X
GOGA.TV
ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის - "მარტივი, მხიარული ივლისი გელით"
  • ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის - "მარტივი, მხიარული ივლისი გელით"

    თვის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ში ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით ბავ­შვებ­ზე, გარ­თო­ბა­ზე, სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა ოჯახ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბას უფრო მეტი დრო და­უთ­მოთ, ვიდ­რე სამ­სა­ხურს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მარ­ტი­ვი, მხი­ა­რუ­ლი ივ­ლი­სი გე­ლით. ყო­ველ­დღი­ურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­საც კი სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ას­რუ­ლებთ. ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გან­წყო­ბას გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ, შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბიც კი და­გე­ბა­დოთ.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    თვის და­სა­წყის­ში შე­იძ­ლე­ბა გა­გირ­თულ­დეთ საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, სწავ­ლა, გარ­შე­მო მყო­ფებ­თან გა­გი­ჭირ­დეთ საქ­მე­ე­ბის წარ­მო­ე­ბა. არ და­გეგ­მოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. უმ­ჯო­ბე­სია, ეს დრო დას­ვე­ნე­ბას, ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნას და­უთ­მოთ. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს შეხ­ვდეს, რო­მე­ლიც მისი გზამ­კვლე­ვი, გური გახ­დე­ბა. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კა­რი­ე­რა­ში მოქ­მე­დე­ბის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მე­უღ­ლეს­თან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სიც კი წა­მო­ი­წყოს ან ნა­თე­სა­ვებს და­ეხ­მა­როს საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვე­ტენ ან ერ­თად და­ი­წყე­ბენ ცხოვ­რე­ბას. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით და ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მშობ­ლე­ბის ან ნა­თე­სა­ვის დახ­მა­რე­ბით. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბა კი გა­ა­ცა­ნით გუ­ლის სწო­რი მშობ­ლებს. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ მშობ­ლე­ბის ბი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა ან ახა­ლი ბინა შე­ი­ძი­ნოთ, რა­ზეც ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას ნა­თე­სა­ვე­ბის­გან მი­ი­ღებთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    აქ­ტი­უ­რი ხართ და ფი­ზი­კუ­რი ფორ­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ფული იშო­ვოს სხვე­ბის გა­ვარ­ჯი­შე­ბით. მო­ე­რი­დეთ ექ­სტე­მა­ლურ დი­ე­ტებს, ეს კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. ივ­ლი­სი კარ­გი თვეა სტო­მა­ტო­ლოგ­თან ვი­ზი­ტის­თვის და კბი­ლე­ბი­სა და ღრძი­ლე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის­თვის. ასა­კით უფ­როს­მა თევ­ზებ­მა ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ა­მახ­ვი­ლოთ ფა­რი­სებრ ჯირ­კვალ­ზე.

    ქა­ლე­ბის­თვის
    მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ იმ საქ­მი­ა­ნო­ბას, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ. ახ­ლობ­ლე­ბის­გან მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღებთ (ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სტი­მუ­ლი, ფული ან ბავ­შვე­ბის ცოტა ხნით და­ტო­ვე­ბა) და მოქ­მე­დე­ბაც გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ. ზო­გი­ერთს სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით, ახა­ლი ჰო­ბის ათ­ვი­სე­ბა. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში დიდი დაკ­ვირ­ვე­ბით მო­აგ­ვა­რეთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    ივ­ლი­სი უჩ­ვე­უ­ლო იდე­ე­ბის და­ბა­დე­ბის და ტვი­ნის "გახ­სნის თვეა". ან შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ სი­ტუ­ა­ცი­ას უჩ­ვე­უ­ლო კუ­თხი­დან შე­ხე­დოთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი უჩ­ვე­უ­ლო ქცე­ვით გარ­შე­მო მყო­ფე­ბის გა­ო­ცე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ასა­კით პა­ტა­რა თევ­ზებ­მა ეცა­დეთ, სა­ერ­თო ენა გა­მო­ნა­ხოთ ასა­კით უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან. მათ­გან ბევრ სა­ჭი­რო და­რი­გე­ბას მი­ი­ღებთ. რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა და თავ­გა­და­სა­ვა­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო და სი­ურპრი­ზე­ბით აღ­სავ­სე იქ­ნე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    57 ნახვა
    22-06-2020, 00:52