X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
რა ულახავს მამაკაცს თავმოყვარეობას ყველაზე მეტად, მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე?
  • რა ულახავს მამაკაცს თავმოყვარეობას ყველაზე მეტად, მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე?

    უნაკ­ლო და იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ. ეს იცის ნე­ბის­მი­ერ­მა ქალ­მა, ვი­საც პრინ­ცე­ბი­სა და რა­ინ­დე­ბის დი­ნო­ზავ­რებ­თან ერ­თად გა­და­შე­ნე­ბის პრე­ცე­დენ­ტში ეჭვი არ ეპა­რე­ბა. თუმ­ცა, მოდი, უფრო დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე თუ რა სა­ხის სი­სუს­ტე­ე­ბი გა­აჩ­ნი­ათ მამ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ყვე­ლა­ზე ხში­რად რა თვი­სე­ბე­ბის გამო გარ­ბის მათ­გან ქალი. მოკ­ლედ, ვსა­უბ­რობთ მა­მა­კა­ცუ­რი ის­ტე­რი­კის შე­სა­ხებ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით.

    ვერ­ძი
    ვერ­ძი მა­მა­კა­ცი ფი­ცხი, მო­უთ­მე­ნე­ლი და სა­შინ­ლად ინ­ფან­ტი­ლუ­რია. მას და­უ­ღა­ლა­ვად სჯე­რა, რომ ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე უკეთ შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის კე­თე­ბა, ამი­ტომ მისი "მტკივ­ნე­უ­ლი წერ­ტი­ლი" თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე გა­დის. დიახ, დიახ ვერ­ძი კაცი "გა­ჭედ­ვას" მა­შინ იწყებს, როცა მას ვინ­მე პრო­ფე­სი­ულ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე ეხე­ბა. ზუს­ტად აქ იწყე­ბა მისი "ის­ტე­რი­კა". ამ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, მთე­ლი სული და გული ჩა­დოს საქ­მე­ში, რო­მე­ლიც უყ­ვარს და ამ დროს სრუ­ლი­ად და­ი­ვი­წყოს, რომ სახ­ლში საყ­ვა­რე­ლი ქალი ელო­დე­ბა და დღი­თი დღე ნერ­ვე­ბი ეშ­ლე­ბა გამ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძის არა­ერ­თგზის გა­ცხე­ლე­ბით. თუ ეს ქალი ცხო­ნე­ბუ­ლი დედა ტე­რე­ზას რე­ინ­კარ­ნა­ცია არ გახ­ლავთ ამ ცხოვ­რე­ბა­ში, ერთ დღეს მას აუ­ცი­ლებ­ლად ამო­უ­ვა ყელ­ში ვერ­ძის უყუ­რა­დღე­ბო­ბა და ბავ­შვუ­რი მიდ­გო­მა ზო­გა­დად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის მი­მართ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩე­მო­დანს სწრა­ფი ტემ­პით ჩა­ა­ლა­გებს და რო­მე­ლი­მე უფრო სტა­ბი­ლურ პარტნი­ორ­თან გა­და­ბარ­გდე­ბა.

    კურო
    კუ­როს ყვე­ლა­ზე დიდი ნაკ­ლი ალ­ბათ სი­ზან­ტე და კომ­ფორ­ტის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია. პრინ­ციპ­ში ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კა­ცებს ფული და მისი შოვ­ნაც არა­ნაკ­ლე­ბად უყ­ვართ, მაგ­რამ ამ ფულს კურო, რო­გორც წესი, იმი­ტომ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რომ ისევ ოჯახს და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს მო­ახ­მა­როს. თუმ­ცა კუ­რო­ებ­საც ტო­ვე­ბენ საყ­ვა­რე­ლი ქა­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად იმ მი­ზე­ზით, რომ მათ გვერ­დით ყოფ­ნა ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მო­სა­წყე­ნი ხდე­ბა. მისი მო­ნო­ტო­ნუ­რი სახ­ლი-სამ­სა­ხუ­რი-სამ­სა­ხუ­რი-სახ­ლი, კვი­რა­ში ერთხელ "დი­ვა­ნის დღე" (შა­ბა­თი) და "ლუ­დის დღე" (კვი­რა) შე­იძ­ლე­ბა ბუ­ნე­ბით აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის აუ­ტა­ნელ რუ­ტი­ნად იქ­ცეს. მით უმე­ტეს, თუკი პარტნი­ო­რი ცე­ცხლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, იგი ისე მი­ა­ტო­ვებს კუ­როს ეს უკა­ნას­კნე­ლი, ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ბო­ლოს გა­ი­გებს ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ და როცა გა­ი­გებს, კი­დევ დიდ­ხანს არ და­ი­ჯე­რებს.

