X
GOGA.TV
ვის არ უნდა ესესხოთ ფული, თუ არ გსურთ, რომ უარით გამოგისტუმრონ
  • ვის არ უნდა ესესხოთ ფული, თუ არ გსურთ, რომ უარით გამოგისტუმრონ

    ვი­ღაც იქ­ნებ გო­ნივ­რულ ეკო­ნო­მი­ას უწო­დებს ფი­ნან­სე­ბის მი­მართ ნაკ­ლებ ხელ­გაშ­ლი­ლო­ბას, ვი­ღა­ცის თვალ­ში კი მსგავ­სი ტი­პის ეკო­ნო­მი­უ­რი ადა­მი­ა­ნი სხვა არა­ფე­რია თუ არა წყალ­წა­ღე­ბუ­ლი ძუნ­წი. თქმა არ უნდა, და­უკ­ვირ­ვე­ბე­ლი მფლან­გვე­ლო­ბა არც ერთი ჩვენ­თა­გა­ნის­თვის არ მო­ი­ტანს და­დე­ბით შე­დეგს, მაგ­რამ სი­ძუნ­წეც არა­ნაკ­ლე­ბი "და­ა­ვა­დე­ბაა", რო­მელ­საც ობი­ექ­ტუ­რი ხედ­ვა და "მკურ­ნა­ლო­ბა" სჭირ­დე­ბა. ხში­რად ინ­დი­ვი­დი ვერც კი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ეკო­ნო­მია სი­ძუნ­წე­ში გა­და­ე­ზარ­და და გარ­შე­მო მყო­ფე­ბი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას სწო­რედ ამ თვი­სე­ბის გამო გა­ურ­ბი­ან. მო­დით, ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სიც მო­ვის­მი­ნოთ იმის შე­სა­ხებ და გა­ვარ­კვი­ოთ ზო­დი­ა­ქოს რო­მე­ლი ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იკა­ვე­ბენ თავს რო­გორც წესი სხვის­თვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კუ­თხით ხე­ლის გა­მარ­თვა­ზე

    მაშ ასე, ყვე­ლა­ზე ძუნ­წე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­ტრო­ლო­გე­ბი ქალ­წუ­ლებს 98%, კირჩხი­ბებს 87% და კუ­რო­ებს 80% მო­ი­აზ­რე­ბენ. ამას­თან, კირჩხი­ბი­სა და კუ­როს სი­ძუნ­წე რო­გორც წესი, იშ­ვი­ა­თად ვრცელ­დე­ბა ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ამი­ტომ როცა საქ­მე ოჯა­ხის წევ­რებს ეხე­ბა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მზად არი­ან სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა ბო­ლომ­დე გა­ა­ნი­ა­ვონ. ხოლო ქალ­წუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლა­დაა. ამ ხალ­ხს ზო­გა­დად ეკო­ნო­მი­უ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს და ხში­რად ხდე­ბა ისე, რომ სი­ძუნ­წის სე­ნით ისე ავად­დე­ბა ზო­გი­ერ­თი ქალ­წუ­ლი ამას თა­ვა­დაც ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს.

    კირჩხი­ბი და კურო სა­კუ­თარ მა­ტე­რი­ა­ლურ დოვ­ლათს გა­აზ­რე­ბუ­ლად უზი­ა­რებს სხვას. მათ­თვის უცხოა უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის ტენ­დენ­ცია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ სი­კე­თე მხო­ლოდ ახლო წრის ადა­მი­ა­ნე­ბის და ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ გა­მო­ავ­ლი­ნონ. თუმ­ცა კირჩხი­ბის შემ­თხვე­ვა­ში იგი ბოლო წუ­თამ­დე მო­იც­დის და სა­ნამ არ დარ­წმუ­დნე­ბა რომ სხვა ვე­რა­ვინ და­გეხ­მა­რე­ბათ მის მეტი, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ მა­ტე­რი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას.

    რაც შე­ე­ხე­ბა კუ­როს, მა­საც თა­ვი­სი გათ­ვლე­ბი აქვს ფულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამი­ტომ თუკი ისე მოხ­და, რომ ამ ადა­მი­ან­მა ხელი გა­გი­მარ­თლათ ფი­ნან­სუ­რი შე­ჭირ­ვე­ბის ჟამს, კე­თი­ლი ინე­ბეთ და გა­მორ­თმე­უ­ლი თან­ხა დათ­ქმულ დროს და­უბ­რუ­ნეთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კურო თქვენ­ზე გა­ნა­წყენ­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვალ­ში მის­გან დახ­მა­რე­ბას ამა­ოდ ელით.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    71 ნახვა
    25-06-2020, 00:38