X
GOGA.TV
ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელსაც ნამდვილი სიყვარულის უნარი აქვს
  • ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელსაც ნამდვილი სიყვარულის უნარი აქვს

    ალ­ბათ არ მო­ი­ძებ­ნე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ზე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ქალ­ში სხვა და­ნარ­ჩენ თვი­სე­ბებ­თან ერ­თად ერ­თგუ­ლე­ბის უნარს არ აყე­ნებს პირ­ველ ად­გილ­ზე. თუმ­ცა, რო­გორც ძლი­ე­რი, ისე სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში არ­სე­ბო­ბენ პო­ლი­გა­მი­ის­კენ და პი­რი­ქით, მო­ნო­გა­მი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნე­ბის­მი­ერს გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი ახ­სნა და ხედ­ვა იმი­სა, თუ რას ნიშ­ნავს მის­თვის ერ­თგუ­ლე­ბის ცნე­ბა. მა­ინც რო­მე­ლი ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქა­ლებს მი­იჩ­ნე­ვენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლე­ბად სიყ­ვა­რულ­ში?

    მო­რი­ე­ლი - მისი ხა­სი­ა­თის უმ­თავ­რე­სი თვი­სე­ბა მაქ­სი­მა­ლიზ­მია. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ის ფაქ­ტიც, თუ რა­ტომ არ აქვს ქალ მო­რი­ელს ხა­სი­ათ­ში ოქ­როს შუ­ა­ლე­დის დაც­ვის უნა­რი. მას ან სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარს მა­მა­კა­ცი, ან პი­რი­ქით – და­სა­ნა­ხა­ვად ეჯავ­რე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, თუ ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა იმ­დე­ნი შეძ­ლო, რომ ამ ქალს თავი ჭეშ­მა­რი­ტად შე­აყ­ვა­რა (რაც, მერ­წმუ­ნეთ ერ­თობ რთუ­ლი სა­კი­თხია), მო­რი­ე­ლი მის სიყ­ვა­რულს მა­ში­ნაც კი უერ­თგუ­ლებს, თუ ეს უკა­ნას­კნე­ლი ცო­ცხა­ლი აღარ იქ­ნე­ბა. მაქ­სი­მა­ლიზ­მი, რო­მე­ლიც ამ ქა­ლის ხა­სი­ათ­ში მძლავ­რობს, აძ­ლევს მას იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მი­უ­ხე­და­ვად უზო­მო სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბი­სა და მხურ­ვა­ლე ტემ­პე­რა­მენ­ტი­სა, ერთი კა­ცის ერ­თგუ­ლი იყოს წლე­ბის მან­ძილ­ზე თუ ეს ადა­მი­ა­ნი მთე­ლი გუ­ლით უყ­ვარს.

    თხის რქა - ერთი შე­ხედ­ვით ცივი, ძალ­ზე პრაგ­მა­ტუ­ლი და მერ­კან­ტი­ლუ­რი ქა­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. რა­ღაც დო­ზით დიახ, ალ­ბათ ასეა. მაგ­რამ გრძნო­ბე­ბის სა­კი­თხში თხის რქას ბა­და­ლი არ ჰყავს, როცა საქ­მე პარტნი­ო­რის ერ­თგუ­ლე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რას ეხე­ბა. ეს ის ქა­ლია, რო­მელ­საც ჭეშ­მა­რი­ტად შეს­წევს ძალა ქმრის­თვის ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს ერ­თდრო­უ­ლად იყოს ცო­ლიც, მე­გო­ბა­რიც, მხარ­დამ­ჭე­რიც და თა­ნა­მო­აზ­რეც. მას შე­უძ­ლია ვაჟ­კა­ცუ­რად გა­უმკლავ­დეს ნე­ბის­მი­ერ გან­საც­დელს, თუკი იცის, რომ ეს მის პარტნი­ორს და ოჯახს სჭირ­დე­ბა. ქალი თხის რქის ერ­თგუ­ლე­ბა ოჯა­ხი­სა და მე­უღ­ლის მი­მართ ფაქ­ტობ­რი­ვად წრე­გა­და­სუ­ლი და უსა­ზღვროა. ძალ­ზე ხში­რად მას ეს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დათ­მო­ბის ხარ­ჯზეც უწევს, მაგ­რამ ამ მხრივ იგი არა­სო­დეს და­ი­წუ­წუ­ნებს.

    ვერ­ძი - ერთი შე­ხედ­ვით ძალ­ზე ცვა­ლე­ბა­დი, იმ­პულ­სუ­რი და არამ­დგრა­დი მო­ჩანს. მაგ­რამ, როცა საქ­მე ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს ეხე­ბა, მას არა­ერთ ქალ­ზე მეტი თავ­გან­წირ­ვი­სა და სი­მა­მა­ცის უნა­რი აქვს. ქალი ვერ­ძი ზედ­მე­ტად გულ­მარ­თა­ლი ინ­დი­ვი­დია სა­ი­მი­სოდ, რომ ერ­თდრო­უ­ლად ორ ან სამ მა­მა­კაცს გა­უ­ბას ფლირ­ტი ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა. მას ტყუ­ი­ლი არ უყ­ვარს, არც ეხერ­ხე­ბა დი­დად. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი ვინ­მე შე­უყ­ვარ­და, გარ­შე­მო სხვა მა­მა­კა­ცე­ბი მარ­ტო­ო­დენ "ან­ტუ­რა­ჟის" ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლე­ბენ მის­თვის. ამ ქა­ლის ყვე­ლა­ზე დიდი ღირ­სე­ბა არის ის, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია კაცს იმე­დი მის­ცეს, მო­მავ­ლის რწმე­ნა გა­უღ­ვი­ვოს და რე­ა­ლუ­რად და­ა­ჯე­როს იმა­ში, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. რაც და­მე­თან­ხმე­ბით შე­უ­ფა­სე­ბე­ლი რა­მაა ბევ­რი მა­მა­კა­ცის შემ­თხვე­ვა­ში. ქალი, რო­მე­ლიც სტი­მულს აძ­ლევს მა­მა­კაცს, ხში­რად ხდე­ბა მის­თვის გა­ნუყ­რე­ლი თი­ლის­მა. შემ­თხვე­ვი­თი რო­დია ის ფაქ­ტი, რომ ვერ­ძი ქა­ლე­ბი არა­ერთ პო­ლი­ტი­კოსს უმ­შვე­ნე­ბენ გვერდს.

    წყა­რო: ambebi.ge/astrology/
    90 ნახვა
    27-06-2020, 00:39