    ტყუ­პი
    მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ტო­ვოს ქალ­მა ტყუ­პი მა­მა­კა­ცი უამ­რა­ვია. თუმ­ცა ამ მი­ზე­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ამ ქა­რიზ­მა­ტულ ხუ­ლი­გან­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დიდი ხნის მან­ძილ­ზე პა­ტი­ო­ბენ მას ათას­გვა­რი სა­ხის უგ­ვან საქ­ცი­ელს, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ ყელ­ში არ ამო­უ­ვათ მისი ქცე­ვა და იმ დას­კვნამ­დე არ მივ­ლენ, რომ ეს კაცი არა­სო­დეს შე­იც­ვლე­ბა. ტყუ­პის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს, თუმ­ცა მა­ინც შე­ვეც­დე­ბი რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი მო­ვიყ­ვა­ნო "ნივთმტკი­ცე­ბად" – გა­მუდ­მე­ბით ცვა­ლე­ბა­დი გან­წყო­ბა, და­უ­ღა­ლა­ვი ლაქ­ლა­ქის სიყ­ვა­რუ­ლი, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბა, მუდ­მი­ვი სწრაფ­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა. კი­დევ გა­ვაგ­რძე­ლო? მგო­ნი საკ­მა­რი­სია ეს ნუს­ხა სა­ი­მი­სოდ, რომ ქალ­მა ასე­თი კა­ცის გვერ­დით გა­ჩე­რე­ბა ხან­გრძლი­ვი დრო­ით უბ­რა­ლოდ ვე­ღარ აი­ტა­ნოს. მარ­თა­ლია, მას­თან არა­სო­დეს მო­ი­წყენ და იგი ამ ქვეყ­ნად ნე­ბის­მი­ერ პრობ­ლე­მას, მათ შო­რის თქვე­ნი და მისი სა­მუ­და­მო და­შო­რე­ბის სა­კითხს იუ­მო­რით გა­ნი­ხი­ლავს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ხომ არ ეცი­ნე­ბა ადა­მი­ანს?

