X
GOGA.TV
ზოდიაქოს 5 ნიშნის ქალი, რომლებსაც მარტოობა ემუქრებათ
  • ზოდიაქოს 5 ნიშნის ქალი, რომლებსაც მარტოობა ემუქრებათ

    ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი რჩება მარტო?

    კურო
    კურო ქალი მდიდარ ქმარზე ოცნებობს. რაც უფრო მეტი ღირსება აქვს ქალს, მით უფრო მეტი მოთხოვნილება უჩნდება მამაკაცის მიმართ. ამიტომ ის წინასწარ აკვირდება, შეუძლია თუ არა მამაკაცს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. თუ აღმოაჩენს, რომ მამაკაცის შესაძლებლობები არ პასუხობს მის მოთხოვნილებებს, მაშინ უარს ამბობს მასთან დაოჯახებაზე. შედეგად კი კურო ქალები კიდევ დიდხანს რჩებიან იძულებით მარტოობაში.

    ტყუპები
    ამ ნიშნის ქალები ძალიან ხშირად შეგნებულად ირჩევენ მარტოობას. მათი ცვალებადი ხასიათი ნებას არ აძლევთ დარჩნენ სხვა
    მდგომარეობაში, რადგან ეშინიათ ოჯახური კავშირების. ტყუპ ქალებს შეუძლიათ ბევრჯერ შეუყვარდეთ, დაკარგონ თავი და ილაპარაკონ ქორწინებაზე, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მოპოვებული სტაბილურობა ბეზრდებათ და ადვილად მოიწყენენ. იმისათვის, რომ როგორმე გაართონ საკუთარი თავი, ისინი იწყებენ ახალი სიყვარულის ძიებას. მოსაწყენი ოჯახური ყოფა მათთვის არ არის, ამიტომაც შეგნებულად ირჩევენ მარტოობას. ეს კი მათ სჭირდებათ ახალი ძიებისთვისა და სიამოვნებებისთვის.

    სასწორი
    ჰაერის ნიშნის ეს წარმომადგენლები არასოდეს არიან მარტონი. გარშემო ყველას უკვირს, თაყვანისმცემლების ასეთი რაოდენობით როგორ ახერხებენ ისინი დარჩნენ მარტოხელებად? საქმე იმაშია, რომ მათ მუდმივად ეჭვი ეპარებათ სწორ არჩევანში და ხშირად რამდენიმე პრეტენდენტიდან ვერ საზღვრავენ იმას, რომელი უფრო შეეფერებათ. თუმცა ისინი მაინცდამაინც არ ნერვიულობენ, რომ არ ჰყავთ პარტნიორი.

    მშვილდოსანი
    ეს ქალები არანაირ რაკურსში არ ეთავსებიან ოჯახის ცნებას. ისინი აფასებენ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. რომელი მამაკაცი დათანხმდება ითამაშოს მისი წესების მიხედვით? ბუნებრივია, ამ ქალბატონს მამაკაცები ისე ეპყრობიან, როგორც მეგობარს. მშვილდოსანს კი სულაც არ ამძიმებს მარტოობა. მას შეუძლია ისე გაატაროს დრო, როგორც თავად ისურვებს, არც არავის შეეკითხება რამეს და არც სხვის წესებს დაემორჩილება. თუ მშვილდოსნები მოსინჯავენ ოჯახურ ცხოვრებას და არ მოეწონებათ, მაშინ ისინი ისევ მარტოობას აირჩევენ.

    თხის რქა
    ამ ნიშნის ქალებს შეუძლიათ შეგნებულად თქვან უარი პირად ბედნიერებაზე სასურველი მარტოობის სასარგებლოდ. ამას აკეთებენ იმ შემთხვევაში, თუ არჩევანს კარიერას ან წარმატებულ ბიზნესს შორის აკეთებენ. ისინი მათ არ მიეკუთვნებიან, ვინც ერთგულად დაელოდება ქმარს სამსახურიდან მოსულს კერძით სავსე ქვაბით. მათ მუდმივად სჭირდებათ განვითარება. თუ ქმარი ხელს შეუშლის მის თვითრეალიზაციას, მაშინ ქალი მას აუცილებლად მიატოვებს. წარმატებული კარიერისა თუ არშემდგარი ქმრის არჩევანის დროს, ის აირჩევს პირველს და არ იღელვებს, რომ ეს ყველაფერი მარტოობის ფასად დაუჯდა.

    წყარო: marao.ge
    67 ნახვა
    29-06-2020, 23:21