7
აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი: თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი: თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

აპრილი მოგვიახლოვდა და ყველას გვაინტერესებს რა გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს მომავალი თვე, ამიტომ გთავაზობთ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.


ვერძი



აპრილში ორ ფრონტზე მოგიწევთ "ბრძოლა" - ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად და შინაგანი ბალანსის აღსადგენად. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ამ თვეში მოახერხებთ მოთმინების
მოკრებას და ხელის ჩაქნევის ნაცვლად, დაელოდებით თქვენი ვარსკვლავის ამობრწყინებას.
ვერძები, რომლებსაც პარტნიორთან ერთად ბიზნესი აქვთ, სრულ ძალაუფლებას მოიპოვებენ. ვარსკვლავები იუწყებიან, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში აგრესიას გამოავლენთ, რითაც
შესაძლოა პარტნიორი დააფრთხოთ. თუ თვის ჰოროსკოპს დავუჯერებთ, ვერძები, რომლებსაც დაორსულება სურთ, დიდ წინააღმდეგობას  წააწყდებიან. საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების აზრები გაიყოფა, რამაც შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს.
Astrologia





კურო



კუროები, რომლებიც აქამდე არასწორი მიმართულებით მიდიოდნენ, სწორ გზაზე დაბრუნდებიან აპრილში. 
ამ პოზიტიური ცვლილების მიუხედავად პირად ცხოვრებაში არეულობაა მოსალოდნელი. თუმცა, პრობლემის
გადაჭრას საუბრითაც შეძლებთ და არ მოგიწევთ უკიდურესი ზომებისთვის მიმართვა. ამ თვეში ოჯახის უფროსი წევრები დახმარების ხელს გამოგიწვდიან. 
ამ ნიშნით დაბადებულები, რომლებიც სამსახურს ეძებენ, ბოლოს და ბოლოს იპოვიან ვაკანტურ ადგილს
და დასაქმდებიან კიდეც. შესაბამისად, მოახერხებენ ვალების გასტუმრებასაც. ბევრი კურო ინვესტიციას 
გონივრულად ჩადებს. აპრილის ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, მოიზიდავთ ფორტუნას. 
თვის ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ მოგზაურობა სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. 
Astrologia





ტყუპი



აპრილში ტყუპი თავდაუზოგავად იშრომებს და თითქმის ყველა გეგმას განახოციელებს. გაიზრდება ამ ნიშნით დაბადებულის თავდაჯერებულობა, რის გამოც საკუთარი ოცნებები სავსებით ხელშესახები მოეჩვენება. მართლაც,
თქვენ თავად ირჩევთ რა არის მარტივი და რა - რთული. მოემზადეთ გაურკვევლობებისა და ხშირი კონფლიქტისთვის, რადგან აპრილში თქვენ და  თქვენს პარტნიორს საჩხუბარი მიზეზი არ გამოგელევათ. ფინანსურადაც რთული პერიოდი გიდგებათ,  ამიტომ გონივრულად ხარჯეთ ფული, იმის მიუხედავად, რომ მოწოდებით მფლანგველი ხართ. თუ გამოცდის ჩაბარება გიწევთ, ის საკითხებიც კი გადაიმეორეთ, რომელიც კარგად გახსოვთ, რადგან შესაძლოა ტესტში სიურპრიზი დაგხვდეთ.
Astrologia


კირჩხიბი



აპრილში გაიზრდება თქვენი ინტერესი კარიერისადმი. თვის ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ მოსალოდნელია დიდი წარმატება. მიუხედავად თქვენი დამოუკიდებლობისა, გარშემომყოფების დახმარება დაგჭირდებათ. კარგი პერიოდია დასაორსულებლად, შვილის ჩასახვისთვის. რომანტიკული ურთიერთობა დასტაბილურდება. მოსალოდნელი არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. აპრილი აღმოჩნდება წლის ის თვე, როდესაც კირჩხიბს აღარ მოუწევს ფინანსურ საკითხებზე ნერვიულობა. იმ თანხას ელოდეთ, რომელიც მარტში უნდა ჩაგრიცხვოდათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. მოსწავლე ან სტუდენტ კირჩხიბებს მეცადინეობა გაუჭირდებათ, კონცენტრაციისთვის დიდი ძალისხმევის გამოვლენა დასჭირდებათ. აპრილში მოერიდეთ საზღვარგარეთ წასვლას, შეგიძლიათ დაგეგმოთ მომავალი მოგზაურობა. 