    კირჩხი­ბი
    აი, თუ მარ­თლა გა­ინ­ტე­რე­სებთ, რას წარ­მო­ად­გენს მთე­ლი თა­ვი­სი სი­სავ­სით ე.წ. " მა­მა­კა­ცუ­რი ის­ტე­რი­კა" კირჩხიბ­თან გა­ა­ბით რო­მა­ნი, მერე კი უგზო-უკვლოდ მი­ა­ტო­ვეთ. კიბო მა­მა­კა­ცე­ბი მარ­თა­ლია ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ მხო­ლოდ მათ აქვთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი თა­ვი­სი ამ ზრუნ­ვით სუ­ლის ხუთ­ვამ­დე მი­იყ­ვა­ნონ ადა­მი­ა­ნი. კირჩხი­ბი იშ­ვი­ა­თი მე­სა­კუთ­რე და ეჭ­ვი­ა­ნი ნა­ტუ­რაა. ამი­ტომ თუ ერთხელ მა­ინც წა­მოგცდათ, რომ სა­მა­რად­ჟა­მოდ მისი ხართ და იგი კუ­ბოს კა­რამ­დე გეყ­ვა­რე­ბათ, მერ­წმუ­ნეთ, აზ­რის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში ამ კა­რის დი­ზა­ინ­ზე თა­ვად თქვე­ნი ყო­ფი­ლი კირჩხი­ბი იზ­რუ­ნებს. კირჩხი­ბის აუ­ტა­ნელ თვი­სე­ბებს შო­რის შე­დის წუ­წუ­ნი, ფსევ­დო-დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა (როცა სი­ნამ­დვი­ლე­ში ცუ­დად კი არ არის, უბ­რა­ლოდ დაყ­ვა­ვე­ბა და მო­ფე­რე­ბა სჭირ­დე­ბა თქვენ­გან), სი­ძუნ­წე – რა­ტომ უნდა ხარ­ჯოს "მაკ­დო­ნალდსის" უხა­რის­ხო საკ­ვებ­ში ფული, როცა არ­სე­ბობს ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი რეს­ტორ­ნე­ბი, სა­დაც თვე­ში ერთხელ თუ არა წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც მო­ა­ხერ­ხებთ წას­ვლას და ნორ­მა­ლურ კერ­ძებს და­ა­გე­მოვ­ნებთ. არა­და, ხომ ხდე­ბა ხან­და­ხან კაცს "მაკ­დო­ნალდსის" ფრი ურ­ჩევ­ნია მდიდ­რუ­ლი რეს­ტორ­ნის კუს სუპს, მაგ­რამ კირჩხი­ბის გა­დარ­წმუ­ნე­ბა ამა­ოა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მის მი­ტო­ვე­ბას გა­და­წყვე­ტეთ, ცოტა ხნით მა­ინც, იმ მო­ტი­ვით, რომ თქვენს ჭკუ­ა­ზე მო­კა­ლათ­დეთ "მაკ­დო­ნალდსში" საყ­ვა­რე­ლი ბიგ-მა­კის საჭ­მე­ლად, მო­გი­წევთ შეც­ვა­ლოთ არა­მარ­ტო ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, არა­მედ სამ­სა­ხუ­რი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თიც. სხვა შემ­თხვე­ვა­ში მა­მა­კა­ცუ­რი ის­ტე­რი­კის მთელ სე­რი­ალს ნა­ხავთ.

    ლომი
    მა­მა­კა­ცი ლო­მის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ის, რომ მას თავი და­ბა­დე­ბი­დან იმ­პე­რა­ტო­რად ან სულ მცი­რე, მე­ფედ წარ­მო­უდ­გე­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, თუ იმ ქა­ლე­ბის რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბით, ვი­საც ჩად­რის ტა­რე­ბა და რე­ვე­რან­სის კე­თე­ბა ეხერ­ხე­ბა ან ეხა­ლი­სე­ბა, მა­შინ რო­გორ­მე აი­ტანთ სახ­ლში "სა­ო­ჯა­ხო ტი­რანს", თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქალი სა­ვა­რა­უ­დოდ მოკ­ლე ხან­ში აორ­თქლდე­ბა ლო­მუ­რი ის­ტე­რი­კის გა­მოვ­ლი­ნე­ბის პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მებ­ზე ამ მა­მა­კა­ცის ცხოვ­რე­ბი­დან. თქვენ მე­კი­თხე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლად რა დროს არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ის­ტე­რი­კა? ამის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია, იმი­ტომ რომ ცუ­ნა­მი ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა და­გა­ტყდეთ თავ­ზე. მა­გა­ლი­თად, მა­შინ, როცა აბა­ზა­ნა­ში კომ­ფორ­ტუ­ლად მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი ნე­ბივ­რობთ, ის კი უკვე მე­ო­რე შე­ტყო­ბი­ნე­ბას გწერთ და ამა­ოდ ელის თქვენ­გან პა­სუხს, ამა­სო­ბა­ში კი ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან თმა თან­და­თან უხუ­ჭუჭ­დე­ბა. პრინ­ციპ­ში, ლო­მე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ისე­დაც ტალ­ღო­ვა­ნი თმა აქვს. თუმ­ცა მი­მიხ­ვდით ალ­ბათ გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით ნათ­ქვამს. მოკ­ლედ, თუკი თავს მორ­ჩი­ლი ქა­ლე­ბის სი­ა­ში მო­ი­აზ­რებთ, და­ტეს­ტეთ იქ­ნებ მო­გე­წო­ნოთ კი­დეც "ლო­მუ­რი ის­ტე­რი­კა" და კი­დევ დიდ­ხანს შერ­ჩეთ ერ­თმა­ნეთს თქვენ და თქვე­ნი "ჯუნ­გლე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი".

