X
GOGA.TV
13
ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის - "შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მი­ი­ღოთ"
  • ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის - "შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მი­ი­ღოთ"

    თვის და­სა­წყის­ში შე­ი­ძე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ ვი­ღაც გზღუ­დავთ, გა­გიჩ­ნდათ არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­აშ­კა­რავ­დეს თქვე­ნი სა­ი­დუმ­ლო. ეცა­დეთ, არ გა­ეხ­ვი­ოთ ინ­ტრი­გებ­ში, მო­ე­რი­დეთ იმ ხალ­ხს, ვინც თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ ჭო­რებს აა­გო­რებს. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მი­ი­ღოთ, ვი­საც მე­გობ­რად თვლი­დით. ივ­ნის­ში მო­ე­რი­დეთ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნას. სამ­სა­ხურ­ში - ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მოვ­ლე­ნას. აგ­რეთ­ვე, ხალ­ხის წი­ნა­შე გა­მოს­ვლას, ახა­ლი იდე­ე­ბის წარ­დგე­ნას.

    სწავ­ლა, სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი
    თვის და­სა­წყის­ში ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბას, ახ­ლობ­ლებ­თან მი­მო­წე­რის, გა­და­ად­გი­ლე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. გაფრ­თხილ­დით, არ გა­მო­ი­ტა­ნოთ ნაჩ­ქა­რე­ვი დას­კვნე­ბი, მო­ე­რი­დეთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გა­მას, პა­სუ­ხის გა­ცე­მას. გირ­ჩევთ, მეტი დრო და­უთ­მოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბას, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს უცხო ენის გაღ­რმა­ვე­ბა, ან იმ სფე­რო­ში უკეთ გარ­კვე­ვა, რო­მელ­შიც მოღ­ვა­წე­ობთ.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი
    ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი თქვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი მტე­რია. მან შე­იძ­ლე­ბა შე­გი­ზღუ­დოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­მის გამო გა­გი­ფუ­ჭოთ გან­წყო­ბა. ნუ ეც­დე­ბით მის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას. უბ­რა­ლოდ, მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას, ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დი მალე გა­და­ივ­ლის და ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, ახლა ფუ­ლის ფლან­გვის დრო არაა. უმ­ჯო­ბე­სია, არ შე­ი­ძი­ნოთ ფუ­ფუ­ნე­ბის ნივ­თე­ბი, - მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი. აგ­რეთ­ვე, სა­სურ­ვე­ლია, თუ სა­ფუ­ლე­სა და პი­რად ან­გა­რი­შებს უცხო თვალს მო­ა­რი­დებთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ივ­ნი­სის და­სა­წყი­სი­დან მოგ­ზა­უ­რო­ბის სურ­ვი­ლი მო­გე­ძა­ლე­ბათ. კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ, რომ გა­ეც­ნოთ უცხო კულ­ტუ­რას, შე­ის­წავ­ლოთ უცხო ენა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სუ­ლი­ერ პრაქ­ტი­კებს ან მის­თვის აქამ­დე უჩ­ვე­უ­ლო მე­თო­დებს მი­მარ­თოს ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად,

    ქა­ლე­ბი­სათ­ვის
    და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, გა­ერ­კვი­ეთ სა­კუ­თარ თავ­ში, სურ­ვი­ლებ­ში. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რისი მიღ­წე­ვა გსურთ მო­მა­ვალ­ში. ზო­გი­ერ­თის­თვის ივ­ნი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა. და­გეგ­მი­ლი მგზავ­რო­ბა კარ­გი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა. მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი შე­ა­მოწ­მოთ-გა­და­ა­მოწ­მოთ.

    კა­ცე­ბი­სათ­ვის
    მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი და მივ­ლი­ნე­ბა თვის და­სა­წყის­ში და­გეგ­მეთ. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ რთულ მოვ­ლე­ნებ­ში გარ­კვე­ვა და მათი გა­მოს­წო­რე­ბა. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­იძ­ლე­ბა მე­ტად მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­სა და მოვ­ლე­ნებს, რაც ადრე უმ­ნიშ­ვნე­ლო გეჩ­ვე­ნე­ბო­დათ. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, ყვე­ლას ნუ ენ­დო­ბით.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    125 ნახვა
    3-06-2020, 23:45