X
GOGA.TV
13
როგორ მოვხიბლოთ ზოდიაქოს ყველაზე ნაზი ქალი - რჩევები თევზი ქალის ხელში ჩასაგდებად
  • როგორ მოვხიბლოთ ზოდიაქოს ყველაზე ნაზი ქალი - რჩევები თევზი ქალის ხელში ჩასაგდებად

    მარ­თა­ლია, მა­მა­კა­ცე­ბის 99% თავს ქა­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ის მცოდ­ნე უბად­ლო ექ­სპერ­ტად მი­იჩ­ნევს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად რომ ვიმ­სჯე­ლოთ, ქა­ლის ჭეშ­მა­რი­ტი ბუ­ნე­ბა ძლი­ე­რი სექ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლელ ეგ­ზემპლა­რებს თუ ეს­მით, ისიც სა­ნა­ხევ­როდ. ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, ქა­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც მა­მა­კა­ცე­ბი, თორ­მეტ ძი­რი­თად ფსი­ქო­ტი­პად იყო­ფი­ან და იმის მი­ხედ­ვით, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ი­ბა­და ქალი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მისი ხა­სი­ა­თის და სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბის ამოც­ნო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მარ­ტივ­დე­ბა მა­მა­კა­ცის­თვის დიპ­ლო­მის დაც­ვა თე­მა­ზე "რა სურთ ქა­ლებს"...

    ასე რომ, ძვირ­ფა­სო მა­მა­კა­ცე­ბო, მოდი, გავ­შა­ლოთ კარ­ტი და გა­ვი­გოთ, რა მე­თო­დე­ბია სა­ჭი­რო ქა­ლის მო­სა­ხიბ­ლად, თუკი ზუს­ტად ვი­ცით ამ უკა­ნას­კნე­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი

    რო­გორ მოვ­ხიბ­ლოთ ქალი თევ­ზე­ბი
    მისი ნაზი, სა­თუ­თი და ერთი შე­ხედ­ვით უმ­წეო იმი­ჯის შემ­ხედ­ვა­რე ალ­ბათ ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია ის, თუ რა­ო­დენ ჭირ­ვე­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს ქალი სიყ­ვა­რულ­ში. რე­ა­ლუ­რად კი ზუს­ტა­დაც ასე გახ­ლავთ. ზო­გა­დად ქალი თევ­ზი, ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი ძალ­ზე ლო­ი­ა­ლუ­რი და შემ­წყნა­რებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მაგ­რამ როცა სა­კი­თხი მის პი­რად გრძნო­ბებს ეხე­ბა და ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რის შერ­ჩე­ვა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, იგი ხან­გრძლი­ვი ფიქ­რის შემ­დეგ გა­ა­კე­თებს არ­ჩე­ვანს – სა­უ­კე­თე­სო­ზე!

    სა­ი­მი­სოდ, რომ მისი კე­თილ­გან­წყო­ბა მო­ი­პო­ვოს, მა­მა­კაცს მო­ე­თხო­ვე­ბა სირ­ბი­ლე, გა­ლან­ტუ­რი მიდ­გო­მა, რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა და ტაქ­ტი. აგ­რე­სი­უ­ლი დევ­ნა ან ულ­ტი­მა­ტუ­მე­ბის ენით სა­უ­ბა­რი, ქალ­თევ­ზას მხო­ლოდ და­აფრ­თხობს და შე­საძ­ლოა, სა­მუ­და­მოდ შორ­საც და­ი­ჭი­როს თქვენ­გან თავი. ეს ქალი ბუ­ნე­ბი­თა და სუ­ლით ხე­ლო­ვა­ნია; შე­სა­ბა­მი­სად, თუ თქვენ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­რო­ებ­თან ისე ხართ რო­გორც დაბ­ნე­უ­ლი თხა ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ვეჭ­ვობ შან­სე­ბი გა­გაჩ­ნდეთ თევ­ზი ქა­ლის მო­სა­ხიბ­ლად. ინ­ტე­ლექ­ტი და ერუ­დი­ცი­ის მა­ღა­ლი დონე, ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ატ­რი­ბუ­ტია მისი მხრი­დან ინ­ტე­რე­სი­სა და სიმ­პა­თის და­სამ­სა­ხუ­რებ­ლად.

    სა­ი­მი­სოდ, რომ სიმ­პა­თია გა­უჩ­ნდეს მა­მა­კა­ცის მი­მართ, თევ­ზი ქალი პირ­ველ რიგ­ში უნდა ენ­დო­ბო­დეს მას. ნდო­ბა კი მის­თვის მხო­ლოდ ხან­გრძლი­ვი ნაც­ნო­ბო­ბის შემ­დეგ მო­დის. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი იგი სა­წყის ეტაპ­ზე მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბას გთა­ვა­ზობთ თქვე­ნი გრძნო­ბე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ეს ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა მისი მხრი­დან. თევ­ზი ქა­ლის­თვის ნდო­ბა მე­გობ­რო­ბის ხარ­ჯზე იწყე­ბა, ნდო­ბის შემ­დეგ კი უკვე სიყ­ვა­რუ­ლი მო­დის რო­გორც წესი.

    არა­სო­დეს სცა­დოთ მისი გრძნო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა სხვა ქა­ლებ­თან აშ­კა­რა ფლირ­ტის ან ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად პრო­ვო­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე. იგი, რა თქმა უნდა, იეჭ­ვი­ა­ნებს, მაგ­რამ ამ ფაქ­ტით სა­მუ­და­მო­ოდ და­ა­სა­მა­რებს ასე­ვე, თქვენ მი­მართ გა­ჩე­ნილ ნდო­ბა­სა და სიმ­პა­თი­ას.

    იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მას თქვენ მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი გრძნო­ბე­ბი გა­აჩ­ნია, შე­საძ­ლოა სა­წყის ეტაპ­ზე ერ­თგუ­ლე­ბის დონე სხვა­დას­ხვა სა­ხის ხრი­კე­ბი­თაც კი გა­და­ა­მოწ­მოს თქვენ­ში. მა­გა­ლი­თად, მომ­ხიბ­ვლე­ლი და­ქა­ლი მო­გიგ­ზავ­ნოთ საც­დუ­ნებ­ლად.

    თევ­ზი ქალი ბუ­ნე­ბით რბი­ლი და დე­ლი­კა­ტუ­რია, თუმ­ცა არამც და არამც უმ­წეო ან უსუს­რი. მას ძალა შეს­წევს იყოს თქვენ­თვის სუ­ლი­ე­რი თა­ნა­მო­აზ­რე, მე­გო­ბა­რი და საქ­მი­ა­ნი კომ­პა­ნი­ო­ნი თუ კი სი­ტუ­ა­ცია მო­ი­თხოვს ამას. ამას­თან ერ­თად, ყო­ველ­თვის ყოფ­ნის ტაქ­ტი გა­ჩუმ­დეს იქ, სა­დაც სა­ჭი­როა და მა­მა­კაცს დიდსუ­ლოვ­ნად აძ­ლევს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში წამ­ყვა­ნი პარ­ტი­ის თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბას. რაც და­მე­თან­ხმე­ბით, ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძლი­ე­რი სქე­სის­თვის სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    98 ნახვა
    11-06-2020, 00:29