X
GOGA.TV
13
რა ელით მორიელებს ივნისში - "აღ­მოჩ­ნდე­ბით ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მო­გი­წევთ სხვი­სი ფუ­ლის გან­კარ­გვა"
  • რა ელით მორიელებს ივნისში - "აღ­მოჩ­ნდე­ბით ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მო­გი­წევთ სხვი­სი ფუ­ლის გან­კარ­გვა"

    ნუ გა­იკ­ვირ­დე­ბათ, თუ ივ­ნის­ში ხში­რად აღ­მოჩ­ნდე­ბით ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მო­გი­წევთ სხვი­სი ფუ­ლის გან­კარ­გვა (რაც თქვენ­გან მაქ­სი­მა­ლურ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბას მო­ი­თხოვს), წინ წა­მო­ი­წევს მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის თე­მე­ბი. პა­ტარ-პა­ტა­რა ცვლი­ლე­ბე­ბი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში გე­ლით, მაგ­რამ ნუ შე­შინ­დე­ბით (რო­გორც წესი, არც გე­ში­ნი­ათ და რაც უფრო რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხართ, მით მეტ ად­რე­ნა­ლინს გრძნობთ). მო­ი­მა­ტებს სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და გარ­შე­მო მყო­ფე­ბი­სად­მი მო­თხოვ­ნე­ბი. ბევ­რის მიღ­წე­ვის სურ­ვი­ლი გაქვთ და მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბიც არ და­ა­ყოვ­ნებს. ან შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ, პა­რა­შუ­ტით გად­მოხ­ტო­მა გა­და­წყვი­ტოთ.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი და სამ­სა­ხუ­რი
    თვის დას­წყის­ში ზო­გი­ერ­თი პრო­ფე­სი­ის შეც­ვლას გა­და­წყვეტს, ზოგი - სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბას ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას. მეტი დრო და­უთ­მეთ უცხო ენის შეს­წავ­ლას. შე­იძ­ლე­ბა სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლამ სა­ზღვარ­გა­რეთ მო­გი­წი­ოთ. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რი. მო­ე­რი­დეთ კა­მათს ადა­მი­ან­თან რე­ლი­გი­ურ-ფი­ლო­სო­ფი­ურ თე­მებ­ზე. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი არას­ტა­ბი­ლუ­რია, ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებს ამ პე­რი­ო­დის­თვის ნუ და­გეგ­მავთ.

    სიყ­ვა­რუ­ლი და ფი­ნან­სე­ბი
    დან­გრე­უ­ლი ან მი­ვი­წყე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბის ხში­რი გახ­სე­ნე­ბა კვლავ მო­გა­ყე­ნებთ ტკი­ვილს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას კე­დე­ლი აღუ­მარ­თოს და თა­ვის სამ­ყა­რო­ში არა­ვინ შე­უშ­ვას. თუმ­ცა, ამ მე­თო­დით ღრმა დეპ­რე­სი­ის გარ­და ვე­რა­ფერს მი­ი­ღებთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნონ, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებთ. ეცა­დეთ, მშვი­დად და გუ­ლახ­დი­ლად და­ე­ლა­პა­რა­კოთ მე­უღ­ლეს. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მი­უბ­რუნ­დეს ძველ საქ­მეს. ზოგს კი შე­იძ­ლე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი გა­უ­ნა­ხევ­რდეს.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    დროა, გა­მო­ნა­ხოთ ძალა, რომ და­ი­წყოთ ვარ­ჯი­ში და თქვე­ნი სხე­უ­ლი მწყობ­რში მო­იყ­ვა­ნოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე ვარ­ჯი­ში. აი­ყო­ლი­ეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ბავ­შვე­ბი. მეტი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მი­მართ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ გას­ტრი­ტი ან კუ­ჭის წყლუ­ლი გა­წუ­ხებთ.

    ქა­ლე­ბი­სათ­ვის
    გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოთ, და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი რომ და­ას­რუ­ლოთ. ბევრ მო­რი­ელს, ში­ნა­გა­ნი გან­ცდე­ბის გამო, გა­უ­ჭირ­დე­ბა საქ­მე­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

    კა­ცე­ბი­სათ­ვის
    აუჩ­ქა­რებ­ლად იმოქ­მე­დეთ, რათა კი­დევ უფრო მეტი შეც­დო­მა არ და­უშ­ვათ. მო­ე­რი­დეთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას. საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი დიდი სიფრ­თხი­ლით გა­ნი­ხი­ლეთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    109 ნახვა
    5-06-2020, 00:17