X
GOGA.TV
13
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - "ზოგი მეორედ იქორწინებს, ზოგი ახალ კურსებზე ჩაეწერება"
  • აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - "ზოგი მეორედ იქორწინებს, ზოგი ახალ კურსებზე ჩაეწერება"

    მოგ­ზა­უ­რო­ბის, ფი­ლო­სო­ფი­ის გან­წყო­ბა­ზე ხართ. სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, ყვე­ლა სა­კი­თხზე მი­ი­ღოთ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია და გარ­შე­მო მყო­ფებ­საც გა­უ­ზი­ა­როთ თქვე­ნი ცოდ­ნა. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა თქვენ­თვის კულ­ტუ­რას­თან, ხე­ლოვ­ნე­ბას­თან, რე­ლი­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რედ და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოს. ზოგი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებ­ზე ჩა­ე­წე­რე­ბა. მო­ა­წეს­რი­გეთ იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, სა­ბუ­თე­ბი. შე­იძ­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ მო­გი­წი­ოთ გამ­გზვა­რე­ბამ სწავ­ლის ან სტა­ჟი­რე­ბით და წეს­რიგ­ში გქონ­დეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი. ეცა­დეთ, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ ყვე­ლა სა­კითხს ობი­ექ­ტუ­რად შე­ხე­დოთ და არ იჩ­ქა­როთ დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    ჯერ სწავ­ლა და ცოდ­ნის გაღ­მა­ვე­ბა მო­გინ­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მი­მარ­თოთ სტა­ჟი­რე­ბის­თვის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად და მერე კა­რი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ყვე­ლაფ­რი­სად­მი. თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­აგ­რო­ვოთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, ცოდ­ნა და და­აგ­რო­ვოთ გა­მოც­დი­ლე­ბა. თა­ვა­დაც გა­უ­ზი­ა­რეთ გარ­შე­მო მყო­ფებს ცოდ­ნა, რის გა­მოც, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდე­ბით. თქვენ­ნა­ი­რი სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რე და მთხრო­ბე­ლი იშ­ვი­ა­თია. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ერუ­დი­ცია, მაგ­რამ მო­ე­რი­დეთ კა­მათ­ში ჩარ­თვას პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­ლი­გი­ურ და ფი­ლო­სო­ფი­ურ თე­მებ­ზე. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ და პა­ტი­ვი ეცით მო­სა­უბ­რის აზრს. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა უცხო ენის შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდეთ, ან უცხო­ელ­თან გა­ა­ბათ სა­სიყ­ვა­რუ­ლო მი­მო­წე­რა.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    აგ­ვის­ტოს და­სა­წყი­სი მსუ­ბუ­ქი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას უდარ­დე­ლი გექ­ნე­ბათ, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნიც კი გა­ა­ბათ იდე­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რის ძი­ე­ბა­ში. მარ­ტო­ხე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ძა­ლე­ბუ­ლი გაქვთ და­წყვი­ლე­ბის, გვერ­დით "თქვე­ნი" ადა­მი­ა­ნის ყო­ლის სურ­ვი­ლი. მაგ­რამ ყო­ველ ახალ­გაც­ნო­ბილ­ში იდე­ალს ნუ ხე­დავთ. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ. გან­სა­კუთ­რე­ბით სხვის ფუ­ლებ­თან თუ გაქვთ შე­ხე­ბა, ბანკთან, გა­და­სა­ხა­დებ­თან ან მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებ­მა მეტი სი­ნა­ზე და ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეთ პარტნი­ო­რის მი­მართ. გა­ა­ნე­ბივ­რეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით. კარგ შე­დეგს მოგ­ცემთ გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, შე­მო­სავ­ლის გაზ­რდის­თვის შე­გიძ­ლი­ათ და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო აი­ღოთ. თუ მთელ ქვე­ყა­ნა­ზე არ იქ­ნე­ბით გა­და­ყო­ლი­ლი, რა ფი­ნან­სე­ბიც გაქვთ, იმას იმ­ყო­ფი­ნებთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    აქ­ტი­უ­რად ხართ მო­მარ­თუ­ლი გარ­თო­ბა­ზე, სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა­ზე. გაფრ­თხილ­დით, ხან­და­ხან ზედ­მე­ტი არ მო­გი­ვი­დეთ და უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში არ აღ­მოჩ­ნდეთ. იყა­ვით ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი, ხში­რად ჩა­ერ­თეთ სპორ­ტულ თა­მა­შებ­ში. მო­ა­წყვეთ პიკ­ნი­კე­ბი, ქა­ლაქ­გა­რეთ ექ­სკურ­სი­ე­ბი. ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ სა­შიშ­რო­ე­ბა არ გე­ლით. მთა­ვა­რია, სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი აირ­ჩი­ოთ გო­ნივ­რუ­ლად და მცი­რე უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის გამო გან­წყო­ბა არ გა­ი­ფუ­ჭოთ.

    ქა­ლე­ბის­თვის
    საქ­მე­ე­ბიც მო­გე­მა­ტე­ბათ და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ და დღეს გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი მო­მავ­ლის­თვის არ გა­და­დოთ. შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღოთ. იყა­ვით მე­ტად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი. არ არ­სე­ბობს საქ­მე, რო­მელ­საც თქვენ ვერ გა­უმკლავ­დე­ბით. თუმ­ცა, თუ დაგ­ჭირ­დე­ბათ, რჩე­ვის­თვის მხო­ლოდ ერ­თგულ და გა­მოც­დილ პარტნი­ო­რებს მი­მარ­თეთ. ახა­ლი რო­მა­ნი შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რო­ბით და­ი­წყოს. თუნ­დაც საქ­მი­ან პარტნი­ორ­თან.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    იმ­დე­ნად აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბით, რომ შე­იძ­ლე­ბა დღე­ში 24 სა­ა­თი არც გე­ყოთ. საქ­მე­ე­ბი, რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ისე გა­და­ა­ნა­წი­ლეთ, რომ ძი­ლის­თვი­საც დაგ­რჩეთ დრო. იყა­ვით ყვე­ლას მი­მართ ღი­მი­ლი­ა­ნი, კრი­ტი­კის ნაც­ვლად შე­ა­ქეთ ადა­მი­ა­ნე­ბი. კარ­გი თვეა ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად, ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი მო­საგ­ვა­რებ­ლად. არ გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან შან­სი, რომ სარ­ფი­ა­ნი გა­რი­გე­ბა გა­ა­ფორ­მოთ და დიდი ფუ­ლიც მი­ი­ღოთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    56 ნახვა
    2-08-2020, 01:11