X
GOGA.TV
როდის უნდა იქორწინოთ წლის ბოლომდე, რომ ყველა უბედურება აირიდოთ და მტკიცე ოჯახი გქონდეთ - 2020 წლის საუკეთესო დღეები ქორწილისთვის
  • როდის უნდა იქორწინოთ წლის ბოლომდე, რომ ყველა უბედურება აირიდოთ და მტკიცე ოჯახი გქონდეთ - 2020 წლის საუკეთესო დღეები ქორწილისთვის

    ქორ­წი­ლის დღის გა­მოთ­ვლა მე­უღ­ლის არ­ჩე­ვა­ზე ანაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ქორ­წი­ნე­ბა უნდა შედ­გეს წყვი­ლის­თვის ბედ­ნი­ერ დღეს, რათა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბედ­ნი­ე­რად გა­ა­ტა­რონ, გან­ვი­თარ­დნენ, გამ­დიდ­რდნენ და გამ­რავ­ლდნენ.

    შე­იძ­ლე­ბა თუ არა ქორ­წი­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბა ნა­კი­ან წე­ლი­წად­ში?
    რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2020 წელი ვირ­თხის წელი ნა­კი­ა­ნია. ძვე­ლად მი­აჩ­ნდათ, რომ და­ო­ჯა­ხე­ბა არ იყო სა­სურ­ვე­ლი, თუ წელი კენტდღი­ა­ნი იყო. მაგ­რამ ას­ტრო­ლო­გია ასე­თი კა­ტე­გო­რი­უ­ლი არაა. თუმ­ცა, შე­გახ­სე­ნებთ, რომ თეთ­რი მე­ტა­ლის ვირ­თხა მი­ზან­მი­მარ­თულ, ენერ­გი­ულ და აქ­ტი­ურ ადა­მი­ა­ნებს მფარ­ვე­ლობს, ვინც ძი­რი­თა­დად აქ­ცენტს კა­რი­ე­რა­სა და ბიზ­ნეს­ზე აკე­თე­ბენ. თუმ­ცა, არც ქორ­წი­ნე­ბა და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნაა (გამ­რავ­ლე­ბა) ვირ­თხის­თვის უცხო. სხვა­თა შო­რის, ევ­რო­პის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სწო­რედ ნა­კი­ან წელს სთხო­ვენ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მა­მა­კა­ცებს და­ო­ჯა­ხე­ბას და ამ უკანსკნე­ლებს უა­რის თქმის უფ­ლე­ბა არა აქვთ.

    რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ქორ­წი­ნე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო დღე?
    ყვე­ლა­ზე კარ­გი ვერ­სი­აა, კონ­კრე­ტუ­ლი დღე ას­ტრო­ლოგ­მა შე­გირ­ჩი­ოთ, მაგ­რამ თუ მას­თან ვი­ზი­ტი არ გსურთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ:

    1. ქორ­წი­ლის დღე უნდა და­ამ­თხვი­ოთ მზარ­დი მთვა­რის პე­რი­ოდს. არ და­ამ­თხვი­ოთ ახალმთვა­რე­ო­ბას ან სავ­სემ­თვრე­ო­ბას. აგ­რეთ­ვე, არც მზის ან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას.

    2. მყა­რი იქ­ნე­ბა ოჯა­ხი, თუ ქორ­წი­ლის დღეს მთვა­რე იქ­ნე­ბა სას­წო­რის, კუ­როს ან კი­ჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო­ში. კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ, თუ ქორ­წი­ლის დღეს მთვა­რე იქ­ნე­ბა ვერ­ძის ან ლო­მის ნი­შან­ში. არც მერ­წყუ­ლი მო­გი­ტანთ სი­კე­თეს.

    3. ეცა­დეთ, ქორ­წი­ლის დღე არ და­ემ­თხვეს მთვა­რის მე­სა­მე, მე­ხუ­თე, მერ­ვე, მე­ცხრე, 13-15, 18, 19, 23 , 25 და 29 დღე­ებს. სა­სურ­ვე­ლია, დღის გა­მო­სათ­ვლე­ლად ნუ­მე­რო­ლო­გი­ას მი­მარ­თოთ, სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­უ­კე­თე­სო დღეს თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­გირ­ჩევთ.

    გარ­და მთვა­რი­სა ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა. ეცა­დეთ, რომ არ და­ქორ­წინ­დეთ მის რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ზე.

    სა­უ­კე­თე­სო თვე ქორ­წი­ნე­ბის­თვის
    თუ ქორ­წი­ნე­ბას ივ­ლის­ში აპი­რებთ, კარ­გი დღე­ე­ბია 26 და 31. ძვე­ლად მი­აჩ­ნდათ, რომ ივ­ლის­ში შექ­მნილ ოჯა­ხებს ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბა გვერდს უვ­ლის.

    აგ­ვის­ტო­ში - 3, 23, 30 და 31. ხოლო 8 და 18 აგ­ვის­ტოს არა­ფე­რი და­გეგ­მოთ. ამ­ბო­ბენ, აგ­ვის­ტო­ში შექ­მნი­ლი ოჯა­ხი რო­მან­ტი­კი­თა და სი­ნა­ზით იქ­ნე­ბა აღ­სავ­სეო.

