X
GOGA.TV
13
ივნისის 8 მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - რა უნდა ვიცოდეთ?
  • ივნისის 8 მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - რა უნდა ვიცოდეთ?

    ივ­ნი­სი - რითი იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი თვე? პირ­ველ რიგ­ში ის ვთქვათ, რომ ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ერთ თვე­ში გვექ­ნე­ბა ორი დაბ­ნე­ლე­ბა . ანუ, თით­ქმის მთე­ლი თვე ვიქ­ნე­ბით ე.წ. დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფან­ში . გა­ვუს­წრებ მოვ­ლე­ნებს და გე­ტყვით, რომ 5 ივ­ლისს ისევ ვე­ლო­დე­ბით მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას და ეცა­დეთ, ეს პე­რი­ო­დი - 5 ივ­ნი­სი­დან 5 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, პლუს-მი­ნუს 1-2 დღე მაქ­სი­მა­ლუ­რად მშვი­დად გა­ა­ტა­როთ, თუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა არ იქ­ნე­ბა, ახა­ლი საქ­მე­ე­ბი არ წა­მო­ი­წყოთ, არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ მო­ი­მოქ­მე­დოთ, ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბით და­კავ­დით.

    5 ივ­ნი­სი - მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა მშვილ­დოს­ნის მე-16 გრა­დუს­ში
    11 ივ­ნი­სი - მზე-ნეპ­ტუ­ნის კვად­რა­ტი
    რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი - 18 ივ­ნი­სი - 12 ივ­ლი­სი
    21 ივ­ნი­სი - მზის დაბ­ნე­ლე­ბა კირჩხი­ბის პირ­ველ გრა­დუს­ში
    რეტ­როგ­რა­დუ­ლი ნეპ­ტუ­ნი 23 ივ­ნი­სი - 29 ნო­ემ­ბე­რი , დაბ­რუ­ნე­ბა თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში
    25 ივ­ნი­სი - ვე­ნე­რა დი­რექ­ტუ­ლი (სწო­რად მა­ვა­ლი ხდე­ბა, ანუ რეტ­რო ფა­ზი­დან გა­მო­დის)
    მარ­სი - 28 ივ­ნი­სი - 2021 წლის 7 იან­ვა­რი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში იბო­ბოქ­რებს.
    30 ივ­ნი­სი იუ­პი­ტერ-პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბა

    რა ელით ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს 25 ივ­ნი­სამ­დე, როცა ფუ­ლი­სა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რე­ბის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა "უკან­მა­ვა­ლია"

    ახლა მზე ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­შია, აქ იქ­ნე­ბა 21 ივ­ნი­სამ­დე, სა­ნამ კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვა. მი­მო­წე­რა, მი­მოს­ვლა, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­მე­გობ­რე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა და სა­ყიდ­ლე­ბი იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. 7 აგ­ვის­ტომ­დე პლა­ნე­ტა ვე­ნე­რაც აქვე იქ­ნე­ბა და არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა. რო­გორც უკვე იცით, მთვა­რის კვან­ძე­ბი ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის ღერძზე გა­და­ვიდ­ნენ, მთვა­რი­სა და მზის დაბ­ნე­ლე­ბე­ბი და­ას­რუ­ლე­ბენ კირჩხი­ბი-თხის რქის ღერძზე დაბ­ნე­ლე­ბებს და გა­დავ­ლენ ტყუ­პი-მშვილ­დო­სან­ზე. იმი­სათ­ვის, რომ შე­იმ­სუ­ბუ­ქოთ სირ­თუ­ლე­ე­ბი, გა­და­ხე­დეთ სტა­ტი­ას, სა­დაც ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე გვქონ­და სა­უ­ბა­რი, წა­ი­კი­თხეთ პროგ­ნო­ზი თქვე­ნი ზო­დი­ა­ქო­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

    ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ყვე­ლას ცხოვ­რე­ბას რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლის - მომ­დევ­ნო 18 თვის პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნიშ­ნის­თვის

    ივ­ნი­სის პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნას 5-ში ვე­ლო­დე­ბით - მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო­ში, 23:12-ზე. მთვა­რე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩვენს ემო­ცი­ებ­თან და რე­აქ­ცი­ებ­თან, აგ­რეთ­ვე ჩვენს ოჯახ­თან და სა­ნა­თე­სა­ვოს­თან. ამი­ტომ, კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნეთ ამ სფე­რო­ებ­ში. დაბ­ნე­ლე­ბა­ზე თქვენ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ გათ­ვი­სუფ­ლდეთ იმ ყვე­ლაფ­რის­გან, რაც გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლა­ში გიშ­ლით ხელს.