Astrologia


ლომი



ლომი აპრილში მოახერხებს პროფესიულად გაიზარდოს ან სტატუსი აიმაღლოს. ამ თვეში ელოდეთ
პოზიტიურ ემოციებს, სასიამოვნო გამოცდილებას და მძაფრ შთაბეჭდილებებს. ასაკით უფროსი ადამიანები
არ დაიშურებენ კომპლიმენტებს. ზოგიერთ ლომს გრძნობები გაუჩნდება მეგობრისადმი,
რასაც დიდხანს შეებრძოლება. ზურგის, ბეჭებისა და წელის ტკივილის ასაცილებლად, დაკავდით ფიტნესით.
ელოდეთ დამატებით შემოსავალს. ასევე, მომგებიანი იქნება ყველა პროექტი, რომელსაც ამ თვეში დაასრულებთ.
ლომები მარტივად აითვისებენ ახალ ინფორმაციას, რის გამოც მეცადინეობა გაუადვილდებათ და
ეს პროცესი სიამოვნებასაც კი მიანიჭებს მათ. გარშემომყოფები თვალნათლივ დაინახავენ
თქვენს პროგრესს უნივერსიტეტში, სკოლაში ან სხვა სახის სასწავლო დაწესებულებაში.
Astrologia


ქალწული



მოემზადეთ მოვლენისთვის, რომელიც თმას ყალყზე დაგიყენებთ. შეხვდებით ადამიანს, რომლის დანახვისთანავე
თავს დაკარგავთ, ემოციები შემოგიტევთ და სერიოზული საფიქრალი გაგიჩნდებათ. აპრილში გააქტიურდებიან თქვენი მტრებიცა და შინაგანი დემონებიც, ამიტომ ორივეს წინააღმდეგ მოგიწევთ ბრძოლა. 19 აპრილს ძალიან სენტიმენტალური გახდებით, თქვენზე დიდ გავლენას მოახდენს სავსემთვარეობა, იმის მიხუედავად, რომ
წყლის ნიშანი არ ხართ. თვის შუა რიცხვებში შემოგაწვებათ ნოსტალგია ადგილისადმი, სადაც გაიზარდეთ ან ბევრი მოგონება გაკავშირებთ. ამ ნიშნით დაბადებულ ბევრ ადამიანს ბავშვობაში დაბრუნება მოუნდება. აპრილში მოერიდეთ გაჯეტების





შეძენას. სამაგიეროდ, შეგიძლიათ თამამად იყიდოთ ანტიკავრიატი. 
Astrologia



სასწორი



მიხვდებით, რომ პირად პრობლემებს მარტო ვერ უმკლავდებით და ინტიმურ საკითხებზე მეგობრებთან დაიწყებთ
საუბარს. აღმოაჩენთ, რომ თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის გაცილებით მეტი საიდუმლოა,
ვიდრე გეგონათ. თუ დეტექტივის როლს მოირგებთ და ყველაფერს გამოააშკარავებთ, შესაძლოა ურთიერთობისთვის წერტილის დასმა მოგიწიოთ, ამიტომ კარგად დაფიქრდით, ხათ თუ არა მზად ძირფესვიანი ცვლილებებისთვის. აპრილში ეცადეთ დიდი დრო გაატაროთ მეგობრებთან ერთად. სამსახურში გაიზრდება კონკურენცია და მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ მნიშვნელოვანი ფიგურა, საჭირო თანამშრომელი ხართ.

