X
GOGA.TV
რაზე მეტყველებს წელიწადის დრო, როდესაც დაიბადეთ?
  • რაზე მეტყველებს წელიწადის დრო, როდესაც დაიბადეთ?

    ზაფხული, ზამთარი, გაზაფხული თუ შემოდგომა? სეზონი, როცა დავიბადეთ, განსაკუთრებული თვისებებით გვაჯილდოებს.

    წელიწადის ყველაზე ცხელ პერიოდში კეთილი, გულისხმიერი, გამგები ადამიანები იბადებიან. მეწვრილმანეებსა და ცინიკურებს მათ ვერ ვუწოდებთ. გულუხვი, ოპტიმისტურად განწყობილი, პოზიტიური ნატურები არიან. მათ ახასიათებთ ზედმეტი ემოციურობა. კრიტიკას ვერ იტანენ. ახლობლებს ხშირად უშლიან ნერვებს.

    მიზანმიმართულები არიან და კარიერაში წარმატებას აღწევენ. მათთვის მნიშვნელოვანია ფული და სოციალური სტატუსი. აქტიურები და სექსუალურები არიან საწოლში.

    ბრძენი და დიპლომატიური ადამიანები შემოდგომაზე იბადებიან. აუჩქარებლად მოქმედებენ; აანალიზებენ თითოეულ ნაბიჯს. კონსერვატიული შეხედულებები აქვთ და
    ავანტიურა არ იზიდავთ. იშვიათად აქვთ კონფლიქტი. ყველაზე მეტად აფასებენ სტაბილურობას. სულიერებაზე წინ მატერიალურ ჯილდოს აყენებენ. გაზაფხულზე დაბადებული ქალები კულინარიული ნიჭით არიან დაჯილდოებულები.

    ზამთარში სხვადასხვა ტალანტით დაჯილდოებული და სულიერად ძლიერი ადამიანები იბადებიან. ქალები ძლიერები, მიზანმიმართულები, უშიშრები, ჯიუტები, შრომისმოყვარეები არიან და მამაკაცურად აზროვნებენ. სიძლიერით გამოირჩევიან ფიზიკურადაც და სულიერადაც. ამ თვისებების წყალობით კარიერაში წარმატებებს აღწევენ. შემოქმედებითი ნატურები დეკემბრის დასაწყისში და თებერვლის ბოლოს იბადებიან. უყვართ განმარტოება, კომფორტი. მათგან სინაზეს ნუ ელით, ვნების უმნიშვნელო გამოხატვაც კი გრძნობების ცეცხლოვან გამოვლინებას იწვევს. მათთან ერთად საწოლში "დაგცხებათ".

    ნიჭიერი, რომანტიკული და შემოქმედებითი ნატურები გაზაფხულზე იბადებიან. მათთვის მნიშვნელოვანია, ცხოვრების მეგზურად საიმედო მამაკაცი აირჩიონ, იგრძნონ მისი მხარდაჭერა. არ შეუძლიათ ინიციატივის გამოვლენა, ადამიანებზე უფროსობა. ურჩევნიათ, არსებულ ვითარებას მოერგონ. უყვართ კომპლიმენტები და საჩუქრები. კარგი ორატორები და ჭორიკნები არიან. სექსუალურ ცხოვრებაში ტაბუ და აკრძალვა მათთვის არ არსებობს. უყვართ ეროტიკული ექსპერიმენტები.

    წყარო: marao.ge
    73 ნახვა
    29-06-2020, 00:30