X
GOGA.TV
13
მთვარე ჩვენი სილამაზის სამსახურში
  • მთვარე ჩვენი სილამაზის სამსახურში

    მე­სა­მე – სავ­სემ­თვა­რე­ო­ბით. მე­ო­რე კვი­რას მთვა­რე იმა­ტებს; მე­ო­თხეს – იკ­ლებს.

    მთვა­რის მა­ტე­ბის დროს სა­სურ­ვე­ლია ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა. მთვა­რის კლე­ბის დროს – და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა, დი­ე­ტის დაც­ვა, ორ­გა­ნიზ­მის გაწ­მენ­და.

    კანი
    სი­ლა­მა­ზი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი უმ­ჯო­ბე­სია მთვა­რის კა­ლენ­და­რის მი­ხედ­ვით და­გეგ­მოთ. გახ­სოვ­დეთ, რომ მთვა­რის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ორ­გა­ნიზ­მი იღებს ენერ­გი­ას. ამი­ტომ ასეთ დროს კარ­გია მკვე­ბა­ვი ნიღ­ბე­ბის გა­კე­თე­ბა. მთვა­რის კლე­ბის დროს კი ლა­ქე­ბის, ფე­რიმ­ჭა­მე­ლე­ბის, ჭორფლის მო­შო­რე­ბა.

    კა­ნის მოვ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი დღე­ე­ბია, როცა მთვა­რე მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნებ­ში ( კურო, ქალ­წუ­ლი, თხის რქა ) გა­დის.

    ლა­ქე­ბი­სა და სხვა პრობ­ლე­მე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად კარ­გია წყლის დღე­ე­ბი ( კირჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი, თევ­ზე­ბი ).

    თმა
    ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ვარ­ცხნი­ლო­ბას. თუ გსურთ, თმა სწრა­ფად გა­გე­ზარ­დოთ, მთვა­რის მა­ტე­ბის დღე­ებ­ში შე­ი­ჭე­რით. ხოლო, თუ გსურთ, დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ვარ­ცხნი­ლო­ბა, – სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ დღე­ებ­ში, როცა მთვა­რე ლო­მის ან ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს გა­დის. სხვა­თა შო­რის, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა თვის ყვე­ლა­ზე სტრე­სუ­ლი პე­რი­ო­დია. დაგ­რო­ვი­ლი უარ­ყო­ფი­თი ენერ­გია თმის ბო­ლო­ებ­ში გროვ­დე­ბა და უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა თმის ბო­ლო­ე­ბის ოდ­ნავ შე­მოკ­ლე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ის­გან. მთვა­რის კლე­ბის პე­რი­ოდ­ში უმ­ჯო­ბე­სია, სა­ერ­თოდ არ მი­ა­კი­თხოთ და­ლაქს. ამ დღე­ებ­ში ენერ­გია კლე­ბუ­ლობს და თუ თმას შე­იჭ­რით, ენერ­გი­აც გა­მო­გეც­ლე­ბათ. თუ ვერ ით­მენთ და მა­ინც გსურთ თმის შეჭ­რა, მო­ე­რი­დეთ ისეთ დღებს, როცა მთვა­რე გა­დის თევ­ზე­ბი­სა ან კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს.

    თმის შე­ღებ­ვას მთვა­რის მა­ტე­ბის დროს გირ­ჩევთ. ასეთ დღეს შე­ღე­ბი­ლი თმა უფრო დიდ­ხანს ინარ­ჩუ­ნებს ფერს. კლე­ბის დროს შე­ღე­ბი­ლი კი მალე კარ­გავს ფერს.

    აქვე ორი სი­ტყვით ეპი­ლა­ცი­ა­ზეც მო­გახ­სე­ნებთ. კარ­გი დღეა ეპი­ლა­ცი­ის გა­კე­თე­ბა, როცა მთვა­რე კლე­ბის დროს თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. აგ­რეთ­ვე, კლე­ბის დროს. გარ­და იმ დღე­ე­ბი­სა, როცა მთვა­რე ლო­მი­სა და ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს გა­დის. ცუ­დია მთვა­რის მა­ტე­ბის დროს ლო­მი­სა და ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში.

    ფრჩხი­ლე­ბი
    ფრჩხი­ლე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო დღე პა­რას­კე­ვია. აგ­რეთ­ვე დღე­ე­ბი, როცა მთვა­რე თხის რქის ზო­დი­ა­ქოს გა­დის. მაგ­რამ ასე­თი დღის ლო­დი­ნი შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს მო­გი­წი­ოთ. ამი­ტომ, მო­ე­რი­დეთ ფრჩხი­ლე­ბის მოვ­ლად იმ დღე­ებ­ში როცა მთვა­რე გა­დის თევ­ზე­ბის ან ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს.

    თუ ჩაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ფრჩხი­ლი გა­წუ­ხებთ, მის­გან მთვა­რის კლე­ბის დროს გა­თა­ვი­სუფ­ლდით.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    107 ნახვა
    23-07-2020, 00:29