Astrologia




მორიელი



აპრილი გაცილებით უფრო დატვირთული იქნება, ვიდრე მარტი იყო. მიხვდებით, 
რომ მეტი დრო უნდა დაუთმოთ საშინაო საქმეს, თუნდაც საძინებლის დალაგებას ან ყვავილების მორწყვას. 
დგება პერიოდი, როცა ლოგიკურ რუტინას დაუბრუნდებით. რა იგულისხმება ლოგიკურ რუტინაში? 
მშვიდი ყოველდღიურობა, ექსცესების გარეშე, რომელიც წესით უნდა მოგნატრებოდათ, თქვენი ცხოვრების
რეჟიმიდან გამომდინარე.  ზოგიერთი მორიელი დიეტის ან ვარჯიშის დაწყებას გადაწყვეტს. 
ფრთხილად შეარჩიეთ საკვები, მოერიდეთ ალკოჰოლს და გაზიან სასმელს, რადგან მოსალოდნელია მოწამვლა ან
კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება. 
Astrologia


მშვილდოსანი



ფული!ფული!ფული! - მხოლოდ ეს გაკერიათ პირზე.... ან, თუ გამუდმებით ფინანსურ საკითხებზე არ საუბრობთ, შემოსავლის გაზრდაზე ფიქრობთ. აპრილში მიხვდებით, რომ თქვენი ხედვა მატერიალისტური გახდა, ფულს მიეჯაჭვეთ და ცხოვრებით უწინდებურად ვეღარ ტკბებით. ამ თვეში შანსი მოგეცემათ ვალებისა და საბანკო სესხებისგან გათავისუფლდეთ. თუ ოფისში მუშაობთ, ელოდეთ მხიარულებასა და
გუნდურ სულისკვეთებას.  მშვილდოსანი, რომელსაც პარტნიორი ჰყავს, ვეღარ გაძლებს მის გარეშე. შესაძლოა წინათ სწორედ თქვენ მეფობდით სიყვარულში, მაგრამ ახლა დამონების დროა.
იმ მშვილდოსნებს, რომლებსაც მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვიათ, აპრილში რომანტიკული ნაცნობობა არ ელოდებათ.
Astrologia


თხის რქა



აპრილში სახლში დიდი დროის გატარება გენდომებათ. ზოგიერთი თხის რქა თავს ცუდად იგრძნობს, შემოაწვება
სევდა და შესაძლოა იტიროს კიდეც. ამ ნიშნით დაბადებულებს გაახსენდებათ ბავშვობისდროინდელი ტრავმები.
19 აპრილიდან გაიზრდება თქვენი პოპულარულობა. ადამიანებისთვის ძალიან საჭირო გახდებით. გამყარდება თქვენი  რეპუტაცია. კარგი თვეა ბიზნესის დასაწყებად და იმ გეგმისთვის ხორცის შესასხმელად, რომელიც დიდი ხანია თავში გიტრიალებთ. 
Astrologia



მერწყული



მეზობლებთან დაახლოვდებით, რადგან ხშირად მოგიწევთ მათთან ურთიერთობა. აპრილში მოსალოდნელია
ღონისძიებები, რომლებიც უთქვენოდ ნამდვილად ვერ ჩაივლის. გარშემომყოფები ხშირად გკითხავენ აზრს,
რადგან კომპეტენტურად მიგიჩნევენ. ამ თვეში მოინახულებთ დედმამიშვილებს ან ნათესავებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. აპრილში გაიგებთ ჭორებს, რომელიც არ უნდა დაიჯეროთ. ზოგიერთი მერწყული წარსულში ქექვას დაიწყებს. 
Astrologia


თევზები



აპრილში ფუფუნების ნივთების შეძენა მოგინდებათ. მართლაც, შოპინგი საუკეთესო თერაპია იქნება თქვენთვის. ბოლოს და ბოლოს,იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გადაიტანეთ, იმსახურებთ განებივრებას! 19 აპრილს თქვენი ცხოვრება ნამდვილ მელოდრამად გადაიქცევა, ცრემლების ღვრითა და მაღალფარდოვანი დიალოგით.
შესაძლოა გაგიწყდეთ ან დაგეკარგოთ ძაფი, რომელიც მეგობრებთან გაკავშირებდათ.
რომელიღაც დაქალი/ძმაკაცი ან ახლო ნათესავი ფინანსურ დახმარებას გთხოვთ, რაზეც უარს მიიღებს. ეს დაგიძაბავთ ურთიერთობას ან დისკომფორტს გააჩენს თქვენ შორის. ამ თვეში აღებული ყველა ინტერვიუ კარგ შედეგს გამოიღებს. თუმცა, პრობლემას შეგიქმნით ეჭვები:  ,,ნამდვილად პროფესიონალი ვარ?" ,,კარგად ვართმევ თავს დავალებებს?" შეწყვიტეთ თვითკრიტიკა. ამ თვეში მარტივად გაყიდით ნივთებს, უძრავ ქონებას და ფასიან ქაღალდებს.