    ქალ­წუ­ლი
    აი, ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცი ის ერ­თა­დერ­თი, უნი­კა­ლუ­რი ეგ­ზემპლა­რია, რო­მელ­საც თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს იქეთ და­მარ­თოს ის­ტე­რი­კა. იგი უზო­მოდ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი, დახ­ვე­წი­ლი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და ფრთხი­ლია. ალ­ბათ იტყვით, განა ასეთ მა­მა­კაც­ზე არ ოც­ნე­ბობს ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაო? არა, არა და არა. მისი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა პე­დან­ტიზ­მია, პუნ­ქტუ­ა­ლუ­რო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ როცა იგი ოთხის თხუთ­მეტ წუთ­ზე გი­ნიშ­ნავთ პა­ე­მანს, თქვენ ოთხის ოც წუთ­ზე მი­სულს ად­გილ­ზე აღარ დაგ­ხვდე­ბათ და სულ არ აინ­ტე­რე­სებს მას ე.წ. "ქა­ლუ­რი თა­ვის და­ფა­სე­ბე­ბი" და მი­თე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი დაგ­ვი­ა­ნე­ბის სინ­დრომ­ზე, რო­მელ­საც სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს სხვა მა­მა­კა­ცე­ბი დიდსუ­ლოვ­ნად პა­ტი­ო­ბენ. მისი დახ­ვე­წი­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი ჰალ­სტუ­ხის ფე­რის და თქვე­ნი ფრჩხი­ლის ლა­ქის ზუსტ შე­ხა­მე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს. მისი სიფრ­თხი­ლე კი გა­მუდ­მე­ბუ­ლი პა­რა­ნო­ი­აა არარ­სე­ბუ­ლი (მე­დი­ცინს სფე­რო­ში ჯერ არ­გა­მო­გო­ნი­ლი) და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ჰოდა, ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოქ­მუ­ლის შემ­დეგ, თუ თქვენ თა­ვად არ და­გე­მარ­თე­ბათ ის­ტე­რი­კის მწვა­ვე შე­ტე­ვა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას კი ბა­ტო­ნო, გზა ხსნი­ლია ქალ­წუ­ლი ზუს­ტად ის მა­მა­კა­ცია, ვინც თქვენ გჭირ­დე­ბათ.

