X
GOGA.TV
ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - "გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო"
  • ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - "გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო"

    გახ­შირ­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი და-ძმებ­თან, ახლო ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­გობ­რებ­თან. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ არ­სე­ბუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი და ეცა­დეთ, და­ამ­ყა­როთ ახ­ლე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს; ზოგ­მა - კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი კურ­სე­ბი გა­ი­ა­როს. დახ­ვე­წეთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ ხე­ლე­ბით გი­წევთ მუ­შა­ო­ბა. გახ­შირ­დე­ბა თქვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ინ­ტერ­ნე­ტით მი­აგ­ნოთ და გა­ნა­ახ­ლოთ კავ­ში­რი დიდი ხნის უნა­ხავ ნა­თე­სა­ვებ­თან.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში სიმ­სუ­ბუ­ქეს იგ­რძნობთ მუ­შა­ო­ბის დრო­საც და გარ­შე­მო მყო­ფებ­თან კონ­ტაქ­ტის დრო­საც. წინა თვე­ში თით­ქოს გი­ჭირ­დათ სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა ახ­ლობ­ლებ­თა­ნაც კი. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა და-ძმე­ბის ბიზ­ნეს­ში ჩა­ერ­თოს, ან ერ­თად წა­მო­ი­წყოთ რა­ი­მე საქ­მე. ზო­გი­ერთს დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა და საქ­მე­ე­ბის გამო ახლო მან­ძილ­ზე გა­დად­გი­ლე­ბა გა­უხ­შირ­დე­ბა. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ გა­წყვე­ტი­ლი კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნა. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა მის­თვის სა­სარ­გებ­ლო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ა­წე­როს ხელი. სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, რომ მთე­ლი დღე ოფის­ში არ იჯ­დეთ და ისი­ნი თქვე­ნი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით შე­ას­რუ­ლოთ. ის­წავ­ლეთ ის, რა­ზეც ადრე დრო არ გყოფ­ნი­დათ. კარ­გი თვე და­უდ­გათ მწერ­ლებს, მათ შე­ეძ­ლე­ბათ მო­რი­გი შე­დევ­რი შექ­მნან.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. სა­მუ­შაო სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად ფულ­საც მო­გი­ტანთ. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. იყა­ვით ან­გა­რი­ში­ა­ნი, როცა საქ­მე ფუ­ლის ხარ­ჯვას შე­ე­ხე­ბა, თუმ­ცა, ივ­ლის­ში ოჯა­ხი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის სა­ჭი­რო და ლა­მაზ ნივ­თებს შე­ი­ძენთ. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს კარ­გი ხა­რის­ხის ავე­ჯი ან ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი. ეცა­დეთ, ათა­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ აი­კი­დოთ სა­კუ­თარ თავ­ზე და ცოტა დრო მა­ინც გა­მო­ნა­ხოთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის დროს მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად უნდა იყოთ, ნუ შე­ას­რუ­ლებთ თქვენ­თვის სა­შიშ ილე­თებს. თუ ახალ ვარ­ჯიშს გა­ა­კე­თებთ, მხო­ლოდ მწვრთნე­ლის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძი­ლის რე­ჟი­მი, ეცა­დეთ ხში­რად და სრულ­ფა­სოვ­ნად და­ის­ვე­ნოთ ხოლ­მე.

    ქა­ლე­ბის­თვის
    ძა­ლე­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნის თვეა. ხში­რად შეხ­ვდით და ესა­უბ­რეთ მე­გობ­რებს, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რონ. ფულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით. თვის ბო­ლოს სა­სი­ა­მო­ვო ამ­ბებს მი­ი­ღებთ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა და და­მე­გობ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­მო­გად­გე­ბათ კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ახალ პარტნი­ო­რებ­თა­ნაც და უფ­რო­სო­ბას­თა­ნაც. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ დიდი ხნის გეგ­მე­ბი, აის­რუ­ლოთ სურ­ვი­ლე­ბი. ივ­ლი­სი კარ­გი თვეა შინ სტუმ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბის­თვის და წვე­უ­ლე­ბებ­ზე და­სას­წრე­ბად. ად­ვი­ლად მი­იქ­ცევთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. ზო­გი­ერთს კი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბა ელის.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    51 ნახვა
    23-06-2020, 00:40