Astrologia


წყარო: astrologi.ambebi.ge
რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქალს შეუძლია წარმატებული გახადოს ქმარი?
რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქალს შეუძლია წარმატებული გახადოს ქმარი?
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათზე, ცხოვრების სტილსა და ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებზე. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ქალი მამაკაცის ცხოვრებაში გარდამტეხ როლს და კარდინალურ ცვლილებებს იწვევს. ამბობენ, რომ ნებისმიერი წარმატებული მამაკაცის უკან უნდა იდგეს ჭკვიანი და ბრძენი ცოლი. რაც სავსებით შეესაბამება სიმართლეს. დღეს გვინდა ზუსტად ამგვარი ქალების შესახებ გესაუბროთ და მამაკაცებს გავუადვილოთ მათი პოვნა-აღმოჩენა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

კირჩხიბი - დედოფალი

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი, როგორც წესი, ცხოვრების მეგზურს ერთხელ და სამუდამოდ ირჩევს. მას აქვს უნარი უძლიერესი ემოციები განიცადოს და საკუთარი თავი, მთლიანად მიიტანოს სიყვარულის და ოჯახის სამსხვერპლოზე. კირჩხიბი ქალი, საკუთარი მეორე ნახევრისთვის არის დედაც, საყვარელიც, მეგობარიც, თანამოაზრეც და თანამებრძოლიც. ამიტომ მამაკაცი ერთმნიშვნელოვნად სწორ არჩევანს აკეთებს თუკი ცხოვრებას ამ "მთვარეულ ლედის" უკავშირებს.

ვერძი - იმპერატრიცა

ქალი ვერძი რთული და დაუმორჩილებელი ხასიათით გამოირჩევა. იგი ბევრი მამაკაცის ოცნების საგანია, იმიტომ რომ მარტივად არასოდეს მიდის ურთიერთობაზე. სამაგიეროდ, თუკი ასეთ ქალს თავი მოაწონეთ, იცოდეთ რომ მის გვერდით უფრო ძლიერი,
უფრო წარმატებული, უფრო ამბიციური გახდებით. ვერძ ქალს უნარი აქვს საკუთარი მეორე ნახევარი წააქეზოს ამბიციურობისკენ. იგი ყოველთვის უკეთეს ცხოვრებას ესწრაფვის, ამიტომ მამაკაცსაც იგივე სტიმულს აძლევს და უნერგავს რწმენას, რომ ამ უკანასკნელს მთების გადადგმაც კი შეუძლია, თუკი მოინდომებს.

ლომი - ქალღმერთი

ეს ქალი საოცრად ძლიერი ხასიათის, ამბიციური და ამაყია. იგი იშვიათად იყენებს ჩვეულებრივ, ქალურ ხრიკებს მამაკაცების მოსახიბლად, იმიტომ რომ საკმარისად ქარიზმატულია და თაყვანისმცემლები არც არასოდეს აკლია. ქალი ლომი ბუნებით მეომარია, მკაცრი და წინდახედული. იგი ძალიან ბრძენი ცოლია, რომელიც ცდილობს საუკეთესო ჰქონდეს ყველაფერი მის ოჯახს და შვილებს. საკუთარ მეორე ნახევარს პატივს სცემს და უანგაროდ უყვარს. ამასთან ერთად, იშვიათად ეცილება ლიდერობაში, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ლიდერია ბუნებით.
წყარო: astrologi.ambebi.ge
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ და ყველა სირთულეს მარტივად დაძლევთ. საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ბევრ რამეზე შეგეცვლებათ წარმოდგენა. ზოგიერთი სიანტერესო შემოთავაზებას მიიღებს.
კურო
გაიუმჯობესეთ ურთიერთობა იმ ადამიანთან, ვისზეც თქვენი ბედია დამოკიდებული. შეიძლება ზოგიერთი საქმის მოგვარებას დრო დასჭირდეს. აღიარეთ, რომ ყველას აქვს უფლება, ისე მოიქცეს, როგორც სურს.

