X
GOGA.TV
13
ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - "თვის მთავარი საზრუნავი ფული იქნება"
  • ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - "თვის მთავარი საზრუნავი ფული იქნება"

    თვის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა იქ­ნე­ბა. თუ არ­სე­ბულ სამ­სა­ხურ­ში ხელ­ფა­სი არ გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, დროა მო­ძებ­ნოთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. აგ­რეთ­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ფულს სა­კუ­თარ გა­ნათ­ლე­ბა­ში, გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ა­ბან­დებთ, რათა კი­დევ უფრო აი­მაღ­ლოთ თქვე­ნი შრო­მის ფასი. ივ­ნის­ში ფუ­ლის სპონ­ტა­ნურ ფლან­გვას არ გირ­ჩევთ. უფრო მე­ტიც, თუ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და­გიგ­როვ­დათ, უმ­ჯო­ბე­სია, რა­ი­მე სარ­ფი­ან საქ­მე­ში და­აბ­ნა­დოთ. შან­სი გა­მო­გინ­დე­ბათ, რომ სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­როთ თქვენს სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბას და არ გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან.

    სწავ­ლა, სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი
    ივ­ნის­ში გაძ­ლევთ სწავ­ლის, ინ­ფორ­მა­ცი­ის მოგ­რო­ვე­ბის, თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბის შანსს. გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ ინ­ტე­რე­სი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და უცხო ენე­ბი­სად­მი. ად­ვი­ლად გა­ა­ბამთ ახალ ნაც­ნო­ბო­ბას. ზო­გი­ერთს ელის მივ­ლი­ნე­ბა. აგ­რეთ­ვე, გახ­შირ­დე­ბა მი­მოს­ვლა და მი­მო­წე­რა ნა­თე­სა­ვებ­თან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხის და-ძმებ­თან ან ახლო ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად და­ი­წყოს ახა­ლი ბიზ­ნე­სი ან ჩა­ერ­თოს მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბამ­დე კარ­გად გა­ე­ცა­ნით პი­რო­ბებს.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი
    ივ­ნის­ში მუ­შა­ო­ბა ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბის­თვის მო­გინ­დე­ბათ, რათა გარ­კვე­უ­ლი თან­ხით რა­ღაც შე­მა­ტოთ ან გა­ა­კე­თოთ ოჯახ­ში. საქ­მე­ე­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა სა­თა­ნა­დო დრო ვერ და­უთ­მოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, რის გა­მოც მის­გან საყ­ვე­დუ­რე­ბის მოს­მე­ნა ხში­რად მო­გი­წევთ. ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი სა­თა­ნა­დოდ არ გა­ფა­სებთ, არ ზრუ­ნავს თქვენ­ზე. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა სი­კე­თეს არ მო­უ­ტანს, თქვე­ნი მფარ­ვე­ლი პლა­ნე­ტა - ვე­ნე­რა კარგ პო­ზი­ცი­ა­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა კი შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტონ და ისიც იმი­ტომ, თა­ვი­ან­თი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ივ­ნის­ში სა­სარ­გებ­ლოა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში. სპორ­ტის გუნ­დუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად ბუ­ნე­ბა­ში. გა­უფრ­თხილ­დით ყელ­სა და სა­სუნ­თქ ორ­გა­ნო­ებს.

    ქა­ლე­ბი­სათ­ვის
    გაფრ­თხილ­დით, და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯის გამო შე­იძ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში გა­ეხ­ვი­ოთ. იყა­ვით თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ხვდე­ბით, რომ კონ­ფლიქ­ტი მწვავ­დე­ბა. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია სი­ურპრი­ზე­ბიც. შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ დიდი ხნის უნა­ხავ მე­გობ­რებს; მი­ი­ღოთ სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი.

    კა­ცე­ბი­სათ­ვის
    მე­ტად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი უნდა იყოთ, თუ კონ­კუ­რენ­ტე­ბის და­მარ­ცხე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა გსურთ. თვის და­სა­წყი­სი უფრო ხელ­საყ­რე­ლია აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბის­თვის. ამი­ტომ, გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი ნუ იჯ­დე­ბით. ივ­ნი­სის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში დას­ვე­ნე­ბის, ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნის სურ­ვი­ლი მო­გე­ძა­ლე­ბათ. ზო­გი­ერ­თი კი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მოქ­მნი­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბის აღ­მო­ფხვრით და­კავ­დე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    75 ნახვა
    3-06-2020, 00:46