    11 ივ­ნი­სი არის ის დღე, როცა მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ. ნეპ­ტუ­ნი კონ­ფლიქ­ტში შე­დის მზეს­თან. ნეპ­ტუ­ნი არის გა­ურ­კვევ­ლო­ბა და ტყუ­ი­ლე­ბი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვი­თომ სა­ჭეს მარ­თავთ ნის­ლი­ან ამინ­დში, რამ­ხე­ლა სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, ასე უნდა მო­იქ­ცეთ ამ დღე­საც, პლუს-მი­ნუს 1-2 დღე. თუმ­ცა, მშვე­ნი­ე­რი პე­რი­ო­დია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, - ხატ­ვა, მუ­სი­კა, ფო­ტოგ­რა­ფია... უყუ­რეთ სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მებს, კარ­გია არო­მა­თე­რა­პი­აც, გან­სა­კუთ­რე­ბით, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ბევ­რს უძი­ლო­ბა შე­ა­წუ­ხებს. აგ­რეთ­ვე, მო­გი­წო­დებთ, ამ პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად უარი თქვათ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა­ზე.

    მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­დე­ბა 18 ივ­ნისს და 12 ივ­ლისს გას­წორ­დე­ბა, მერ­კუ­რი კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში დაბ­რუნ­დე­ბა. იგი აქ თავს მა­ინ­ცდა­მა­ინც კარ­გად ვერ გრძნობს. გო­ნე­ბას ემო­ცი­ე­ბი ბინ­დავს. ნელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა. სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ჭი­ა­ნურ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, გირ­ჩევთ, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ნა­ძე­ნი 18 ივ­ნი­სამ­დე მო­ას­წო­როთ.

    21 ივ­ნისს, მზე­ბუ­დო­ბა­ზე ვე­ლო­დე­ბით მზის დაბ­ნე­ლე­ბას, კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში. რო­გორც წესი, მზის დაბ­ნე­ლე­ბა მა­მა­კა­ცებ­ზე უფრო ახ­დენს გავ­ლე­ნას (მთვა­რე - ქა­ლებ­ზე), ამი­ტომ და­აკ­ვირ­დით, რა მოხ­დე­ბა ერთი კვი­რით ადრე და გვი­ან. ამ სფე­რო­ებ­ზე მო­გი­წევთ მე­ტად აქ­ცენ­ტი­რე­ბა. კირჩხი­ბი არის ოჯა­ხის, დე­დის, ფეს­ვე­ბის ნი­შა­ნი და ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გმარ­თებთ. ამ პე­რი­ოდ­ში დას­რულ­დე­ბა ბევ­რი ის თემა, რო­მე­ლიც ბოლო წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რად­გან ეს კირჩხიბ­ში ბოლო დაბ­ნე­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

    რას გვი­პი­რებს ნეპ­ტუ­ნის რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა. რო­გორც წესი, უმაღ­ლე­სი პლა­ნე­ტე­ბი (ნეტ­პუ­ნი, პლუ­ტო­ნი), პი­რა­დად ჩვენ­ზე ნაკ­ლე­ბად, უფრო გლო­ბა­ლურ, მას­შტა­ბურ მოვ­ლე­ნებ­ზე აი­სა­ხე­ბი­ან. ნეპ­ტუ­ნი თევ­ზე­ბის ნი­შან­ში ბრუნ­დე­ბა, აქვე დაბ­რუნ­დე­ბა მერე მარ­სიც და შე­საძ­ლოა, ვირუ­სე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბი­სა და სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბე­ბის მომსწე­რე­ნი გავ­ხდეთ. ეს, რა თქმა უნდა, 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი პროგ­ნო­ზი არაა, მაგ­რამ ვა­რა­უ­დია და შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არ­სე­ბობს. გან­სა­კუთ­რე­ბით, მარ­სი-ნეპ­ტუ­ნის შე­ერ­თე­ბის დღე­ებ­ში. თუმ­ცა, აქვე იმა­საც გე­ტყვით, რომ ვირუ­სე­ბის აფეთ­ქე­ბა კირჩხიბ­ში შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო მსუ­ბუ­ქად მოხ­დეს, მაგ­რამ შე­მოდ­გო­მა­ზე, როცა მზე მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში გა­და­ვა უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მოვ­ლინ­დეს.