ტყუპი
დღეს რუტინული საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. პარალელურად, ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ და საოჯახო ვალდებულებები შეასრულოთ. არ გაამხილოთ იდეები.

კირჩხიბი
სტრეოტიპების დარღვევა მოგინდებათ. საყვარელ ადამიანთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები (უქმეებთან დაკავშირებული), სამომავლო გეგმები. საღამოს მცირე საკითხების მოგვარება მოგიწევთ.

ლომი
შეიძლება ახლობლების საქმეების მოგვარებამ მოგიწიოთ ან მუშაობამ რთულ პირობებში, ელემენტარული კომფორტის გარეშე. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. საღამოს არაფერი განსაკუთრებული არ დაგეგმოთ.

ქალწული
დილა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. კარგი დღეა კვლევისთვის. საღამოს შეიძლება მკვეთრად შეგეცვალოთ საქმეები, გეგმები. შეიძლება, მოულოდნელად სხვების საიდუმლო ამოხსნათ.

სასწორი
გაიუმჯობესეთ განწყობა და მატერიალური მდგომარეობა. იყავით მეტად აქტიურ საქმეების მოგვარებისას. ზოგიერთს მოულოდნელი მგზავრობა, სატელეფონო ზარი, მიმოწერა ელის. საღამოს საინტერესო ადამიანთან გელით ნაცნობობა.

მორიელი
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ და ეცადეთ, არაფერმა გაგიფუჭოთ განწყობა. შეიძლება საქმეები შეგიფერხდეთ სხვათა
გამო. შეეხმიანეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებს, წაიკითხეთ წიგნი, უარი არ თქვათ მიპატიჟებაზე.

მშვილდოსანი
დღის დიდ ნაწილს განმარტოებით გაატარეთ. დაკვირვებით მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები. ურთიერთობისთვის ინტერნეტი გამოიყენეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა
სამსახურში შეიძლება ზოგიერთი საქმე გადახედვას საჭიროებდეს. სახლში ზოგიერთი დეტალი - შეცვლას. ამის გამო გარშემო მყოფებთან არ დაძაბოთ ურთიერთობა. მაქსიმალურად დიპლომატიურად იმოქმედეთ.

მერწყული
მეგობრებთან ურთიერთობის სურვილი გაგიმძაფრდებათ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც გზღუდავთ. შეიძლება თანამოაზრეებზე არასწორი წარმოდგენა შეგექმნათ და ამან თავადვე დაგაზარალოთ. ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ.

თევზები
ნუ გაეკიდებით მირაჟს და ნუ დაირღვევთ სულიერ სიმშვიდეს არარეალურობის გამო. სანამ რამეს მოიმოქმედებთ, კარგად შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, შეისწავლეთ დეტალები და განიხილეთ ვარიანტები. ჩანაფიქრმა შეძლება მატერიალური კეთილდღეობა მოგიტანოთ, მაგრამ პირადი ცხოვრება შეგიცვალოთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge
მიხეილ ცაგარელი: როგორ წარიმართება თქვენი ცხოვრება 18-დან 24 მარტამდე
მიხეილ ცაგარელი: როგორ წარიმართება თქვენი ცხოვრება 18-დან 24 მარტამდე

გატაცებული ხართ ასტროლოგიით? გაინტერესებთ, რას იუწყება კვირის ჰოროსკოპი? გაეცანით მიხეილ ცაგარელის კვირის (18-24 მარტი) ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის.




ვერძი – განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, რომელიც განვითარების წლიური ციკლის დასრულებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იქნება. მაღალია ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა, გაგიჭირდებათ გააქტიურება და ინიციატივის გამოჩენა, რადგან სრულად იქნებით დამოკიდებული მეგობართა და ახლობელთა დახმარებაზე. თუმცა, კვირის მეორე ნახევარში (21 მარტიდან), როცა მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადავა და გაძლიერდება ენერგოტონუსი, ბევრად გამარტივდება საჭირო ინფორმაციის მოპოვება, სარფიან პროექტებში ჩაბმა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მთავარია, არ აჰყვეთ ემოციებს, მოერიდოთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და თანამიმდევრულად განახორციელოთ ყველა იდეა.

