X
GOGA.TV
5 ივლისს მთვარის დაბნელებაა - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელზეც ის დიდ გავლენას მოახდენს
  • 5 ივლისს მთვარის დაბნელებაა - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელზეც ის დიდ გავლენას მოახდენს

    5 ივ­ლისს ზა­ფხუ­ლის მე­სა­მე დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით. წინა ორმა (5 და 21 ივ­ნი­სის შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და, ზოგ­მა ვერც კი იგ­რძნო. ეს წელს მე­ო­თხე და­ბე­ლე­ბაა. კი­დევ 2 გვე­ლო­დე­ბა ერთი 30 ნო­ემ­ბერს და მე­ო­რე - 12 დე­კემ­ბერს. ვნა­ხოთ რას უნდა ვე­ლო­დეთ და რას მო­უ­ტანს ივ­ლი­სის მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა თი­თო­ულ ნი­შანს. წი­ნას­წარ უნდა გი­თხრათ, რომ ზო­დი­ა­ქოს 12 ნიშ­ნი­დან ყვე­ლა­ზე მძაფ­რად მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას 6 ნი­შა­ნი იგ­რძნობს.

    5 ივ­ნი­სი­დან 5 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით "დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნია" - რა უნდა ვი­ცო­დეთ ამ ერთ თვეს­თან და­კავ­ში­რე­ბით

    5 ივ­ლისს, თხის რქის მე­თო­თხმე­ტე გრა­დუს­ზე, 8:44-ზე ბოლო დაბ­ნე­ლე­ბა იქ­ნე­ბა კირჩხი­ბი-თხის რქის ღერძზე. გახ­სოვ­დეთ, რომ მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­ებ­ზე მოქ­მე­დებს და ეცა­დეთ, მო­ე­რი­დეთ და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებს. აგ­რეთ­ვე შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რე­ბი და იმ­პულ­სუ­რე­ბი გახ­დნენ, და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გან. თუმ­ცა, პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს ერთი გარ­კვე­უ­ლი ეტა­პი. წერ­ტი­ლი და­უს­ვათ რა­ღაც საქ­მეს, და­ას­რუ­ლოთ დიდხ­ნი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბი. ზო­გი­ერთს იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მი­ე­ცე­მათ. ზა­ფხუ­ლის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი სრულ­დე­ბა და უმე­ტე­სო­ბა მიხ­ვდე­ბა (შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე იმუ­შა­ოს კი­დეც), რომ გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ წყე­ნის, ში­შე­ბის, ზედ­მე­ტი წო­ნის, მავ­ნე ჩვე­ვე­ბის, ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბის, ძვე­ლი კავ­ში­რე­ბის­გან, ოჯა­ხუ­რი კარ­მის, რა­ღა­ცა­ზე ან ვი­ღა­ცა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან და ა.შ. იყა­ვით მშვი­დი, ეცა­დეთ, იმუ­შა­ოთ სა­კუ­თარ თავ­ზე, არ და­იგ­რო­ვოთ ნე­გა­ტი­ვი და გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმის­გან, რაც წინსვლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გიქ­მნით დაბ­რკო­ლე­ბებს.

    დაბ­ნე­ლე­ბას ყვე­ლა­ზე მძაფ­რად იგ­რძნო­ბენ თხის რქი­სა და კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი. აგ­რეთ­ვე, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის შუა პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ვერ­ძე­ბი, სას­წო­რე­ბი, კუ­რო­ე­ბი და ქალ­წუ­ლე­ბი . ეცა­დეთ, იყოთ მშვი­დე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ნე­იტ­რა­ლუ­რად შე­ხე­დოთ მოვ­ლე­ნებს.

    12 ივ­ლისს პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან გა­მო­ვა. რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს სწო­რად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ ჩვე­ნი ფიქ­რე­ბი, სწორ გზას და­ვუბ­რუნ­დეთ.

    გირ­ჩევთ, 20 ივ­ლი­სამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­დად­გათ

    ახლა კი ვნა­ხოთ, რას უნდა მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა თქვე­ნი ნიშ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მთვა­რის ამ თვე­ში.

    ვერ­ძი
    ბიზ­ნე­სი, კა­რი­ე­რა და სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი ითხოვს ყუ­რა­დღე­ბას. გა­თა­ვი­სუფ­ლდით ნე­გა­ტი­ვის­გან, იმის­გან, რაც გიშ­ლით ხელს მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. და­ფიქ­რე­ბუ­ლად და გა­აზ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ, შე­ად­გი­ნეთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რათა მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველს. იყა­ვით თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, თუ ხვდე­ბით, რომ წინსვლის­თვის გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნა ან გა­მოც­დი­ლე­ბა გჭირ­დე­ბათ, მი­ი­ღეთ და უკვე მხრებ­გაშ­ლილ­მა მო­ი­თხო­ვეთ სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი, თა­ნამ­დე­ბო­ბა. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ სტა­ტუ­სის შეც­ვლის.

