X
GOGA.TV
13
27 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ასტროლოგიური და სილამაზის კალენდარი "მარაოსთვის"
  • 27 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ასტროლოგიური და სილამაზის კალენდარი "მარაოსთვის"

    სილამაზის კალენდარი
    27 ივლისი, მთვარე მორიელშია. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
    პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
    მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

    29 ივლისი, 14:26-დან მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოში გადავა. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, ყურძნის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი. უარი თქვით ალკოჰოლზე.

    პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების
    მოშორება; აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
    მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.

    31 ივლისი, 19 საათიდან მთვარე თხის რქის ზოდიაქოს ესტუმრება. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.
    კარგია - პედიკიური, პილინგი
    ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.


    ასტროპროგნოზი
    ვერძი

    სიყვარულის მხრივ ცოტა სანერვიულო კვირაა. მოსალოდნელია მცირე კონფლიქტი. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. მეტად გამოავლინეთ სიბრძნე. სახლში სამსახურის პრობლემების "მიტანას" არ გირჩევთ. მეუღლეს მიეცით უფლება, რომ რაინდული თვისებები გამოავლინოს.

    კურო
    ყურადღება მიაქციეთ განწყობას, ჯანმრთელობას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე რთულ სიტუაციაშიც კი. მოერიდეთ ავტოსაგზაო წესების დარღვევას. შეგიძლიათ რთულ პროექტებსაც მოკიდოთ ხელი. ნუ აქცევთ ყურადღებას ხალხის აზრს, დატკბით ბედნიერებით.

    ტყუპი
    მარტოხელები მეტად უნდა გათამამდეთ და თავად გამოიჩინოთ ინიციატივა, რომ დაუახლოვდეთ თქვენი სიმპათიის ობიექტს. მეუღლე განსაკუთრებით მზრუნველი იქნება თქვენ მიმართ. უქმეები ერთად და საინტერესოდ გაატარეთ.

    კირჩხიბი
    შეიძლება გაიგოთ, რომ თქვენს ყოფილს დიდი უსიამოვნებები აქვს, გადაწყვიტოთ მისი დახმარება და კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ერთმანეთს. ბავშვებთან მეტი დრო გაატარეთ. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოს, რომ ფეხმძიმედაა ან შვილის გაჩენა მოუნდეს.

    ლომი
    უსიამოვნებების მოსაგვარებლად ახალი, ორიგინალური ხერხები უნდა გამოიყენოთ. არ დაუჯეროთ ქარაფშუტა დაქალების რჩევებს. დაქორწინებულებმა, თუ საქმეებში მოხმარება გჭირდებათ, მეუღლეს მიმართეთ, ოღონდ სიყვარულით, მოფერებით. ერთად რთულ საკითხებსაც კი მარტივად გაუმკლავდებით.

    ქალწული
    მეტად დაისვენეთ. კარგი იქნება, თუ შვებულებას აიღებთ და მშვიდ გარემოში გაატარებთ. გაიხსენეთ ჰობი, ის, რაც ადრე სიამოვნებას განიჭებდათ. მარტოხელებმა თავად უნდა იაქტიუროთ, რომ დაწყვილდეთ. მეუღლის მიმართ მეტად მზრუნველი და ნაკლებკრიტიკული იყავით.

    სასწორი
    არავის მისცეთ უფლება, რომ დაარღვიოს თქვენი უფლებები, შეგავიწროოთ. მეტად გააქტიურდით იმ პროექტების მოსაგვარებლად, რაც მომავლისთვის გქონდათ გადადებული. ოცნებას პრინცზე არ გირჩევთ, აი, გვერდზე ვინც გყავთ, იმასთან კი იაქტიურეთ. მეუღლესთან ერთად რასაც უნდა აკეთებდეთ, ყველაფერს რომანტიკული ელფერი უნდა ჰქონდეს.

    მორიელი
    მამაკაცებს საკუთარი სურვილების ასასრულებლად გამოიყენებთ, თუმცა ეცადეთ, არავინ მიხვდეს თქვენს ჩანაფიქრს, ტყუილი ძვირად დაგიჯდებათ. მოერიდეთ უსიამოვნებას ქმართან. აი, შეყვარებულთან თუ ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, მეტად უნდა მოინდომოთ.

    მშვილდოსანი
    სასიამოვნო ნაცნობობითა და რომანტიკული შეხვედრებით დატვირთული კვირა გელით. მეუღლეს მისთვის გასაგებ ენაზე ელაპარაკეთ. გადადეთ ყველა საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება და უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად საინტერესოდ გაატარეთ.

    თხის რქა
    სამსახურის საქმეებისგან გადაღლილს შინ სიმყუდროვე და საყვარელ ადამიანთან ჩახუტება მოგინდებათ. ეცადეთ, უქმეები მაინც გამოითავისუფლოთ, რომ თქვენი სურვილის მიხედვით გაატაროთ.

    მერწყული
    ექსპერიმენტები და სიგიჟეები (ზომიერების ფარგლებში) დაუვიწყარს გახდის თქვენს კავშირს. მარტოხელებს გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მამაკაცებთან. ამ კვირაში მათი ყურადღების ცენტრში მოექცევით. უხეშობით კი მხოლოდ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას.

    თევზები
    მეგობრების გარემოცვაში მეტი დრო გაატარეთ. შეიძლება იქ გაიცნოთ საინტერესო ადამიანი. ზოგადად, ეცადეთ, ამ პერიოდში მეტად პოზიტიური განწყობა შექმნათ ოჯახში, ურთიერთობაში. ხარჯისა და ფულის გამო არ ღირს მეუღლესთან ჩხუბი, ყველაფრის მოგვარება მშვიდადაც შეიძლება.

    წყარო: marao.ge
    92 ნახვა
    28-07-2020, 01:19