X
GOGA.TV
ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელიც გვიან ასაკში პოულობს ნამდვილ სიყვარულს
  • ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელიც გვიან ასაკში პოულობს ნამდვილ სიყვარულს

    ალ­ბათ ხში­რად შეგ­ხვედ­რი­ათ ერთი შე­ხედ­ვით ლა­მა­ზი, ნა­კი­თხი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლად შემ­დგა­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი, რო­მელ­საც რა­ტომ­ღაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აქვს მა­ინ­ცდა­მა­ინც "ჩა­კე­ტილ წრედ" ქცე­უ­ლი. ას­ტრო­ლო­გი­უ­რად თუ შევ­ხე­დავთ ამ სა­კითხს, შე­საძ­ლოა აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ, რომ სუ­ლაც არ აღიქ­ვამს ბევ­რი მათ­გა­ნი მარ­ტო­ო­ბას კა­ტას­ტრო­ფად... და გვი­ან, მაგ­რამ მა­ინც ახერ­ხებს ასე­თი ქალი იპო­ვოს ნა­ნატ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა. მა­ში­ნაც კი, როცა მას სა­ერ­თოდ აღარც ეძებს...

    ვერ­ძი - ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს შო­რის ორგვარ ტი­პაჟს ვხვდე­ბით. ერ­თნი ძა­ლი­ან ად­რე­ულ ასაკ­ში ახერ­ხე­ბენ და­ო­ჯა­ხე­ბას, შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნას და რამ­დენ­ჯერ­მე გან­ქორ­წი­ნე­ბას... მე­ო­რე­ნი კი თავს მთლი­ა­ნად კა­რი­ე­რას უძღვნი­ან და საკ­მა­ოდ გვი­ან ასაკ­ში იც­ლი­ან დი­ა­სახ­ლი­სის რო­ლის მო­სარ­გე­ბად. ვერ­ძის­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბაა ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი ად­რე­ულ ასაკ­ში არ გა­თხოვ­და, იგი მაქ­სი­მა­ლუ­რად ეჯაჭ­ვე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბის წესს და სა­ბო­ლო­ოდ გო­ნივ­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით - აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­აზ­რე­ბუ­ლად ირ­ჩევს მა­მა­კაცს ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად.

    თხის რქა - მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­გორც წესი, სტუ­დენ­ტო­ბის ასაკ­ში, მხო­ლოდ სწავ­ლი­თა და სა­მო­მავ­ლო კა­რი­ე­რა­ზე ფიქ­რი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ თხის რქას, რო­მე­ლიც ნა­ად­რე­ვად და­ო­ჯა­ხე­ბას ჩქა­რობს. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი ბუ­ნე­ბით უზო­მოდ თავ­მოყ­ვა­რე­ე­ბი და ამა­ყე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, უღირს მა­მა­კაც­თან ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბას, ხში­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რი მარ­ტო­ო­ბა ურ­ჩევ­ნი­ათ. თუმ­ცა, მათი უმე­ტე­სო­ბა გვი­ან ასაკ­ში მა­ინც ახერ­ხებს შე­სა­ფე­რი­სი მე­წყვი­ლის პოვ­ნას. პრო­ფე­სი­უ­ლად შემ­დგა­რი, კა­რი­ე­რის­ტი მამ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლის სა­ხით.

    ლომი - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის სიმ­რავ­ლით, რაც არ უნდა გა­სა­ო­ცა­რი იყოს ბევ­რი ლომი ატა­რებს ცხოვ­რე­ბის დიდ ნა­წილს მარ­ტო. ამის მი­ზე­ზი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მო­მიჯ­ნა­ვე ნიშ­ნის - ქალ­წუ­ლის გავ­ლე­ნაა. რის ხარ­ჯზეც ქალ ლომს ზედ­მე­ტად მა­ღა­ლი აქვს თა­მა­სა მა­მა­კა­ცე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას. იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცე­ბი კი მო­გეხ­სნე­ბათ, ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბო­ბენ. ამი­ტომ რო­გორც კი ძუ ლომი ამ ფაქ­ტის რე­ა­ლუ­რო­ბას გა­აც­ნო­ბი­ე­რებს და ღრუბ­ლებ­ში ფრე­ნას მო­ეშ­ვე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ნა­ხე­ბა მის­თვის შე­სა­ფე­რი­სი კან­დი­და­ტუ­რა მრა­ვალ­რი­ცხო­ვან თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს შო­რის.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    66 ნახვა
    28-06-2020, 00:33