X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
რა ფარული ნაკლი აქვთ ქმრებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • რა ფარული ნაკლი აქვთ ქმრებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ზო­დი­ა­ქოს ამა თუ იმ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი კონ­კრე­ტუ­ლი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. დიახ, მათ აქვთ ბევ­რი ღირ­სე­ბა, მაგ­რამ ნაკ­ლიც გა­აჩ­ნი­ათ. ამი­ტომ ზუს­ტად უნდა იცო­დეთ ვის უკავ­ში­რებთ ცხო­ვე­ბას და რა სა­ხის სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეთ, თუკი ცო­ლად ამა თუ იმ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს მიჰ­ყვე­ბით:

    ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლის მიერ ქმრად ვერ­ძის არ­ჩე­ვა ხში­რად მთავ­რდე­ბა წარ­მა­ტე­ბით. საქ­მე იმა­შია, რომ მი­უ­ხე­და­ვად მისი მიდ­რე­კი­ლე­ბი­სა ხში­რად გა­ერ­თოს, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ბევ­რს პა­ტი­ო­ბენ ამ ნიშ­ნის მა­მა­კა­ცებს, თუნ­დაც მათ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბულ­ნი იყ­ვნენ. ქორ­წი­ნე­ბა­ში ის ფი­ცხი და პირ­და­პი­რია. ამას­თან მზა­დაა, ბო­ლომ­დე თავ­გან­წირ­ვის­თვის! სწო­რედ ეს იშ­ვი­ა­თი თვი­სე­ბა აი­ძუ­ლებს ცოლს ბევ­რი რამ მი­უ­ტე­ვოს ქმარ ვერძს.

    ქმა­რი კურო გა­მო­ირ­ჩე­ვა სი­ჯი­უ­ტი­თა და დიდი მოთ­მი­ნე­ბით. ის ღრმა­დაა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბის მა­რა­დი­უ­ლო­ბა­ში. ქმა­რი კურო და­უ­ჯე­რე­ბე­ლი მე­სა­კუთ­რეა, რაც ზედ­მეტ პრობ­ლე­მებს ქმნის ოჯახ­ში. მაგ­რამ კუ­როს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ი­მე­დო და ერ­თგუ­ლი ქმრის რე­პუ­ტა­ცია ყო­ველ­თვის არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. მარ­თა­ლია, ის ყო­ველ­თვის სა­ი­მე­დოა, მაგ­რამ ის შე­იძ­ლე­ბა არა­ერ­თი ქა­ლი­სა და ოჯა­ხის ერ­თგუ­ლი იყოს. საკ­ვირ­ვე­ლია, მაგ­რამ მა­მა­კა­ცი კურო მიდ­რე­კი­ლია ჰყავ­დეს ორი ცოლი და ორი ოჯა­ხი!

    ქმა­რი ტყუ­პი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია. ის ასეა მო­წყო­ბი­ლი - გა­უ­ზი­ა­როს ხალ­ხს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, გა­დას­ცეს მათ ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ე­ბი, - ეს მისი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა. ის ად­ვი­ლად ამ­ყა­რებს შე­მოქ­მე­დე­ბით და მე­გობ­რულ კავ­ში­რებს, რაც ადრე თუ გვი­ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში გა­და­იზ­რდე­ბა. ქმა­რი ტყუ­პის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­ჭი­როა მისი მენ­ტა­ლუ­რი ენერ­გი­ის მი­მარ­თვა ჰო­ბის, გა­ტა­ცე­ბე­ბის, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბის, სპორ­ტი­სა­კენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ქმა­რი ტყუ­პი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მო­ი­ყე­ნებს თა­ვი­სი დრო­ის ნა­წილს ოჯა­ხუ­რი ბუ­დის ან სუ­ლაც სახ­ლის მო­სა­წყო­ბად.

    ქმა­რი კირჩხი­ბი ქორ­წი­ნე­ბა­ში ერ­თგუ­ლე­ბი­სა და თავ­გან­წირ­ვის ეტა­ლო­ნად ით­ვლე­ბა. მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა - ოჯა­ხუ­რი კე­რაა. ქმარ კირჩხიბს ძლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აქვს ხა­სი­ა­თის ისე­თი ნიშ­ნე­ბი რო­გო­რი­ცაა: მიხ­ვედ­რი­ლო­ბა, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რო­ბა, ოჯა­ხის წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბის გრძნო­ბა. მაგ­რამ, წლებ­თან ერ­თად ქმა­რი კირჩხი­ბი პარტნი­ო­რი­სად­მი ცივი ხდე­ბა, ხოლო მის ცვა­ლე­ბად გან­წყო­ბას ის მიჰ­ყავს თავ­შე­უ­კა­ვებ­ლო­ბის, ეჭ­ვი­სა და იმედ­გაც­რუ­ე­ბი­სა­კენ.

    ქმარ ლომს ესა­ჭი­რო­ე­ბა ფლირ­ტი და მუდ­მი­ვად ელო­დე­ბა ქა­ლის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბას. ცო­ლის ყოლა მას ვერ შე­ა­ჩე­რებს. თუნ­დაც ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს შეხ­ვდეს, ქმარ ლომს შე­უძ­ლია ხან­და­ხან "გვერ­დით გა­ი­სე­ირ­ნოს". ქმა­რი ლომი დიდსუ­ლო­ვა­ნია და გა­მო­ირ­ჩე­ვა ოჯა­ხი­სად­მი დიდი ერ­თგუ­ლე­ბით.