    კურო
    ეს დაბ­ნე­ლე­ბა მო­გა­ცი­ლებთ ში­შებს, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სამ­ყა­როს აღ­ქმას­თან. კარ­გად გა­მოჩ­ნდე­ბა რა გიშ­ლით ხელს, რომ მი­ი­ღოთ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი. კარ­გი იქ­ნე­ბა, და­ას­რუ­ლოთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, სა­ბუ­თე­ე­ბის გა­ფორ­მე­ბა დიპ­ლო­მის/სერ­ტი­ფი­კა­ტის აღე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს სა­ზღვარ­გა­რე­თის ვიზა. შე­იძ­ლე­ბა სუ­ლი­ე­რი გზით გან­ვი­თა­რე­ბა გა­და­წყვი­ტოთ და სა­კუ­თა­რი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო სხვა­ნა­ი­რად და­ი­ნა­ხოთ. იყა­ვით გა­ბე­დუ­ლი და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვე­ნი ნიჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თქვენ გაქვთ ყვე­ლა რე­სურ­სი, რომ და­ფა­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­დეთ.

    ტყუ­პი
    ეს დაბ­ნე­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით იმ ში­შის­გან, რომ ვერ გან­კარ­გავთ პარტნი­ო­რის ფუ­ლებს. სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ სა­ერ­თო ან დიდ ფულ­თან გქონ­დეთ შე­ხე­ბა. უფრო მარ­ტი­ვად და სარ­ფი­ა­ნად შეძ­ლებთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას. აგ­რეთ­ვე, არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ კრე­დი­ტე­ბის და­ფარ­ვა და სა­მემ­კვიდ­რეო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. ხოლო, თუ ვალი უკვე და­ფა­რეთ, ის თან­ხა, რა­საც ბანკს უხ­დი­დით, სა­კუ­თარ თავ­ში და­ა­ბან­დეთ ან და­აგ­რო­ვეთ რამე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის­თვის.

    კირჩხი­ბი
    პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როთ. ყვე­ლამ იცის, რომ კე­თი­ლი და გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ხართ და ამით ბევ­რი სარ­გებ­ლოს. ვალ­დე­ბუ­ლი ხართ, პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ისე და­ა­ლა­გოთ, რომ თქვენც გცენ პა­ტი­ვი, გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იყოს საქ­მე­ე­ბი და თქვენც მი­ი­ღოთ შე­სა­ფე­რი­სი მხარ­და­ჭე­რა, და­ფა­სე­ბა. ეს ეხე­ბა რო­გორც საქ­მი­ან, ისე სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს.

    ლომი
    თქვენ გაქვთ საკ­მა­რი­სი ცოდ­ნა, რომ სრულ­ფა­სოვ­ნად იმუ­შა­ოთ, წარ­მო­ა­ჩი­ნოთ სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, აი­მაღ­ლოთ სტა­ტუ­სი. სამ­სა­ხუ­რი და ჯან­მრთე­ლო­ბა ამ დაბ­ნე­ლე­ბის მთა­ვა­რი თე­მე­ბია. გირ­ჩევთ, გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. ან იმ წე­სე­ბი­სა და ჩარ­ჩო­ე­ბის­გან, რაც ცხოვ­რე­ბა­ში გიშ­ლით ხელს. სა­მა­გი­ე­როდ, და­ი­წყეთ ჯან­სა­ღი კვე­ბა, ვარ­ჯი­ში. თუ უფ­რო­სი ხართ, სამ­სა­ხურ­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ნაბ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლეთ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბის და და­ი­წყეთ ახა­ლი, პი­რა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა.

    ქალ­წუ­ლი
    ნუ გე­ში­ნი­ათ სიყ­ვა­რუ­ლის მი­ღე­ბის ან გა­ცე­მის, ნუ ეუბ­ნე­ბით სა­კუ­თარ თავს სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე უარს. იყა­ვით მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი. იყა­ვით ბავ­შვუ­რი, ლაღი, დას­ვით კი­თხვე­ბი თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე. არა­ვინ დაგ­ძრა­ხავთ, თუ რა­ღაც არ იცით. იცხოვ­რეთ სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის. გა­იხ­სე­ნეთ ჰობი და გა­ტა­ცე­ბა, რაც გა­გა­ბედ­ნი­ე­რებთ.

    სას­წო­რი
    იმუ­შა­ვეთ სა­კუ­თარ ემო­ცი­ებ­ზე, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ ურ­თი­ერ­თო­ბა დე­დას­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან. ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს ოჯა­ხი, წი­ნაპ­რე­ბი. გა­მო­ი­კი­თხეთ იმ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­ზე, მათ მშობ­ლებ­ზე და გა­ა­ცა­ნით ისი­ნი თქვენს შვი­ლებს. გა­თა­ვი­სუფ­ლდით იმ ში­შე­ბის­გან, რაც ხელს გიშ­ლით სა­კუ­თა­რი, მყუდ­რო და კომ­ფორ­ტუ­ლი ოჯა­ხის შექ­მნა­ში. სა­სურ­ვე­ლია, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­ზეც გა­და­ა­ნა­წი­ლოთ.