    სას­წო­რი
    სას­წო­რი მა­მა­კა­ცი ბუ­ნე­ბით რბი­ლი, თა­ვა­ზი­ა­ნი და მო­სიყ­ვა­რუ­ლეა. ის იმ იშ­ვი­ათ მა­მა­კაც­თა რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ვის­თვი­საც ემო­ცი­ე­ბის მო­ფე­რე­ბით, ჩა­ხუ­ტე­ბით და ზოგ­ჯერ ენის მო­ჩლე­ქით გა­მო­ხატ­ვაც კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის გა­რან­ტი­ას არ აძ­ლევს მას, რომ საყ­ვა­რე­ლი ქალი მას­თან სა­მა­რად­ჟა­მოდ გაძ­ლებს. აი, სწო­რედ აქ იწყე­ბა სას­წო­რის ის­ტე­რი­კა. მისი ის­ტე­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა კი მარ­ტივ­ზე მარ­ტი­ვი საქ­მეა. გა­იხ­სე­ნეთ სას­წო­რის გა­მუდ­მე­ბით მერ­ყე­ვი ორი პინა, რო­მე­ლიც ხე­ლის შე­ხე­ბის­თა­ნა­ვე მრა­ვალ­სა­ა­თი­ან რყე­ვას იწყებს. ზუს­ტად იგი­ვე ემარ­თე­ბა სას­წორ მა­მა­კაცს, რო­მელ­საც საყ­ვა­რე­ლი ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტო­ვებს. მისი ჰარ­მო­ნი­უ­ლი სამ­ყა­რო რღვე­ვას იწყებს. შე­სა­ბა­მი­სად, ირ­ღვე­ვა მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წო­ნას­წო­რო­ბაც. რაც, რაღა თქმა უნდა, სა­ბო­ლო­ოდ მას ის­ტე­რი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვანს. რაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ სხვა დროს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და თა­ვა­ზი­ა­ნად მომ­ღი­მა­რი სას­წო­რი გარ­შე­მო მყო­ფებს სა­კუ­თა­რი "ბომ­ჟუ­რი" იმი­ჯით, გა­უ­პარ­სა­ვი წვე­რი­თა და ალ­კოჰო­ლის ამო­ნა­ორ­თქლით გა­ა­ოგ­ნებს. და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ სა­ნამ იგი არ იპო­ვის ახალ ობი­ექტს სა­კუ­თა­რი, რყე­ვა­შერ­ყე­უ­ლი პი­ნე­ბის და­სა­ბა­ლან­სებ­ლად.

    მო­რი­ე­ლი
    მო­რი­ე­ლე­ბი და­ბა­დე­ბი­დან კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ხედ­ვის უნა­რით არი­ან და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. ამი­ტომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ის­ტე­რი­კა­ში ჩაგ­დე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია. უფრო პი­რი­ქით, ის თა­ვად აგ­დებს ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას პა­ნი­კა­სა და ის­ტრი­კა­ში, შემ­დეგ კი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ხა­ლი­სობს ამით. მო­რი­ე­ლის საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ხომ ადა­მი­ა­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბაა. თუმ­ცა, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ მოკ­ვდავს, მო­რი­ელ მა­მა­კაც­საც გა­აჩ­ნია, მარ­თა­ლია, კარ­გად შე­ნიღ­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბი. მო­რი­ე­ლი იშ­ვი­ა­თი მე­სა­კუთ­რე და ეჭ­ვი­ა­ნია. ამი­ტომ ქალი, რო­მე­ლიც მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მი­დის მზად უნდა იყოს იმის­თვის, რომ მისი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სტა­ტუ­სი თა­ვი­სუ­ფა­ლი პი­როვ­ნე­ბი­დან, ვი­ღა­ცის "მფლო­ბე­ლო­ბით" შე­იც­ვლე­ბა. დიახ, დიახ განა სხვა სა­ხე­ლი ჰქვია მდგო­მა­რე­ო­ბას როცა მა­მა­კა­ცი აზ­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებს თქვენ გარ­შე­მო: დღის გან­რიგს, სა­მუ­შაო გრა­ფიკს, მე­გობ­რებს, მტრებს, ნა­თე­სა­ვებს, ყო­ფი­ლებს და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­საკ­ვი­რი არაა რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა მო­უნ­დეს სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კურ ქალს მო­რი­ე­ლის მარ­წუ­ხე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა. თუმ­ცა, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ თქვენ მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა მო­ა­ხერ­ხეთ, მო­რი­ელს მა­ინც ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე ეყო­ლე­ბით მხედ­ვე­ლო­ბის არე­ში და ყვე­ლა თქვენს ნა­ბიჯს გულ­მოდ­გი­ნედ გა­ა­კონ­ტრო­ლებს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ თქვენ ცხოვ­რე­ბა­ში უჩ­ვე­უ­ლოდ მო­ი­მა­ტებს მო­უ­ლოდ­ნე­ლი და ფა­ტა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი (მაგ. ქუ­ჩა­ში მშვი­დად მო­სე­ირ­ნეს თავ­ში ყვა­ვი­ლის ქო­თა­ნი და­გე­ცე­მათ, თქვე­ნი ჩავ­ლი­სას მო­უნ­დე­ბათ მუ­შებს კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის ლუ­კის ახდა და ა.შ.)