Astrologia
კურო – კარგი კვირაა გააქტიურებისთვის, ინდივიდუალურობის, ორგანიზატორული ნიჭის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე კი, არ გაგიჭირდებათ გონებამახვილობითა და კომუნიკაციის საოცარი ნიჭით გარშემომყოფთა მოხიბვლა. წარმატებული აღმოჩნდება მოგზაურობა, რადგან შეძლებთ ახალი შთაბეჭდილებების და ნაცნობების შეძენას, რომლებიც ცხოვრების საკუთარი ხედვით გაგაოცებენ, თუმცა არ გაწყენთ არც სიფრთხილის გამოჩენა, რადგან თავისუფლად შეიძლება გაგიტაცოთ მეტად საეჭვო იდეებმა და ადამიანებმა. გამოიჩინეთ მეტი წიდახედულობა, არ აჰყვეთ ცდუნებას, ილუზიებს და ფუჭ დაპირებებს.

Astrologia
ტყუპი – სასიკეთო კვირაა პროფესიული შესაძლებლობების გამოსავლენად და კარიერის გასავითარებლად. მთავარია, არ აჰყვეთ ემოციებს და იმოქმედოთ პრაგმატულად, ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და ზუსტად განსაზღვროთ ის მაქსიმუმი, რომლის მიღეწევაც გსურთ. განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება გმართებთ საქმიანი პარტნიორების მიმართ, რომლებიც არ გაიზიარებენ თქვენს შეხედულებებს და უსიამოვნებების შექმნით სერიოზულ რისკზე წასვლას ან მსხვერპლის გაღებას გაიძულებენ. დაეყრდენით მეგობართა და ახლობელთა მხარდაჭერას, რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ წინსვლას და სირთულეების დაძლევას.

Astrologia
კირჩხიბი – ემოციებით დატვიული, საკმაოდ საინტერესო კვირაა, რადგან ახალი პროექტების განხორციელება რეჟიმის შეცვლას, რეფორმების განხორციელებას და ბევრად აქტიური ცხოვრების წესის არჩევას გაიძულებენ. არ გაგიჭირდებათ შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, ნოვატორული იდეების ჩამოყალიბება და ჩანაფიქრის რეალიზციის ორიგინალური გზის მოძიება. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, თუმცა, კვირის მეორე ნახევარში თავს ვერ დააღწევთ კონფლიქტს საქმიან პარტნიორებთან. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში შეასრულოთ, შედარებით წინააღმდეგობრივ მეორე ნახევარში კი, ისარგებლოთ მცირე პაუზით და მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებებით შემოიფარგლოთ.

Astrologia
ლომი – დინამიურ, მეტად ცვალებად კვირაში რამდენჯერმე მოგიწევთ გეგმების შეცვლა, რადგან იძულებული გახდებით მოერგოთ მიმდინარე მოვლენებს, იმოქმედოთ სწრაფად და სპონტანურად, თუმცა გააზრებულად, ემოციების და იმპულსური გადაწყვეტილებების გარეშე. არ ენდოთ სხვათა





დაპირებებს, მოუსმინეთ მხოლოდ შინაგან ხმას და დაეყრდენით ინტუიციას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, განსაკუთრებით კი, მათ გაუმართლებთ, ვინც ხელოვნებითაა გატაცებული. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, რადგან საკმაოდ რთულ მეორე ნახევარში ძალიან გაგიჭირდებათ ძალის და ენერგიის მობილიზირება.


ქალწული – ბევრად შედეგიანი იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სასიყვარულო პარტნიორთან გულწრფელი საუბარი კი, მის ერთგულებაში, სანდოობაში დაგარწმუნებთ და არაა გამორიცხული ქორწინებაზეც დაფიქრდეთ. თუმცა, იძულებული გახდებით ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, რადგან მეორე ნახევარში ძალიან გაგიჭირდებათ კოლეგებთან საერთო ენის მოძიება, კონფლიქტისა და დაპირისპირებისგან თავის დაღწევა.

