X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღევანდელი დღე ბევრ სანერვიულოს მოგიტანთ, რაც დაკავშირებულია ახლობელ ადამიანთან. დიდია ამოწამვლის შანსი. გამოიჩინეთ თავშეკავებულობა და შეძლებთ მიზნების მიღწევას. სახელისუფლებო ორგანოებთან ურთიერთობა შედეგიანი იქნება.


    კურო
    დღეს შეიძლება თქვენი ილუზიების და თვითმოტყუების მსხვერპლი გახდეთ. ფული, რომელსაც გაასესხებთ დაგიბრუნდებათ დაგვიანებით, ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. რომანტიკული განწყობა საშუალებას არ მოგცემთ მოსაწყენი საქმით დაკავდეთ. შესაძლოა შორეულ ადამიანთან რომანტიკული ურთერთობა.


    ტყუპები
    დღეს სიამოვნებას მიიღებთ ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისგან, რაც დაგეხმარებათ დაგროვილი დაძაბულობაც მოიხსნათ. დრო დაუთმეთ ვარჯიშს ან სუფთა ჰაერზე გასეირნებას. მოქმედება მოგიწევთ, რადგან ყველაფერს ვერ დაგეგმავთ.


    კირჩხიბი
    გამოცდილების წყალობით შეძლებთ თქვენს ხელთ არსებული რესურსების გამოყენებას. ყველაფერი, რაც მოხდება, თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. ბინის დალაგების სურვილი თქვენი ოჯახის წევრების უკმაყოფილებას გამოიწვევს, რამაც შეიძლება კამათიც კი წარმოშვას. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისგან.


    ლომი
    თქვენი გამოცდილების დახმარებით დღეს შეძლებთ სწორად განკარგოთ არსებული რესურსები. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელი ადამიანების ქმედებამ იმედი გაგიცრუოთ. წარმატებული იქნება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. კარგად წაუვათ საქმე ბანკის თანამშრომლებს.


    ქალწული
    დღეს სერიოზული მუშაობა და ჩანაფიქრის განხორციელება გელით. საღამო შესაძლოა გაატაროთ საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში. თავბრუდამხვევი სამსახურებრივი რომანი ხელმძღვანელობისა და კოლეგების უკმაყოფილებას გამოიწვევს. ფრთხილად იყავით ავტომობილთან.


    სასწორი
    დღეს ფინანსური დანაკარგი გელით - ყველაფერი თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალია. არ ღირს ახალი პროექტბის განხორციელების წამოწყება. შეეცადეთ დასაძინებლად ადრე დაწვეთ. წარმატებული იქნება კომერციული ოპერაციები, შესაძლოა უცხოეთიდან დახმარება მიიღოთ.


    მორიელი
    დღეს საქმიანი წინადადებით მოგმართავენ, მაგრამ მისი სწრაფად მიღება არ ღირს, რადგან არც ისე მომგებიანი იქნება თქვენთვის. მეგობრებმა შეიძლება თეატრში ან კინოში დაგპატიჟონ. ხელფასის მომატებისთვის გაწეული მცდელობა შესაძლოა შედეგიანად დასრულდეს.


    მშვილდოსანი
    დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.


    თხის რქა
    სიზარმაცე გძლევთ, რაც შეიძლება დამღუპველი იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. დღეს დამოკიდებული იქნებით პარტნიორებზე, ამიტომ, გეგმების განხორციელებისას ნუ დაივიწყებთ იმათ, ვინც ყოველთვის გეხმარებოდათ. თქვენი მეორე ნახევრის ნათესავები დახმარებისა და რჩევისთვის მოგმართავენ. ნუ დანიშნავთ დღეისათვის საქმიან მოლაპარაკებებს.


    მერწყული
    დღევანდელი დღე ბევრ სანერვიულოს მოგიტანთ, რაც დაკავშირებული იქნება ახლობელ ადამიანთან. შეილება ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელების სურვილი გაგიჩნდეთ. შემოსავალს მიიღებთ იმ საქმიდან, რომელშიც დიდი ენერგია და დრო ჩადეთ. ახლობლებთან კონფლიქტი მოგივათ.


    თევზები
    დღევანდელი დღე განსაკუთრებით წარმატებულია ხელოვნების სფეროში დაკავებული პირებისთვის. ბიზნესმენები სარფიან კონტრაქტებს გააფორმებენ ან საიმედო პარტნიორებს შეიძენენ. პრობლემური საკითხებისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მოძებნით. დიდი ხნის მეგობრებისგან მიღებული რჩევები სასარგებლო იქნება. საღამოს სასიამოვნო სტუმრებს ელოდეთ.
    97 ნახვა
    21-05-2020, 13:01