X
GOGA.TV
რაშია თქვენი ფარული ძალა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
  • რაშია თქვენი ფარული ძალა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

    ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და ყვე­ლა ჩვენ­განს აქვს თა­ვი­სი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი. შე­ვეც­დე­ბი ავ­ხსნათ რა თვი­სე­ბა გა­მო­ა­ჩენს ზო­დი­ა­ქოს სხვა­დას­ხვა ნი­შანს. რა­ტო­მაა, რომ ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს გა­ვურ­ბი­ვართ და ზოგს კი პი­რი­ქით - ჩვენ­კენ ვე­ქა­ჩე­ბით.

    ვერ­ძი
    ვერ­ძი - ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ნი­შა­ნია. ის ყვე­ლა­ნა­ირ ადა­მი­ანს იზი­დავს, მას აქვს უჩ­ვე­უ­ლო ქა­რიზ­მა, რის წი­ნა­შეც თით­ქმის ყვე­ლა უძ­ლუ­რია. მის ბუ­ნებ­რივ მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას ვერც ერთი სხვა ნი­შა­ნი ვერ შე­ედ­რე­ბა.

    კურო
    კუ­როს ძლი­ე­რი მხა­რეა სი­კე­თე. ამ ზო­დი­ა­ქოს წარ­მო­მად­გე­ნელს უბ­რა­ლოდ არ უყ­ვარს კონ­ფლიქ­ტი, ლან­ძღვა-გი­ნე­ბა და მსგავ­სი ნე­გა­ტი­უ­რი ქმე­დე­ბა. ისი­ნი ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ სა­კი­თხე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბას. გა­საკ­ვი­რია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ კუ­როს გვერ­დით ყვე­ლა­ზე შა­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნიც კი უცოდ­ველ კრა­ვად გა­და­იქ­ცე­ვა ხოლ­მე.

    ტყუ­პი
    ტყუ­პი ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტუ­რი ნი­შა­ნია. ბევ­რს შურს, რომ მათ ყო­ველ­თვის უმარ­თლებთ. ერთი შე­ხედ­ვით მათი ყვე­ლა საქ­მე წარ­მა­ტე­ბით მთავ­რდე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში მათი წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი ოპ­ტი­მიზ­მშია. ცნო­ბი­ლია, რომ კარ­გი გან­წყო­ბა წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია. ზუს­ტად ამ მი­ზე­ზის გამო ტყუ­პი ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ნი­შა­ნია.

    კირჩხი­ბი
    კირჩხიბს შე­უძ­ლია ია­მა­ყოს მყა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­თა და მე­გობ­რუ­ლი ოჯა­ხით. ოჯა­ხი ხომ მის­თვის უპირ­ვე­ლე­სია. ის ურ­თი­ერ­თო­ბებს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რებს და თუ მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი იპო­ვა, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმი­სათ­ვის, რომ ეს კავ­ში­რი დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს.

    ლომი
    ლო­მის მე­ო­რე სა­ხე­ლია - ეგო­ის­ტი. ადა­მი­ა­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ისი­ნი ახერ­ხე­ბენ ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვას, რაც კი სურთ. მათ გულ­წრფე­ლად სწამთ, რომ ყვე­ლამ მათ დაკ­რულ­ზე უნდა იცეკ­ვოს და მათი სურ­ვი­ლე­ბი შე­ას­რუ­ლოს. უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ლომი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან ივ­სებს და­კარ­გულ ენერ­გი­ას.

    ქალ­წუ­ლი
    ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი ნი­შა­ნია. თუ ქალ­წუ­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვარს იპო­ვის, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმი­სათ­ვის, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მას­თან გა­ა­ტა­როს. ის არა­სო­დეს ღა­ლა­ტობს პარტნი­ორს.

    სას­წო­რი
    სას­წო­რი აღ­მერ­თებს ურ­თი­ერ­თო­ბებს და სწო­რედ ამით ახერ­ხებს ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნას. მის ირ­გვლივ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც მათ ყო­ველ სი­ტყვას ყურს უგ­დე­ბენ. სას­წორს მძი­მედ გა­და­აქვს მარ­ტო­ო­ბა. ეს ხომ მათ­თვის ტან­ჯვის ტოლ­ფა­სია.

    მო­რი­ე­ლი
    ვე­რა­გო­ბა - მო­რი­ე­ლის სა­ი­დუმ­ლო ია­რა­ღია. მათ უამ­რა­ვი მტე­რი ჰყავთ, ეს არც არის გა­საკ­ვი­რი. თუკი ვინ­მე გა­ბე­დავს შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოს მას, ის აუ­ცი­ლებ­ლად მტრე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდე­ბა, ამის შემ­დეგ კი იწყე­ბა მო­რი­ე­ლის შუ­რის­ძი­ე­ბა, ოღონდ ჩუმი და შე­ნიღ­ბუ­ლი, მაგ­რამ მტკივ­ნე­უ­ლი.

    მშვილ­დო­სა­ნი
    მშვილ­დო­სა­ნი ყუ­რა­დღე­ბას თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზით იპყრობს. სა­ო­ცა­რია მათი სუ­ლი­სა და სხე­უ­ლის ჰარ­მო­ნი­უ­ლი სი­ლა­მა­ზე. ისი­ნი ზრუ­ნა­ვენ არა მარ­ტო გა­რეგ­ნულ სი­ლა­მა­ზე­ზე, არა­მედ ში­ნა­გან სრულ­ყო­ფი­ლე­ბა­ზეც.

    თხის რქა
    თხის რქის სა­ი­დუმ­ლო ია­რა­ღი ჩა­კე­ტი­ლო­ბაა. ვე­რა­ვინ მიხ­ვდე­ბა რას ფიქ­რობს, თუმ­ცა ძა­ლი­ა­ნაც აინ­ტე­რე­სებთ. მას შე­უძ­ლია და­გა­ინ­ტრი­გოთ თა­ვი­სი ცივი ბუ­ნე­ბით, მო­გაჩ­ვე­ნოთ, რომ იმა­ზე მეტი იცის, ვიდ­რე სხვამ.

    მერ­წყუ­ლი
    მერ­წყუ­ლის გე­ნი­ა­ლუ­რო­ბა­ზე ბევ­რი თქმუ­ლა. ისი­ნი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ტა­ლან­ტე­ბი არი­ან. ოღონდ ხან­და­ხან თა­ვად­ვე ანად­გუ­რე­ბენ თა­ვი­ანთ ბუ­ნებ­რივ ნიჭს, რისი მი­ზე­ზიც არის სი­ზარ­მა­ცე. ყვე­ლა ნა­აზ­რე­ვი და ჩა­ნა­ფიქ­რი მხო­ლოდ გო­ნე­ბა­ში რჩე­ბა იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ მათ ეზა­რე­ბათ თა­ვი­ან­თი­ვე პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა.

    თევ­ზე­ბი
    თევ­ზე­ბის ია­რა­ღი ძა­ლაა. გიკ­ვირთ არა? კი, თევ­ზე­ბი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან, მაგ­რამ მათ­ში არის ვე­ე­ბერ­თე­ლა პო­ტენ­ცი­ა­ლი. თევ­ზე­ბი საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რე­ბი არი­ან და მათი სი­სუს­ტის მი­უ­ხე­და­ვად შე­უ­პოვ­რად მი­ი­წე­ვენ მიზ­ნი­სა­კენ. დიახ, თევ­ზე­ბი ტი­რი­ან, მაგ­რამ არ ნებ­დე­ბი­ან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    120 ნახვა
    22-05-2020, 00:26