X
GOGA.TV
გმირი დედა, საუკეთესო ცოლი და უბადლო პროფესიონალი - ზოდიაქოს ყველაზე ყოჩაღი ქალები
  • გმირი დედა, საუკეთესო ცოლი და უბადლო პროფესიონალი - ზოდიაქოს ყველაზე ყოჩაღი ქალები

    ხში­რად ბევ­რი ქალი ვერ ახერ­ხებს, რომ ერ­თმა­ნეთს წარ­მა­ტე­ბუ­ლად შე­უ­თავ­სოს პრო­ფე­სი­უ­ლი სფე­რო და ოჯა­ხუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. თუმ­ცა, არი­ან ერ­თე­უ­ლე­ბი, ვი­საც ეს ნამ­დვი­ლად ხე­ლე­წი­ფე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის ენერ­გო­პო­ტენ­ცი­ალ­სა და მონ­დო­მე­ბა­ზე. რა­საც თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ ხში­რად ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი გა­ნა­პი­რო­ბებს...

    ვერ­ძი - პლა­ნე­ტა მარ­სი, რო­მე­ლიც ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს მარ­თავს, ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქა­ლებს ანი­ჭებს მებ­რძო­ლის ხა­სი­ათს, მა­მა­კა­ცურ აქ­ტი­უ­რო­ბას და მო­უს­ვენ­რო­ბას. ვერ­ძი ქა­ლის ენერ­გია მხო­ლოდ ოჯა­ხის­თვის ძალ­ზე ბევ­რია, ამი­ტო­მაც არის ხოლ­მე, რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხე­ბენ რო­გორც შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა/მოვ­ლას (ხში­რად მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნე­ბიც გვხვდე­ბი­ან მათ შო­რის) ასე­ვე პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში თა­ვის გა­მო­ჩე­ნას და დიდი სი­მაღ­ლე­ე­ბის და­პყრო­ბას. მე­ტიც, ვერ­ძის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში იგი აუ­ტან­ლად ან­ჩხლი და კა­პა­სი გახ­დე­ბა თუკი მისი ენერ­გია მხო­ლოდ ოჯახს მიღ­მა იქ­ნე­ბა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი.

    ქალ­წუ­ლი - ბუ­ნე­ბით მშრო­მე­ლი, დის­ციპ­ლი­ნი­სა და რე­ჟი­მის მოყ­ვა­რუ­ლი, სა­ოც­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ამი­ტომ ქალ­წუ­ლის­თვის უქ­მად ყოფ­ნა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე დიდი სას­ჯე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, ქალ­წუ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მთელ თა­ვის პო­ტენ­ცი­ალს დებს ხოლ­მე პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რაც ზოგ­ჯერ იწ­ვევს იმას, რომ იგი სა­ერ­თო­დაც არ ოჯახ­დე­ბა ან ოჯახ­დე­ბა ძა­ლი­ან გვი­ან. თუმ­ცა ოჯა­ხის ტვირ­თი სუ­ლაც არ შე­უშ­ლის ხელს ქალ­წულს ძვე­ლე­ბუ­რი მუ­ყა­ი­თო­ბით გა­აგ­რძე­ლოს სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა. უფრო მე­ტიც, იგი ერთი-ორად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და მონ­დო­მე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, როცა იცის, რომ საქ­მე მისი მო­მა­ვა­ლი ოჯა­ხი­სა და შვი­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას ეხე­ბა.

    თხის რქა - მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, ამა­ყი, პრინ­ცი­პუ­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლი ქა­ლია. იგი იშ­ვი­ა­თად ქმნის ოჯახს მსუ­ბუ­ქი ფლირ­ტის ან მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი რო­მა­ნის შემ­დეგ. მო­მა­ვალ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ყო­ველ­თვის გულ­დას­მით ირ­ჩევს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, რომ რჩე­უ­ლი არამ­ხო­ლოდ მის მო­თხოვ­ნებს, არა­მედ მისი ოჯა­ხის კრი­ტე­რი­უ­მებ­საც შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს. სამ­სა­ხუ­რი თხის რქის­თვის უმ­თავ­რე­სი სი­ა­მა­ყის წყა­რო და მო­ტი­ვა­ტო­რია, ამი­ტომ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლიც კი იგი დიდი შე­მარ­თე­ბით აგ­რძე­ლებს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას. ამა­ში ისიც ეხ­მა­რე­ბა, რომ კოს­მოს­მა მი­სის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი გა­სა­ო­ცა­რი სი­ბე­ჯი­თით, ამ­ტა­ნო­ბი­თა და მუ­ყა­ი­თო­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ქალი თხის რქის­თვის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის შე­თავ­სე­ბა პრობ­ლე­მა არც არა­სო­დეს იქ­ნე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    89 ნახვა
    8-06-2020, 00:34