X
GOGA.TV
ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "ზოგიერთი თვის ბოლოს დაქორწინებას ან ნიშნობას გადაწყვეტს"
  • ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "ზოგიერთი თვის ბოლოს დაქორწინებას ან ნიშნობას გადაწყვეტს"

    სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც გახ­დე­ბა თქვენ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ით და­ინ­ტე­რეს­დეს, თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით გა­ა­პი­ა­როს. და­გა­ინ­ტე­რე­სებთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის აზრი თა­ვად თქვენ­ზე და თქვენ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან, ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი პარტნი­ო­რე­ბი გა­ი­ჩი­ნოს, ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად და­ი­წყოს რა­ღაც საქ­მე. სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ, ხში­რად შეხ­ვდეთ თქვენს მე­გობ­რებს. ზო­გი­ერ­თი თვის ბო­ლოს და­ქორ­წი­ნე­ბას ან ნიშ­ნო­ბას გა­და­წყვეტს.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ბის მი­ღე­ბა გე­ლით. გახ­სოვ­დეთ, რომ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი არ უნდა გქონ­დეთ, მი­მარ­თეთ პარტნი­ო­რებს დახ­მა­რე­ბის­თვის. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა კერ­ძო ბიზ­ნე­სი და­ი­წყოს და საკ­მა­ოდ სარ­ფი­ა­ნა­დაც. ხში­რად და­ეს­წა­რით რა­უ­ტებ­სა და წვე­უ­ლე­ბებს. ხან­და­ხან საქ­მი­ან პარტნი­ო­რებს არა­ფორ­მა­ლურ, მე­გობ­რულ გა­რე­მო­შიც შეხ­ვდით. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი გა­იც­ნოს ასეთ შეხ­ვედ­რა­ზე.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    ახალ სიყ­ვა­რულს შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ უჩ­ვე­უ­ლო ან სამ­სა­ხუ­რის გა­რე­მო­ში. უკვე და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბა ეცა­დეთ, არ იჩხუ­ბოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. სი­ჯი­უ­ტემ შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ გან­შო­რე­ბა მო­გი­ტა­ნოთ. ყვე­ლა სა­კი­თხი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­აგ­ვა­რეთ. მო­ი­მა­ტებს ხარ­ჯი და მზად იყა­ვით ამის­თვის. მთა­ვა­რია, ახ­ლობ­ლე­ბის სურ­ვი­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოთ და ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა მო­მა­ვა­ლი თვი­დან და­ი­წყეთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა კარ­გია, მაგ­რამ სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი ვარ­ჯი­შის­თვის ვერ მო­ი­ცა­ლოთ. სა­სურ­ვე­ლია, უქ­მე­ე­ბი ოჯახ­თან ერ­თად ქა­ლაქ­გა­რეთ, ბუ­ნე­ბა­ში გა­ა­ტა­როთ. თუმ­ცა, ჯან­მრთე­ლო­ბას ყუ­რა­დღე­ბას ნუ მო­აკ­ლებთ. მო­საფრ­თხი­ლე­ბე­ლია ძვლო­ვა­ნი სის­ტე­მა.

    ქა­ლე­ბის­თვის
    უამ­რა­ვი საქ­მე და­გიგ­როვ­დათ და ეცა­დეთ, არ და­იბ­ნეთ და პირ­ველ რიგ­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი მო­აგ­ვა­როთ. მო­ე­რი­დეთ სა­ყიდ­ლებს, გაფრ­თხილ­დით, არ და­კარ­გოთ ფული. მეტი დრო და­უთ­მეთ სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. დას­კვნებს ნუ გა­მო­ი­ტანთ, სა­ნამ ფაქ­ტე­ბით და­მოწ­მე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. გა­ერ­კვი­ეთ კო­ტაქ­ტებ­ში, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას თქვე­ნი გან­ზრახ დაბ­ნე­ვა უნდა.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა მო­ი­მა­ტებს და ყვე­ლა სირ­თუ­ლეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად გა­არ­თმევთ თავს. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ ივ­ლის­ში და­გეგ­მი­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ენ­დეთ ინ­ტუ­ი­ცი­ას, ყური და­უგ­დეთ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვებს. საქ­მი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლოდ წარ­მარ­თავთ. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა ფუ­ლის და­ბან­დე­ბა გა­და­წყვი­ტოს. ხში­რად მო­გი­წევთ წვე­უ­ლე­ბებ­ზე დას­წრე­ბა, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდე­ბით და ეცა­დეთ, გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    51 ნახვა
    22-06-2020, 00:54