X
GOGA.TV
8-15 ივნისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 8-15 ივნისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    8 ივნისი - მთვარე თხის რქაშია. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.
    კარგია - პედიკიური, პილინგი. არ გირჩევთ კბილების მკურნალობას, ნებისმიერ ჩარევას ძვლოვან სისტემაში.

    9 ივნისი - მთვარე მერწყულშია. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.

    11 ივნისი - მთვარე თევზებშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
    კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, წყლის პროცედურები. არ გადაღალოთ ფეხები, დაასვენეთ ტერფები. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.
    13 ივნისი - მთვარე ვერძშია. მოიმატებს
    მოძრაობის, აქტიურობის, რამის კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გმართებთ და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. უფრთხილდით ტრავმებს.


    ვერძი
    მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა იმედს გაგიცრუებთ. შეიძლება თავად ხართ ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიული ადამიანის მიმართ. თუ თავად შეყვარებული ხართ და ვარდისფერი სათვალე გიკეთიათ, ინტერესის ობიექტი მეგობარს გააცანით, მას მისი შეფასება არ გაუჭირდებას. დაქორწინებულებმა მეუღლესთან ერთად დიპლომატიურად მოაგვარეთ დაპირისპირება. უქმეები რომანტიკულად გაატარეთ.

    კურო
    თუ საოჯახო სირთულეების გადაჭრას პარტნიორთან ერთად შეუდგებით, ეს კიდევ უფრო შეგაკავშირებთ. ყურადღება არ მიაქციოთ პარტნიორის არასტაბილურ ქცევას. მოერიდეთ მასთან მწვავე თემებზე საუბარს, რამაც შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს თქვენ შორის. უქმეები მშვიდ გარემოში გაატარეთ. მარტოხელები მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.

    ტყუპი
    საქმეები ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ და პირადი ცხოვრებისთვის მოიცალეთ. პარტნიორთა ურთიერთობაში მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. უქმეები მხიარულად გაატარეთ. ზოგიერთს დაუგეგმავი შეხვედრა ელის. კვირის საუკეთესო დღეები კვირა და ოთხშაბათია.

    კირჩხიბი
    კვირის პირველ ნახევარში პირად ურთიერთობაში იდილია დაისადგურებს. ან თქვენ დაიღლებით და ყველაფერზე წუწუნს არ დაიწყებთ. მოეშვით ყველა ნათქვამში ქვეტექსტის ძებნას. მეუღლე უმნიშვნელო კეთილი საქმის გაკეთებისთვისაც კი შეაქეთ. შეიქმენით პოზიტიური განწყობა. უქმეები ოჯახთან ერთად ბუნებაში გაატარეთ. გაასეირნეთ ბავშვები.

    ლომი
    სასიყვარულო ავანტიურა კარგს არაფერს მოგიტანთ. გირჩევთ, გამიჯნოთ ერთმანეთისგან მეგობრობა, სიყვარული. აგრეთვე, არ გირჩევთ პირად ცხოვრებაში დაქალების ჩარევას. უქმეებზე ქალაქგარეთ დასვენების, ექსკურსიაზე წასვლის შესაძლებლობა მოგეცემათ.

    ქალწული
    ურთიერთდადანაშაულება კარგს არაფერს მოგიტანთ, ასე ურთიერთობას ვერ გადაარჩენთ, უფრო მეტად გაზრდით წარმოქმნილ ბზარს. სამსახურში ყურადღება გმართებთ. განსაკუთრებით, დოკუმენტებზე მუშაობისას. ნუ მიიტანთ სამსახურის პრობლემებს შინ. თუ მეგობრები არ გთხოვენ, რჩევებს ნუ გასცემთ. დაიწყეთ ვარჯიში, საღამოობით სუფთა ჰაერზე ისეირნეთ.

    სასწორი
    სიურპრიზებით (ხანდახან უსიამოვნო) აღსავსე კვირა გელით, ფრთხილად იყავით. მეტი ზრუნვა გმართებთ ოჯახის წევრებისა და შინაურების (შინაური ცხოველებიც იგულისხმება) მიმართ. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მას შეიძლება იდეების განსახორციელებლად თქვენი დახმარება დასჭირდეს.

    მორიელი
    განწყობის ცვლილების გამო დამოკიდებულებას ნუ გაიფუჭებთ გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან. მეტად უნდა ჩაერთოთ ოჯახურ საქმეებსა და მეუღლის პრობლემების მოგვარებაში. დაქორწინებულები მოერიდეთ ინტრიგებში გახვევასა და ახალი რომანის დაწყებას. განსაკუთრებით, კონსულტაციის სფეროს წარმომადგენლები.

    მშვილდოსანი
    საქმიანი მგზავრობა და კვირის ბოლოს ქალაქგარეთ მოგზაურობა გელით და ფრთხილად და დაკვირვებულად იყავით. დაქორწინებულები მოერიდეთ მეუღლესთან კამათს. იყავით ღიმილიანი და დიპლომატიური. მარტოხელებს კი ამ კვირაში ფლირტი და პაემანი კარგს არაფერს მოგიტანთ.

    თხის რქა
    დააკვირდით მოვლენებს თქვენ გარშემო და ყველაფრის ლოგიკური ახსნას მიაგნებთ. დაკვირვებულად და ლაკონიურად ისაუბრეთ. განსაკუთრებით, საქმიან პარტნიორებთან. საყვარელი ადამიანის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი და მკაცრი ხართ. მარტოხელები ნუ ხართ ზედმეტად მიმნდობები და ყველა ახალგაცნობილ მამაკაცში ოცნების პრინცს ნუ ხედავთ.

    მერწყული
    რაც უფრო პოზიტიური იქნებით, თქვენთვისაც კარგია, განწყობას გაიუმჯობესებთ და საქმეებიც უკეთ წაგივათ. მამაკაცები გააქტიურდებიან და ყველას მოუნდება თქვენთვის სიყვარულის ახსნა. არ იზარმაცოთ, ნუ გადადებთ აუცილებელ საქმეებს მომავლისთვის. აი, უქმეები კი მეუღლესთან ერთად გაატარეთ და მობილურიც კი გამორთეთ, რომ არავინ შეგაწუხოთ.

    თევზები
    მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ და გატეხილი გულის გამთელებაც გაგიჭირდებათ. არც მეუღლის გრძნობებით მანიპულირება მოგიტანთ სიკეთეს. აგრეთვე არ გირჩევთ დარდის ალკოჰოლში ჩახრჩობას. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სახლში ჰარმონიის შექმნას. არ გირჩევთ უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. მათ ბავშვებიც მოარიდეთ.

    წყარო: marao.ge
    121 ნახვა
    9-06-2020, 00:24