    25 ივ­ნი­სი­დან ვე­ნე­რა დი­რექ­ტუ­ლი გახ­დე­ბა და გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა გა­რეგ­ნო­ბის შეც­ვლა, ახა­ლი სა­მო­სის, აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ყიდ­ვა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უკეთ იგ­რძნობთ თავს.

    ვე­ნე­რა გას­წორ­დე­ბა და 28 ივ­ნისს მარ­სი გახ­დე­ბა სწრაფ­მოქ­მედ-სწრაფ­მა­ვა­ლი იგი საკ­მაო ხნით 2021 წლის 7 იან­ვა­რამ­დე გა­ჩერ­დე­ბა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში. ის, რაც მოხ­დე­ბა ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში, გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ჰპო­ვებს შე­მოდ­გო­მა­ზე. მარ­სი არის აქ­ტი­უ­რი და იმ­პულ­სუ­რი, ცე­ცხლო­ვა­ნია ვერ­ძიც, სა­დაც ის თა­ვის სახ­ლშია და ბა­ტო­ნი­ვით გრძნობს თავს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ო­ბა პე­რი­ო­დი 10 სექ­ტემ­ბრი­დან 14 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, როცა ის რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­დე­ბა. თა­ნაც, ამ პე­რი­ოდ­ში მარ­სი კონ­ფლიქ­ტუ­რად უპი­რის­პირ­დე­ბა პლა­ნე­ტებს: სა­ტურნს და პლუ­ტონს. იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი, შე­ზღუდ­ვე­ბი და აკ­რძალ­ვე­ბი. ფორს-მა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შეგ­ვიშ­ლის ხელს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ის, რაც გვსურს. არ გირ­ჩევთ ამ პე­რი­ოდ­ში აგ­რე­სი­ით, ძა­ლით მოქ­ცე­ვას, ან იმის მი­ტო­ვე­ბას, რა­საც ამ პე­რი­ო­დამ­დე აკე­თებ­დით. შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა წელს ვერა, მაგ­რამ მო­მა­ვალ წელს მი­ი­ღოთ. გა­იხ­სე­ნეთ პე­რი­ო­დი, 2018 წლის ზა­ფხულ­ში, როცა მარ­სი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იყო, რა მოხ­და ამ პე­რი­ოდ­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.

    და­ბო­ლოს, ვინ გახ­დე­ბა მი­ლი­ო­ნე­რი 2020 წელს. საქ­მე ისაა, რომ 30 ივ­ნისს ისევ გან­მე­ორ­დე­ბა მი­ლი­ო­ნე­რე­ბის ას­პექ­ტი - იუ­პი­ტერ-პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბა (ახლა ორი­ვე რეტ­როგ­რა­დულ ფა­ზა­ში იქ­ნე­ბა). კი­დევ ერთი ასე­თი შე­ერ­თე­ბა გვე­ლის 13 ნო­ემ­ბერს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პირ­ვე­ლი გვქონ­და წელს, 5 აპ­რილს.

    რას ნიშ­ნავს ეს?
    ეს არის უიშ­ვი­ა­თე­სი ას­პექ­ტი, რო­მე­ლიც 12 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა. ის ძი­რით­დად ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზი­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ის, რაც და­ი­წყეთ გა­ზა­ფხულ­ზე, დას­რულ­დე­ბა შე­მოდ­გო­მა­ზე და იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სამ­ყა­რო. გან­სა­კუთ­რე­ბულ გავ­ლე­ნას იგ­რძნო­ბენ ისი­ნი, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს­თან და ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან.

    პო­ზი­ტი­ურ და ბედ­ნი­ერ ივ­ნისს გი­სურ­ვებთ!

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    104 ნახვა
    6-06-2020, 00:31