    ქმა­რი ქალ­წუ­ლი ცხოვ­რობს წე­სე­ბით, რომ­ლებ­საც თვი­თონ ქმნის. ამი­ტო­მაც იგი ან­გა­რი­ში­ა­ნი, სა­მარ­თლი­ა­ნი და ერ­თგუ­ლია თა­ვი­სი ცო­ლი­სა და ოჯა­ხის მი­მართ. ოღონდ მის გვერ­დით ძნე­ლია იგ­რძნო აღ­მაფ­რე­ნა და იცხოვ­რო ღია ემო­ცი­ე­ბით. ქმა­რი ქალ­წუ­ლი არ ცხოვ­რობს ვნე­ბე­ბით და ამი­ტო­მაც ის ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­ე­ფე­რე­ბა ასე­თი­ვე ტი­პის ქა­ლებს, რო­მელ­თათ­ვი­საც ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა მო­ვა­ლე­ო­ბა, სა­ი­მე­დო­ო­ბა და ზუს­ტი და­გეგ­მვაა.

    მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­სი მოქ­ნი­ლო­ბი­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გარ­თო­ბა­თა მუდ­მი­ვი ძი­ე­ბი­სა, ქმა­რი სას­წო­რი ოჯახ­ში ხში­რად ავ­ლენს ერ­თგუ­ლე­ბას. ამის მი­ზე­ზი კი სი­ზარ­მა­ცი­სა და კომ­ფორ­ტის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბაა, რის­გა­ნაც მისი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტო­მაც ქმა­რი სას­წო­რი - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რია ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის.

    ქმა­რი მო­რი­ე­ლი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ვნე­ბი­ან პარტნი­ო­რად ით­ვლე­ბა. მაგ­რამ სექ­სუ­ა­ლუ­რი ემო­ცი­ე­ბის ვულ­კა­ნი წლებ­თან ერ­თად ნელ-ნელა ქრე­ბა. ხდე­ბა ისეც, რომ ხან­გრძლი­ვი ქორ­წი­ნე­ბის დროს ქმა­რი მო­რი­ე­ლი მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში ვარ­დე­ბა - სრუ­ლი თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბა! ქორ­წი­ნე­ბა­ში ღა­ლა­ტი მის შეგ­ნე­ბა­ში სრუ­ლი­ად და­უშ­ვე­ბე­ლია - ეს სა­ში­ნე­ლი ცოდ­ვაა.

    ქმა­რი მშვილ­დო­სა­ნი ეძებს თავ­გა­და­სავ­ლებს ღრმა ვნე­ბამ­დე და მას შემ­დე­გაც. ის ით­ვლე­ბა ერთ-ერთ ვნე­ბი­ან საყ­ვარ­ლად, მაგ­რამ და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ ქმა­რი მშვილ­დო­სა­ნი შეგ­ნე­ბუ­ლად აღარ ეძებს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ინ­ტრი­გებს, თუმ­ცა ად­ვი­ლად შე­უძ­ლია გა­ერ­თოს ფლირ­ტით.

    ქმა­რი თხის რქა - სა­ნი­მუ­შო მე­ო­ჯა­ხეა. ქორ­წი­ნე­ბა­ში თხის რქა თა­ვის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბებს ავ­ლენს. მის­თვის ოჯახ­თან ასო­ცირ­დე­ბა სწო­რად ცხოვ­რე­ბა, რომ­ლის­კე­ნაც ის მი­ის­წრაფ­ვის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას­თან ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია, რად­გა­ნაც ქმარ თხის რქას ყვე­ლა­ფე­რი ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბის ჩათ­ვლით მკაც­რად გა­წე­რი­ლი აქვს, ერთხელ და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი და ის პრაქ­ტი­კუ­ლად არ იც­ვლე­ბა.

    ქმა­რი მერ­წყუ­ლი ერ­თგუ­ლად ით­ვლე­ბა. სხვა საქ­მეა მისი სა­ქორ­წი­ნო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჩათ­რე­ვა - ეს არც ისე ად­ვი­ლია. ყვე­ლა­ზე ხში­რად ისი­ნი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გამო ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი ქორ­წინ­დე­ბი­ან და თუ ოჯახ­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი არაა, ქმა­რი მერ­წყუ­ლი გაყ­რი­სა­კენ არ ის­წრაფ­ვის. ქორ­წი­ნე­ბა­ში ღა­ლა­ტი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლია.

    ქმა­რი თევ­ზე­ბი მხო­ლოდ სრუ­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტუ­ლი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­დის ღა­ლატ­ზე. ის ყო­ველ­თვის არ არის ასი პრო­ცენ­ტით ერ­თგუ­ლი, მაგ­რამ "ისე რა" ღა­ლა­ტიც არ შე­უძ­ლი­ათ. მე­ო­რე მხრივ ის არ ქმნის ტრა­გე­დი­ას ღა­ლა­ტი­სა­გან, თა­ვი­სი ღა­ლა­ტი­სა­გან... გაყ­რა ამ მა­მა­კაც­თან ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    60 ნახვა
    22-05-2020, 00:31