X
GOGA.TV
13
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს მიიჩნევენ ქალები ყველაზე საუკეთესო საქმროდ და მეოჯახედ
  • ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს მიიჩნევენ ქალები ყველაზე საუკეთესო საქმროდ და მეოჯახედ

    ქა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მე­ო­რე ნა­ხევ­რის სა­ხით სა­ი­მე­დო და­საყ­რდენს და სტა­ბი­ლურ პარტნი­ორს ეძებს. და არ­სე­ბობს კი­დეც მა­მა­კა­ცე­ბის ისე­თი კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბი­დან­ვე გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მშვი­დი, სტა­ბი­ლუ­რი და სხვებ­ზე ზრუნ­ვის უნა­რით გა­მორ­ჩე­უ­ლია. ასეთ ადა­მი­ან­თან, რაღა თქმა უნდა, ოჯა­ხის შექ­მნაც სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­სურ­ვე­ლია. ას­ტრო­ლო­გებ­მა და­ად­გი­ნეს, თუ რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კა­ცებ­თან უჩ­ნდე­ბათ ყვე­ლა­ზე ხში­რად ქა­ლებს ოჯა­ხის შექ­მნის სურ­ვი­ლი.

    კურო - ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლუ­რი ნი­შა­ნია. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ძნე­ლად იღებს და არც თავ­და­ვი­წყე­ბამ­დე სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლია მოკ­ლე ვა­და­ში. სა­მა­გი­ე­როდ, თუკი ქალი შე­უყ­ვარ­და, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს სა­ი­მი­სოდ, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი კომ­ფორ­ტში აცხოვ­როს - რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ისე ემო­ცი­უ­რი კუ­თხით.

    გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პლუ­სი - არის ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი და მე­ო­ჯა­ხე ქმა­რი.

    კირჩხი­ბი - მთვა­რე. რო­მე­ლიც კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს მარ­თავს, ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მამ­რებს ანი­ჭებს უნი­კა­ლურ ნიჭს - მარ­ტი­ვად ეს­მო­დეთ ქა­ლე­ბის ენა. ამი­ტომ მა­მა­კა­ცი კირჩხი­ბი ქმრად, ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლის­თვის ჭეშ­მა­რი­ტი სა­ჩუ­ქა­რია. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი მის გა­და­მე­ტე­ბულ ეჭ­ვი­ა­ნო­ბას არ ჩავ­თვლით ნაკ­ლად იგი იდე­ა­ლუ­რად მო­ა­ხერ­ხებს ნე­ბის­მი­ერ ქალს შე­უქ­მნას მყუდ­რო და სტა­ბი­ლუ­რი ოჯა­ხუ­რი ატ­მოს­ფე­რო.

    გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პლუ­სი - არის უზო­მოდ კარ­გი მამა და დე­და­ზე უფრო უკეთ უვ­ლის შვი­ლებს.

    სას­წო­რი - რბი­ლი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი და ის, რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნი­შანს ქა­ლუ­რი პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა მარ­თავს, სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს უპი­რო­ბო სიმ­პა­თი­ით გა­ნა­წყობს სას­წო­რი მა­მა­კა­ცის მი­მართ. რო­გორც წესი, ასეთ კა­ცებს მომ­ხიბ­ვლე­ლი გა­რეგ­ნო­ბაც უწყობთ ხელს ქა­ლის გუ­ლის მო­ნა­დი­რე­ბა­ში. სას­წო­რი ლო­ი­ა­ლუ­რი ქმა­რი და გამ­გე­ბი­ა­ნი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რია. არა­სო­დეს ჩხუ­ბობს, არ ატე­რო­რებს ცოლს და ყო­ველ­თვის ცდი­ლობს ამ უკა­ნას­კნელ­თან შე­თან­ხმე­ბით აკე­თოს ყვე­ლა­ფე­რი.

    გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პლუ­სი - არის უზო­მოდ რო­მან­ტი­კუ­ლი, რის ხარ­ჯზეც წლე­ბის მე­რეც კი მას­თან ქორ­წი­ნე­ბა არ კარ­გავს მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა­სა და შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის ელე­მენ­ტებს.

    თხის რქა - წინ­და­ხე­დუ­ლი, ამ­ტა­ნი, პრინ­ცი­პუ­ლი და უზო­მოდ მშრო­მე­ლი მა­მა­კა­ცია. ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე, ამი­ტომ მის მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს შე­უძ­ლია ია­მა­ყოს პრო­ფე­სი­უ­ლად შემ­დგა­რი ქმრით, რო­მე­ლიც ამას­თა­ნა­ვე უზო­მოდ ერ­თგუ­ლი და მე­ო­ჯა­ხეც იქ­ნე­ბა. თხის რქა ემო­ცი­უ­რად ცი­ვია, თუმ­ცა ზრუნ­ვას და სიყ­ვა­რულს მე­უღ­ლი­სად­მი მის­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბის შექ­მნით აკომ­პენ­სი­რებს. მას არ ახა­სი­ა­თებს გრძნო­ბებ­ში ცვა­ლე­ბა­დო­ბა და ღა­ლა­ტის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. ამი­ტომ ქალს შე­უძ­ლია თა­მა­მად ენ­დოს და და­ეყ­რდნოს ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კაცს.

    გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პლუ­სი - იგი ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უფრო და უფრო სიმ­პა­თი­უ­რი ხდე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    126 ნახვა
    6-06-2020, 00:33