X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
რა გზით შეიძლება გამდიდრდეთ - გამოიყენეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ფარული რეზერვები
  • რა გზით შეიძლება გამდიდრდეთ - გამოიყენეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ფარული რეზერვები

    ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი, თუ ყვე­ლა არა, უმ­თავ­რეს­თა­გან ოც­ნე­ბობს იმა­ზე, რომ ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მყა­რი ფი­ნან­სუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი შე­იქ­მნას. თუმ­ცა გზა, რომ­ლი­თაც ფული უნდა გა­მო­ვი­მუ­შა­ოთ, ხში­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რად იყოს შე­იძ­ლე­ბა შერ­ჩე­უ­ლი. ამი­ტო­მაც არის დღეს­დღე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია - სა­ძულ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი, სა­ძულ­ვე­ლი უფ­რო­სი, მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, რო­მელ­საც მხო­ლოდ ფუ­ლის გუ­ლის­თვის ვას­რუ­ლებთ. მთა­ვა­რი კი მა­ინც მო­ტი­ვა­ცი­აა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ საყ­ვა­რე­ლი საქ­მის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩნდე­ბა და არა ნა­ძა­ლა­დე­ვად სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ყვე­ლა ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს თა­ვი­სი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო(ები) გა­აჩ­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი გული მა­ინც არ გიშ­ვებთ, სტა­ბი­ლუ­რი და შე­მო­სავ­ლი­ან თუმ­ცა კი სა­ძულ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი ერთხელ და სა­მუ­და­მოდ მი­ა­ტო­ვოთ, იქ­ნებ თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის­თვის მი­სა­ღე­ბი ჰო­ბით მა­ინც და­კავ­დეთ და ნა­ხოთ, რამ­დე­ნად სა­სი­ა­მოვ­ნოა ის ფაქ­ტი, რომ ფულს საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბით შო­უ­ლობთ.

    ვერ­ძე­ბის დიდი ნა­წი­ლი აქ­ტი­უ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია. მათ­თვის იდე­ა­ლუ­რია პი­ა­რის, მარ­კე­ტინ­გის, მე­ნე­ჯე­რის პრო­ფე­სია. ისი­ნი ყველ­გან კარ­გად გრძნო­ბენ თავს, სა­დაც ლი­დე­რო­ბაა სა­ჭი­რო. შე­საძ­ლოა ფული შო­უ­ბიზ­ნეს­შიც იშოვ­ნონ ან სუ­ლაც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ბიზ­ნეს­ში.

    კუ­რო­ებს სტა­ბი­ლუ­რო­ბა უყ­ვართ. ამი­ტომ რის­კზე იშ­ვი­ა­თად მი­დი­ან, თუნ­დაც მო­გე­ბის შან­სი ძალ­ზე დიდი და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იყოს. ას­ტრო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ კუ­როს და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის მო­ზიდ­ვა კუ­ლი­ნა­რი­ით ან ფლო­რის­ტი­კით (მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა-გა­შე­ნე­ბით) სცა­დოს. ეს ის საქ­მი­ა­ნო­ბაა, რო­მე­ლიც კუ­როს ძა­ლი­ან უყ­ვარს.

    ტყუ­პი ცვა­ლე­ბა­დი, მო­უს­ვე­ნა­რი ხალ­ხია. ამი­ტომ ისი­ნი ჩვე­ნი რჩე­ვის გა­რე­შეც ხში­რად ფლო­ბენ ორ ან სამ, სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურს. თუმ­ცა, თუკი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­როს ტყუ­პი სა­გა­მომ­ცე­ლო საქ­მეს, კო­მერ­ცი­ას ან ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ას და­უ­მა­ტებს, შე­იძ­ლე­ბა მისი ფი­ნან­სე­ბი გა­ორ­მაგ­დეს.

    კირჩხი­ბი წინ­და­ხე­დუ­ლი და საკ­მა­ოდ ხელ­მომ­ჭირ­ნეა, როცა ფულს ეხე­ბა საქ­მე. მას და­ზოგ­ვაც კარ­გად ეხერ­ხე­ბა და ალ­ღოც საკ­მა­რი­სად უჭ­რის, ფუ­ლის შოვ­ნის გზებს რომ მი­აკ­ვლი­ოს ყო­ჩა­ღად. თუმ­ცა, ას­ტრო­ლო­გე­ბი კირჩხიბს ურ­ჩე­ვენ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­როდ პე­და­გო­გი­კა, ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა, სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სი ან ხელ­საქ­მე აქ­ცი­ოს. ასე იგი სო­ლი­დურ თან­ხას გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

    ლო­მე­ბის მე­ფურ ხა­სი­ათ­სა და სი­ა­მა­ყეს არ შე­ე­ფე­რე­ბა ფულ­ზე წუ­წუ­ნი. თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ერ ლომს უყ­ვარს ხელ­გაშ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბა. ამი­ტომ ას­ტრო­ლო­გე­ბი ლომს ურ­ჩე­ვენ, სა­ი­მი­სოდ რომ გა­მუდ­მე­ბით არ აღ­მოჩ­ნდეს ვა­ლებ­ში, და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის მო­ზიდ­ვა შო­უ­მე­ნო­ბით, მო­დე­ლის ან ფო­ტოგ­რა­ფის პრო­ფე­სი­ით სცა­დოს.

