სიმ­პა­თი­ე­ბი.

    სას­წო­რი - გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა თქვენ­თვის ის­ტო­რი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა, ის­ტო­რი­ულ თე­მა­ტი­კა­ზე ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია, ამ გზით მო­ვი­დეს თქვენ­თან. შე­გიძ­ლი­ათ და­უთ­მოთ დრო სახ­ლის ინ­ტე­რი­ერს ან ნე­ბის­მი­ერ სა­კითხს, რო­მე­ლიც უძ­რავ ქო­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამ პე­რი­ო­დის მნიშ­ნე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდეს აგ­რეთ­ვე სახ­ლთან და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სფე­რო­ში.

    მო­რი­ე­ლი - ამ პე­რი­ო­დის მნიშ­ნე­ბე­ბი მი­გი­თი­თებთ სფე­რო­ზე, სა­დაც სა­ჭი­როა თქვე­ნი ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა, სა­სი­კე­თო წე­ლია რა­ი­მეს შეს­წავ­ლის წა­მო­სა­წყე­ბად, გირ­ჩევთ იკი­თხოთ მეტი, დრო და­უთ­მოთ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მე­ტად სა­სი­კე­თო მი­ნიშ­ნე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მო­ვი­დეს აგ­რეთ­ვე სა­ნა­თე­სა­ოს მხრი­და­ნაც. თუ რა­ი­მეს შეს­წავ­ლას ცდი­ლობ­დით ადრე და დრო არ გყოფ­ნი­დათ ეს პე­რი­ო­დი სა­უ­კე­თე­სოა ამის­თვის. ნე­ბის­მი­ე­რი ფრა­ზა, ნე­ბის­მი­ე­რი წი­ნა­და­დე­ბა იმი­ტომ მო­დის თქვენ­თან, რომ მი­გა­ნიშ­ნოთ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გა­იღ­რმა­ოთ ცოდ­ნა.

    მშვილ­დო­სა­ნი - ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­კი­დეთ ამ პე­რი­ოდ­ში სიზ­მრებს, ამ გზით მოვა მი­ნიშ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლის გაზ­რდის სა­უ­კე­თე­სო გზებს გა­პოვ­ნი­ნებთ. კარ­გი იქ­ნე­ბა აგ­რეთ­ვე რე­ლი­გი­უ­რი და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა. ამ გზი­თაც შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს მი­ნიშ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მო­სავ­ლე­ბის გაზ­რდა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

    თხის რქა - სამ­ყა­რო მი­გა­ნიშ­ნებთ, რო­გორ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ გა­რეგ­ნო­ბა და რო­გო­რი იმი­ჯი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რო­გორ გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა სა­უ­კე­თე­სოდ. მე­ტად სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ფიტ­ნე­სი, სხე­უ­ლის ფორ­მე­ბის კო­რექ­ცი­ი­სათ­ვის გა­მიზ­ნუ­ლი ვარ­ჯი­შე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ჩაც­მის სტი­ლის შერ­ჩე­ვის ან ნე­ბის­მი­ე­რი სი­ახ­ლის­თვის, რაც გა­რეგ­ნო­ბას და იმიჯს ეხე­ბა.

    მერ­წყუ­ლი - მო­სა­ლოდ­ნე­ლია აღ­მო­ა­ჩი­ნოთ სა­კუ­თარ თავ­ში მა­გი­უ­რი და პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი, ექ­სტრა­სენ­სო­რუ­ლი ნიჭი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია მი­ი­ღოთ პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი­ი­სა და ექ­სტრა­სენ­სო­რი­კის შე­სა­ხებ ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან და ფილ­მე­ბი­დან. კარ­გი იქ­ნე­ბა იოგა ან მე­დი­ტა­ცი­ე­ბი, მი­ნიშ­ნე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია მო­ვი­დეს შეგ­რძნე­ბე­ბის დო­ნე­ზე.

    თევ­ზე­ბი - მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ინ­ტერ­ნეტ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ნიშ­ნე­ნე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია ინ­ტერ­ნე­ტით მი­ი­ღოთ. აგ­რეთ­ვე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი თქვენ­თან მოვა მე­გობ­რე­ბის მხრი­დან, ეკონ­ტაქ­ტეთ მათ. ამ პე­რი­ო­დის მი­ნიშ­ნე­ბე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ თქვე­ნი მიზ­ნე­ბის, სურ­ვი­ლე­ბი­სა და გეგ­მე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში ან მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    44 ნახვა
    21-05-2020, 00:04