    მო­რი­ე­ლი
    უნდა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ ურ­თი­ერ­თო­ბა და-ძმებ­თან, მე­გობ­რებ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან. აპა­ტი­ეთ მათ. ნუ მის­ცემთ ნე­გა­ტი­ურ ემო­ცი­ებს უფ­ლე­ბას, რომ ჩა­ი­კე­ტოთ სა­კუ­თარ თავ­ში ან კე­დე­ლი აღ­მარ­თოთ მათ­სა და თქვენ შო­რის. მშვე­ნი­ე­რი ინ­ტუ­ი­ცია გაქვთ, მას­ზე დაყ­რდნო­ბით იმოქ­მე­დეთ. ის გი­კარ­ნა­ხებთ, ვის უნდა ენ­დოთ და ვის არა. ამ პე­რი­ოდ­ში გა­ი­ჩენთ ახალ ნაც­ნო­ბებს, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბი­ან; გა­ი­გებთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას. შე­იძ­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლოთ ან და­ი­წყოთ რა­ი­მეს შეს­წავ­ლა.

    მშვილ­დო­სა­ნი
    მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა ფუ­ლის თემა. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, თუ მო­ი­ცი­ლებთ ში­შებს და გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით. მე­ტად და­ა­ფა­სეთ თქვე­ნი თავი, თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ, შე­იძ­ლე­ბა მე­ტად შე­ა­ფა­სოთ სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა.

    თხის რქა
    სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა იმუ­შა­ოთ. მო­ი­ცი­ლეთ ყვე­ლა ის შიში, დაბ­რკო­ლე­ბა, შე­ზღუდ­ვა და ნე­გა­ტი­ვი, რაც გან­ვი­თა­რე­ბა­ში, წის­ვლა­ში გიშ­ლით ხელს. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ წარ­სუ­ლის­გან, რათა აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ახა­ლი გზე­ბი, აკე­თოთ ის საქ­მე, რა­ზეც ადრე წარ­მოდ­გე­ნა არ გქონ­დათ, და­ი­წყოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გლო­ბა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი. სა­სურ­ვე­ლია, შე­იც­ვა­ლოთ იმი­ჯი და გა­რეგ­ნო­ბა, თუ გლო­ბა­ლუ­რად არა, მცი­რე კო­რექ­ტი­ვე­ბი მა­ინც შე­ი­ტა­ნეთ, რომ მე­ტად თა­ნა­მედ­რო­ვე გახ­დეთ.

    მერ­წყუ­ლი
    თუ კარ­გად და­ფიქ­რდე­ბით, მიხ­ვდე­ბით, რომ სა­კუ­თა­რი ში­შე­ბი და კომ­პლექ­სე­ბი სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში გიშ­ლით ხელს. მო­ი­ცი­ლეთ ის ტვირ­თი, რაც თქვენს სულს ამ­ძი­მებს. კარ­გი იქ­ნე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბა, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა. არა მარ­ტო ფუ­ლით, არა­მედ მო­რა­ლუ­რად. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბით ისარ­გებ­ლოს, რათა გა­ერ­კვეს სა­კუ­თარ თვში, შე­ზღუდ­ვებ­ში. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ გან­მარ­ტო­ე­ბა, წმინ­და ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.

    თევ­ზე­ბი
    წარ­სუ­ლი წარ­სულ­ში და­ტო­ვეთ და მო­ემ­ზა­დეთ მო­მა­ვალ­თან შე­სახ­ვედ­რად. ჩა­მო­წე­რეთ, რო­გო­რი გსურთ იყოთ მო­მა­ვალ­ში, რას მი­აღ­წი­ოთ და იმოქ­მე­დეთ, ოღონდ 12 ივ­ლი­სის შემ­დეგ. ზო­გი­ერ­თი სო­ცი­ა­ლუ­რად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, იაქ­ტი­უ­რეთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც. გა­თა­ვი­სუფ­ლდით იმ მე­გობ­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც გამ­ძი­მე­ბენ თა­ვი­ან­თი წუ­წუ­ნით. ნუ იქ­ნე­ბით ყვე­ლას უფა­სო ფსი­ქო­ლო­გი. უმ­ჯო­ბე­სია, ეს დრო სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბას მო­ახ­მა­როთ. გვერ­დით კი ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი და­ი­ყე­ნეთ, ვინც მოქ­მე­დე­ბის ძა­ლას გაძ­ლევთ ან გეხ­მა­რე­ბათ სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვა­ში.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    95 ნახვა
    1-07-2020, 00:45