    მშვილ­დო­სანი
    მშვილ­დო­სა­ნი მა­მა­კა­ცი პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის მფარ­ვე­ლო­ბის ქვე­შაა, ამი­ტომ მისი ბუ­ნე­ბა და სი­ტყვა "ის­ტე­რი­კა" ერ­თმა­ნე­თის­გან ისე შორ­საა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო და სამ­ხრეთ აფ­რი­კა. მარ­თა­ლია, სა­ი­მი­სოდ რომ მას­ზე გაბ­რაზ­დეს ნე­ბის­მი­ერ სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს უამ­რა­ვი მი­ზე­ზი აქვს – და­წყე­ბუ­ლი არას­ტა­ბი­ლუ­რი ხა­სი­ა­თით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მისი გაზ­ვი­ა­დე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბით და ამაო და­პი­რე­ბე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით, მაგ­რამ მა­მა­კა­ცი მშვილ­დო­სა­ნი იმ უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­საც მყა­რად სჯე­რა, რომ შე­უც­ვლე­ლი ქა­ლე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ. უფრო მე­ტიც, იგი ხში­რად რამ­დე­ნი­მე იდე­ა­ლის დევ­ნა­საც ოს­ტა­ტუ­რად ახერ­ხებს ისე, რომ ამის გამო სინ­დი­სის ქენ­ჯნა ნაკ­ლე­ბად აწუ­ხებს. მან ხომ ზუს­ტად არ იცის, რო­მე­ლი ერთი აღ­მოჩ­ნდე­ბა "ის ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი" რომ­ლის პოვ­ნა­ზეც იგი მთე­ლი სი­ცო­ცხლე ოც­ნე­ბობ­და. მშვილ­დო­სა­ნი ბავ­შვუ­რი, იდე­ა­ლის­ტი და მე­ოც­ნე­ბეა. ამი­ტომ მისი საქ­ცი­ე­ლი ყო­ველ­თვის წა­ა­გავს ანცი თი­ნე­ი­ჯე­რის ქცე­ვას და რა ასაკ­შიც არ უნდა იყოს იგი, ამ­გვარ საქ­ცი­ელს ვერც ვე­რა­სო­დეს მო­იშ­ლის. ამი­ტომ ქალს, რო­მელ­საც მისი ხან­გრძლი­ვი ვა­დით "გა­მო­ჭე­რა" უნდა, დიდი მოთ­მი­ნე­ბა და ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­დე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ ეს მო­უს­ვე­ნა­რი არ­სე­ბა დიდი ხნით გა­ა­ბას მა­ხე­ში თუ არა­და გზა ხსნი­ლია. მშვილ­დო­სა­ნი ის­ტე­რი­კა­ში მა­ინც არა­სო­დეს ჩა­ვარ­დე­ბა თქვენ გამო. ამ­ქვეყ­ნად ხომ უამ­რა­ვი ლა­მა­ზი ქალი და­დის სრუ­ლი­ად მარ­ტო, მე­წყვი­ლის გა­რე­შე.

