X
GOGA.TV
ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის - "სიყვარულისა და ვნების თვე დაგიდგათ"
  • ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის - "სიყვარულისა და ვნების თვე დაგიდგათ"

    თვის ძი­რი­თა­დი საზ­რუ­ნა­ვი ფული და უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა გახ­დე­ბა. ზო­გი­ერთს მო­უნ­დე­ბათ მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მათ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­გოს, გა­ზარ­დონ სა­კუ­თა­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ფასი. სა­ნამ რა­მეს მო­ი­მოქ­მე­დებ­დეთ, წი­ნას­წარ და­გეგ­მეთ, გათ­ვა­ლეთ, რათა მცი­რე უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბიც კი აი­რი­დოთ თა­ვი­დან. ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ისაა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი გსურთ და უპი­რა­ტე­სო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვანს უნდა მი­ა­ნი­ჭოთ. აგ­რეთ­ვე, უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვაც მო­გი­წევთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ. ნუ ენ­დო­ბით ყვე­ლას, გა­და­ა­მოწ­მეთ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი, ად­ვი­ლად შეძ­ლებთ ახა­ლი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას. შე­იძ­ლე­ბა სარ­ფი­ა­ნად გა­ი­ყი­დოს თქვე­ნი ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა ან ფული მო­გი­ტა­ნოთ თქვენ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ. ზოგი სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­ა­ფორ­მებს. მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ თქვენ­თვის და თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის კომ­ფორ­ტის შექ­მნას. ად­ვი­ლად შეძ­ლებთ ბიზ­ნეს იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. კარ­გი თვე ელით ლი­ტე­რა­ტუ­რის, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის, სა­რეკ­ლა­მო, პი­ა­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს. აგ­რეთ­ვე მათ, ვინც ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი ან ადა­მი­ა­ნებ­თან მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტით (მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო).

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი შარ­მი გარ­შე­მო მყო­ფე­ბის თვალ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით, - სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის. ივ­ლის­ში შე­იძ­ლე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის თვე­დაც კი გა­და­აქ­ცი­ოთ, თუ მო­ინ­დო­მებთ. ერ­თა­დერ­თი სირ­თუ­ლე ისაა, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში არ­ჩე­ვა­ნი მო­ი­მა­ტებს და ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის ერ­თგუ­ლე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბათ. ერ­თდრო­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნიც კი გა­ი­თა­მა­შოთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­ინ­დო­მოთ, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ქორ­წი­ნე­ბა. არ მის­ცეთ მე­უღ­ლეს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ერთი სი­ტყვით, ივ­ლი­სი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ვნე­ბის თვეა. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, ფული ყვე­ლაფ­რის­თვის საკ­მა­რი­სად გექ­ნე­ბათ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი შე­ი­ძი­ნოს, ან ფული სა­კუ­თარ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, იმი­ჯის შეც­ვლა­ში და­ა­ბან­დოს.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    გახ­შირ­დე­ბა თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, ხში­რად შეხ­ვდე­ბით მე­გობ­რებს, თა­ნა­მო­აზ­რე­ებს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა ივ­ლის­ში მოხ­ვდეთ ისეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სა­დაც ადრე არას­დროს ყო­ფილ­ხართ. მე­გობ­რებ­თან ერ­თად მო­გი­წევთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ფი­ზი­კუ­რად ჯან­მრთე­ლი და აქ­ტი­უ­რი ხართ. არა­ნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბის საფრ­თხე არ გე­ლით. ერ­თა­დერ­თი, გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა სექ­სუ­ა­ლურ­მა კავ­ში­რე­ბა ვე­ნე­რო­ლო­გის პა­ცი­ენ­ტი არ გაგ­ხა­დოთ.

    ქა­ლე­ბის­თვის
    ივ­ლი­სი სა­სი­ა­მოვ­ნო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი დამ­თხვე­ვე­ბით გა­გა­ხა­რებთ. ვარ­სკვლა­ვე­ბი თქვენ მხა­რეს არი­ან და გა­აქ­ტი­ურ­დით სამ­სა­ხურ­შიც, პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც. მე­გობ­რე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ან რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. გა­გი­ფარ­თოვ­დე­ბათ ინ­ტე­რეს­თა სფე­რო. გა­ი­ჩენთ ახალ ნაც­ნო­ბებს, რომ­ლე­ბის­განც ბევ­რს ის­წავ­ლით. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბის თვეა. დაგ­რო­ვილ საქ­მე­ებს, კო­ლე­გებ­თან შე­და­რე­ბით, სწრა­ფად და მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით. ზო­გი­ერ­თმა სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად შე­იძ­ლე­ბა წე­სე­ბი და­არ­ღვი­ოს. გაფრ­თხილ­დით! თუ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ხართ, ნუ გა­რის­კავთ. თვის ბო­ლოს გა­მო­ნა­ხეთ დრო ოჯა­ხის­თვის, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    68 ნახვა
    24-06-2020, 00:26