    სექ­ტემ­ბერ­ში ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ 18-ს და თვის ბოლო პე­რი­ოდს. გარ­და 27-ისა. სექ­ტემ­ბე­რი მშვიდ, ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას გპირ­დე­ბათ.

    ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში ქორ­წი­ნე­ბას არ გირ­ჩევთ. კარ­გი დღე­ე­ბია 18, 26 და 30. ოქ­ტომ­ბრში შექ­მნილ ოჯახ­ში ჰარ­მო­ნია და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და­ი­სად­გუ­რებს.

    ნო­ემ­ბერ­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ა­წუ­ხებთ. დღე­ე­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ - 20, 22, 27 და 29.

    იღ­ბლი­ა­ნი იქ­ნე­ბა ქორ­წი­ნე­ბა, თუ და­ნიშ­ნავთ 20, 21, 25 ან 27 დე­კემ­ბერს.

    დამ­თხვე­ვე­ბი თა­რიღ­ში
    თუ რი­ცხვე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს ამ­ჟღავ­ნებთ, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა შემ­დეგ თა­რი­ღებს: 07.07. 2020; 09.09.2020; 10.10.2020; 11.11.2020 ან 12.12.2020. ან ასეთ ვა­რი­ანტს: 20.07.2020; 20.08.2020; 20.09.2020; 20.10.2020; 20.11.2020 ან 20.12.2020.

    გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ კა­ლენ­დარ­ში არ­სე­ბობს ლა­მა­ზი დღე­ას­წა­უ­ლის დღე­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, ჩა­ხუ­ტე­ბის, კოც­ნის, ოჯა­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე­ე­ბი. მო­ე­რი­დეთ ქორ­წი­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბას მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში და სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე.

    რას მო­გი­ტანთ ქორ­წი­ნე­ბა 2020 წელს თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით?

    ვერ­ძი
    ხში­რი რო­მან­ტი­კუ­ლი გა­ტა­ცე­ბე­ბის მი­მართ დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ სა­კუ­თარ არ­ჩე­ვან­ში, პარტნი­ო­რის გრძნო­ბებ­ში?

    კურო
    თქვენ გა­აზ­რე­ბუ­ლი და სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხართ, ეჭვი არ შე­გე­პა­როთ, რომ სა­ბე­დოს­თან მყარ კავ­შირს შექ­მნით.

    ტყუ­პი
    ახალ­გაც­ნო­ბილ­თან ქორ­წი­ნე­ბას ნუ იჩ­ქა­რებთ. უკეთ უნდა გა­იც­ნოთ ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ დიდი ხნის სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან ქორ­წი­ნე­ბის გა­ფორ­მე­ბა არ გეკ­რძა­ლე­ბათ.

    კირჩხი­ბი
    ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბა გე­ლით, თუ პარტნი­ო­რის გულ­წრფელ გრძნო­ბებ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ.

    ლომი
    ას­ჯერ და­ფიქ­რე­ბა გმარ­თებთ, სა­ნამ ქორ­წი­ნე­ბას ვირ­თხის წე­ლი­წად­ში გა­ა­ფორ­მებთ.

    ქალ­წუ­ლი
    თუ ქორ­წი­ნე­ბა გუ­ლით კი არა გო­ნე­ბით გა­და­წყვი­ტეთ, მო­გი­ლო­ცავთ. სა­სურ­ვე­ლია, გრძნო­ბე­ბი დრო­ით გქონ­დეთ გა­მოც­დი­ლი.

    სას­წო­რი
    თუ გუ­ლით და გო­ნე­ბით ხართ ადა­მი­ან­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი, იქორ­წი­ნეთ.

    მო­რი­ე­ლი
    და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა არ გჩ­ვე­ვი­ათ, ამი­ტომ, თუ ძა­ლი­ან გსურთ, ღო­ნის­ძი­ე­ბას ნუ გა­და­დებთ.

    მშვილ­დო­სა­ნი
    ახალ­გაც­ნო­ბილ­თან ვირ­თხის წელ­ში და­ქორ­წი­ნე­ბას არ გირ­ჩევთ. უკვე არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი კი ერთი წლი­თაც მო­იც­ლის ოფი­ცი­ა­ლურ და­კა­ნო­ნე­ბას.

    თხის რქა
    პრაქ­ტი­კუ­ლი ხართ და ოჯახს უფრო ან­გა­რი­შით შექ­მნით, ვიდ­რე ვნე­ბებს აყო­ლი­ლი. უკე­თე­სი პე­რი­ო­დი შე­არ­ჩი­ეთ ქორ­წი­ნე­ბის­თვის. ეს წელი კი კა­რი­ე­რულ წინსვლას და­უთ­მეთ.

    მერ­წყუ­ლი
    რაღა მა­ინ­ცდა­მა­ინც წელს უნდა იქორ­წი­ნოთ?

    თევ­ზე­ბი
    ქორ­წი­ნე­ბა იღ­ბლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, თუ მე­უღ­ლედ იმ ადა­მი­ანს შე­არ­ჩევთ, ვის­თა­ნაც დიდი ხნის კავ­ში­რი გაქვთ შექ­მნი­ლი. სპონ­ტა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის­თვის და მო­უ­ლოდ­ნე­ლი რო­მან­ტი­კის­თვის ვირ­თხის წელი არ ვარ­გა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    53 ნახვა
    29-06-2020, 00:25