    თხის რქა
    ამ გა­რეგ­ნუ­ლად ამაყ, ჯმუხ და ყი­ნუ­ლის­სა­ხი­ან მა­მა­კაცს სი­ნამ­დვი­ლე­ში საკ­მა­ოდ რბი­ლი გული და სა­თუ­თი ნევ­რუ­ლი სის­ტე­მა გა­აჩ­ნია. თხის რქა სა­ტურ­ნის შვი­ლია. სა­ტურ­ნი კი ნე­ბის­მი­ერ მის გავ­ლე­ნა­ში მყოფს დეპ­რე­სი­ის მძი­მე ხუნ­დე­ბით აჯილ­დო­ებს. ამი­ტომ, რაც არ უნდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მდი­და­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი იყოს მა­მა­კა­ცი თხის რქა, ში­ნა­გა­ნად ყო­ველ­თვის გა­აჩ­ნია მას კომ­პლექ­სე­ბის ვრცე­ლი ნუს­ხა, რო­მელ­საც იგი გულ­მოდ­გი­ნედ მა­ლავს, მა­ნამ სა­ნამ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში რო­მე­ლი­მე დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლის შე­მოშ­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას და­უშ­ვებს. თუმ­ცა, ეს რომ მოხ­დეს, თხის რქა მა­ნამ­დე ამ უკა­ნას­კნელს ყვე­ლა სა­ხის "პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ შე­მოწ­მე­ბას" ჩა­უ­ტა­რებს. ვა­ი­და, ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტმა მისი იმე­დე­ბი ვერ გა­ა­მარ­თლოს. თუმ­ცა, შეც­დო­მე­ბის­გან და­ზღვე­უ­ლი არც ერთი მოკ­ვდა­ვი არ გახ­ლავთ, მათ შო­რის არც თხის რქა. ამი­ტომ ისეც ხდე­ბა, რომ იგი ე.წ. "ჩუმ ის­ტე­რი­კა­ში" ვარ­დე­ბა, როცა ცოლი მას სი­ძუნ­წის, ზედ­მე­ტი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ან უე­მო­ცი­ო­ბის გამო მი­ა­ტო­ვებს. თხის რქას არ უყ­ვარს გრძნო­ბე­ბის აფი­ში­რე­ბა, ამი­ტომ იგი ის­ტე­რი­კა­საც თა­ვის­თვის, ჯი­უ­ტი მდუ­მა­რე­ბით გა­და­ა­გო­რებს. თუმ­ცა ამ დროს მისი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა საგ­რძნობ­ლად და­ზი­ან­დე­ბა და სა­ტურ­ნუ­ლი დეპ­რე­სი­უ­ლო­ბა კი­დევ უფრო მე­ტად გა­იდ­გამს ფეს­ვებს მის გულ­ში. რაც, რაღა თქმა უნდა, მის მო­მა­ვალ პარტნი­ორს და­ა­ზა­რა­ლებს და ასე მო­მა­ვალ "ის­ტე­რი­კამ­დე".

    მერ­წყუ­ლი
    მა­მა­კა­ცი მერ­წყუ­ლი, მშვილ­დო­სა­ნი მა­მა­კა­ცის მსგავ­სად ის­ტე­რი­კის შე­ტე­ვე­ბით ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად იტან­ჯე­ბა. პი­რი­ქით, მას თა­ვად აქვს უნა­რი ის­ტე­რი­კამ­დე მი­იყ­ვა­ნოს ქალი, თუმ­ცა შემ­დეგ არც მისი და­წყნა­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. გა­საკ­ვი­რი რო­დია, რომ მერ­წყუ­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბი­ან ფსი­ქი­ატ­რე­ბი და ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტე­ბი. მათ ძა­ლი­ან მოს­წონთ ადა­მი­ა­ნე­ბის ემო­ცი­ურ რე­აქ­ცი­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და კვლე­ვა. ამას­თან ერ­თად, მერ­წყულს არა­სო­დეს მი­აჩ­ნია სა­ჭი­როდ ვინ­მეს წი­ნა­შე თავი იმარ­თლოს. შე­სა­ბა­მი­სად, ქალი, რო­მე­ლიც მის გვერ­დით აპი­რებს ყოფ­ნას, იმ ფაქტსაც უნდა იყოს შე­გუ­ე­ბუ­ლი რომ მისი მერ­წყუ­ლი მას არა­სო­დეს ჩა­ა­ყე­ნებს საქ­მის კურ­სში იმის თა­ო­ბა­ზე თუ რას, რა­ტომ და რო­დის აკე­თებს. მერ­წყუ­ლი ბუ­ნე­ბით ჰუ­მა­ნის­ტია, იგი ყო­ველ­თვის მზა­დაა დახ­მა­რე­ბის და მე­გობ­რო­ბის ხელი გა­უ­წო­დოს ნე­ბის­მი­ერს და­წყე­ბუ­ლი მე­ე­ზო­ვი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტამ­დე. თუ მისი ამ­გვა­რი "გუ­ლუხ­ვო­ბა" გა­ღი­ზი­ა­ნებთ და ისე­თი მა­მა­კა­ცი გირ­ჩევ­ნი­ათ, ვინც სა­კუ­თარ ფულს, ემო­ცი­ებ­სა და ძა­ლებს მხო­ლოდ და მხო­ლოდ თქვენ­ზე და­ხარ­ჯავს, და­მი­ჯე­რეთ, მერ­წყულ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას თქვენ თვი­თონ გექ­ნე­ბათ ის­ტე­რი­კა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი. იმი­ტომ რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კაცს არ შე­უძ­ლია ისეთ "ვიწ­რო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე" მო­ახ­დი­ნოს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია რო­გო­რი­ცაა – ოჯა­ხი და სახ­ლი.