    ქალ­წუ­ლე­ბის დიდ ნა­წილს იშ­ვი­ა­თად უჭირს ფი­ნან­სუ­რად. იმი­ტომ რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნი­შანს იშ­ვი­ა­თად ჰყავს "ღა­რი­ბე­ბი" - გა­სა­ო­ცა­რი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და მუ­ყა­ი­თო­ბის გამო. ქალ­წულს შრო­მის არ ეში­ნია, თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლია, ჰო­ბის სა­ხით მან თა­ვის ფი­ნან­სურ შე­მო­სა­ვალს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბიზ­ნე­სით, კერ­ვა-კონ­სტრუ­ი­რე­ბის ან დი­ზა­ი­ნე­რის საქ­მი­ა­ნო­ბით მი­ღე­ბუ­ლი თან­ხაც და­უ­მა­ტოს.

    სას­წო­რი ჰარ­მო­ნი­ი­სა და რო­მან­ტი­კის დიდი მოყ­ვა­რუ­ლია. ამ გა­ლან­ტურ ხალ­ხს ლა­მა­ზად ცხოვ­რე­ბა უყ­ვარს და შე­უძ­ლია. ისი­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი დიპ­ლო­მა­ტე­ბი არი­ან, თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლია, თუკი ჰო­ბის სა­ხით შე­მო­სავ­ლად აქ­ცე­ვენ საქ­მეს, რო­მელ­შიც ზუს­ტად რომ დიპ­ლო­მა­ტი­აა სა­ჭი­რო - ანუ ფსი­ქო­ლო­გის, კონ­სულ­ტან­ტის, დი­ზა­ი­ნე­რის, კოს­მე­ტო­ლო­გის ან სუ­ლაც დღე­სას­წა­უ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის პრო­ფე­სი­ას.

    მო­რი­ე­ლი კარ­გი ყნოს­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის კუ­თხით. ამ ადა­მი­ა­ნებს ხში­რად ოს­ტა­ტუ­რად გა­მოს­დით სხვი­სი ფი­ნან­სე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. თუმ­ცა ჩქა­რა გამ­დიდ­რე­ბის სურ­ვილს ჯო­ბია, მო­რი­ე­ლი ისე­თი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კავ­დეს რო­გო­რი­ცაა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ან მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა, მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­კი­თხე­ბი, რი­ტუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა ან ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის გიდი-ინ­სტრუქ­ტო­რი. ასე­თი "ბიზ­ნე­სი" მო­რი­ელს არ­ცთუ ცოტა შე­მო­სა­ვალს პირ­დე­ბა.

    მშვილ­დო­სა­ნი ხე­ტი­ა­ლი­სა და მხი­ა­რუ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია. მას ასე­ვე უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი. თუმ­ცა, მუ­ყა­ით მშრო­მელს ამ ადა­მი­ანს ძნე­ლად და­ვარ­ქმევთ. მშვილ­დოს­ნებს ას­ტრო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ და­ინ­ტე­რეს­დეს სპორ­ტულ-გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­წყო­ბით, ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შუ­ტე­ბის და­გეგ­მვა-შერ­ჩე­ვით ან გახ­სნას ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფა­რი. ეს ის სფე­რო­ე­ბია, სა­დაც მშვილ­დო­სა­ნი ფულ­თან ერ­თად წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წევს უდა­ვოდ.

    თხის რქებს რო­გორც წესი, კა­რი­ე­რა, მზარ­დი თა­ნამ­დე­ბო­ბა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბი იზი­დავთ. თუმ­ცა, და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის სა­ხით მათ შე­უძ­ლი­ათ იქო­ნი­ონ ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მშე­ნებ­ლო­ბას­თან, ინ­ჟი­ნე­რი­ას­თან ზო­გა­დად ან გახ­სნას სა­კუ­თა­რი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტი.

    მერ­წყუ­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ნი­შა­ნია. მის­თვის პი­რი­ქით მი­სა­ღე­ბიც კია იდეა სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც თა­ვად იქ­ნე­ბა თა­ვის ბა­ტო­ნი და შეფი. მერ­წყუ­ლის­თვის საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ა­ნია ინ­ტერ­ნეტ-ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ვებ-დი­ზა­ი­ნი ან ფო­ტოგ­რა­ფია.

    თევ­ზე­ბი , რო­მელ­თაც ძა­ლი­ან უყ­ვართ ოც­ნე­ბა და ილუ­ზი­ე­ბი ას­ტრო­ლო­გებ­მა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­ე­ბის­კენ გა­ამ­წე­სეს. საკ­მა­ოდ შე­მო­სავ­ლი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს არტ-დი­ლე­რის, თე­ატ­რა­ლუ­რი კრი­ტი­კო­სის ან მოყ­ვა­რუ­ლი მუ­სი­კო­სის პრო­ფე­სია მათ­თვის.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    77 ნახვა
    21-05-2020, 00:07