    თევ­ზე­ბი
    თევ­ზი მა­მა­კა­ცი ემო­ცი­უ­რი, სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი და ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი პი­როვ­ნე­ბაა. იმ იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, როცა მისი პი­რა­დი რუკა ცე­ცხლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბი­თაა "გა­მაგ­რე­ბუ­ლი". ტი­პი­უ­რი თევ­ზი კა­ცის ის­ტე­რი­კა­ში ჩაგ­დე­ბა მარ­ტივ­ზე მარ­ტი­ვი საქ­მეა. უფრო მე­ტიც, იგი ამას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­კე­თებს, თევ­ზე­ბი ხომ ბუ­ნე­ბით მა­ზო­ხის­ტე­ბი არი­ან, თა­ნაც ასე ხომ მო­რი­გი სა­ბა­ბი გა­უჩ­ნდე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად "ჭი­ქის ასა­წე­ვად". ჰოდა, ასეთ სი­ა­მოვ­ნე­ბას რო­მე­ლი თავ­მოყ­ვა­რე თევ­ზი გა­უშ­ვებს ხე­ლი­დან? ეს, რა თქმა უნდა, ხუმ­რობთ, თუმ­ცა ცოტა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად რომ ვი­სა­უბ­როთ, მი­ზე­ზი იმი­სა რა­ტომ უნდა მო­უნ­დეს ქალს თევ­ზი მა­მა­კა­ცის მი­ტო­ვე­ბა ხში­რად არა­თუ საკ­მა­რი­სი, საკ­მა­რის­ზე ბევ­რად მე­ტია. და­წყე­ბუ­ლი მისი ინ­ფან­ტი­ლუ­რი ხა­სი­ა­თით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ში გა­ურ­კვევ­ლო­ბით. მას ხომ ახ­ლან­დე­ლი, ყო­ფი­ლი და მო­მა­ვა­ლი პარტნი­ო­რი ერ­თნა­ი­რად უყ­ვარს, რა ქნას თუ არც ერთი ეთ­მო­ბა და­სა­კარ­გად? იგი ხომ ძა­ლი­ან ხათ­რი­ა­ნია, ჰოდა, თუკი ოდეს­მე არა­ბი შე­ი­ხის ცო­ლო­ბა­ზე გი­ოც­ნე­ბი­ათ, შე­გიძ­ლი­ათ ჩათ­ვა­ლოთ, რომ მა­მა­კა­ცი თევ­ზი ამ ოც­ნე­ბას რე­ა­ლო­ბად გიქ­ცევთ. თუმ­ცა ამ ოც­ნე­ბას ბო­ნუ­სად აღ­მო­სავ­ლუ­რი ეგ­ზო­ტი­კა და მდიდ­რუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბი ნამ­დვი­ლად არ მოჰ­ყვე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    72 ნახვა
    23-05-2020, 00:50