Astrologia
სასწორი – საკმაოდ დატვირთულ კვირის პირველ ნახევარში იძულებული გახდებით იტვირთოთ პასუხისმგებლობა და შეასრულოთ ის ვალდებულებები, რომელთაც დიდხანს გაურბოდით. ამასთანავე, მოგიწევთ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით მშობლებს და სამსახურეობრივი საქმეების მეორე პლანზე გადადებით, სწორედ თქვენ მოაგვაროთ მათი პრობლემები. ბევრად დინამიური და შედეგიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლეთ ინიციატივის გამოჩენას, საქმიან, საიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და პერსპექტიული გეგმების დასახვას.

Astrologia
მორიელი – მეტად დინამიურ კვირის პირველ ნახევარში არ გაგიჭირდებთ შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა, გავლენიანი სპონსორების, თანამოაზრეების მოძიება და მათი წყალობით იდეების მეტად ორიგინალურად რეალიზება, რაც ერთის მხრივ, თქვენს თვითრწმენას გააძლიერებს, მეორეს მხრივ კი, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა შანსი და არ გადადოთ საქმეები კვირის ბოლოსთვის, რომელიც საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იქნება, რადგან საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება და არაა გამორიცხული მეტად სერიოზული შეცდომებიც დაუშვათ.

Astrologia
მშვილდოსანი – მართალია, კვირის პირველი ნახევარი საკმაოდ საინტერესო და სასიკეთო იქნება, რადგან წარმატების მიღწევის შანსი გექნებათ საქმიანობის ყველა სფეროში, მაგრამ თქვენ მხოლოდ მეორე ნახევარში შეძლებთ გააქტიურებას, რომელიც ნაკლებად იღბლიანი აღმოჩნდება. ეცადეთ კვირის დასაწყისში გამოავლინოთ ინდივიდუალურობა, შემოქმედებითი ნიჭი და ინტელექტუალური პოტენციალი, იზრუნოთ იდეების განხორციელებასა და გეგმების შესრულებაზე, რადგან კვირის ბოლოს, ენერგიის მოზღვავების და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების სურვილის მიუხედავად, მაინც ძალიან გაგიჭირდებათ მათი ბოლომდე მიყვანა, მხოლოდ ძალას დახარჯავთ ფუჭად და არაა გამორიცხული ფინანსურადაც იზარალოთ. 


წყარო: astrologi.ambebi.ge
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 19 - 24 მარტი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 19 - 24 მარტი

გსურთ, რომ მზად დაუხვდეთ პრობლემებს? ან მიგაჩნიათ, რომ ინფორმაციის ქონა დიდი ძალაა? მაშინ, გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.
კირჩხიბი

ორშაბათი-პარასკევის პერიოდში თქვენში ამბიციები მოიმატებს. თამამად წაიწევთ თქვენი მიზნებისკენ. ამხელა მონდომება და მიზანსწრაფულობა მოხიბვლავს მაღალი სტატუსის მქონე პიროვნებას. ზოგიერთ კირჩხიბს შესაძლოა შემოაწვეს სიზარმაცე, რომელსაც აუცილებლად უნდა გაუმკლავდეს, თუ სურს, რომ ფორტუნამ გაუღიმოს. მთელი კვირის განმავლობაში ერთადერთხელ სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. გახსოვდეთ, რომ ეს გამოცდაა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩააბაროთ. კვირის ბოლოს ელოდეთ სიურპრიზს, რომელიც სიყვარულთან ან წარსულთანაა დაკავშირებული.

Astrologia
ლომი

გაგიაქტიურდებათ ორგანიზებისა და კონცენტრაციის უნარი. კარგი დროა მეცადინეობისთვის,
პროექტების წამოსაწყებად, ძველი საქმეების დასასრულებლად. ლომები, რომლებიც ამ კვირაში გამოცდას/ტესტს
დაწერენ, კმაყოფილები იქნებიან მიღებული შედეგით. ამ კვირაში დადებული შეთანხმებები მომგებიანი აღმოჩნდება, სწორი დროა ბიზნესის წამოსაწყებად ან გასაფართოებლად. დაუახლოვდებით ასაკით გაცილებით უფროს ადამიანებს. მოგიწევთ  ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიაროთ სხვებს და შესაფერისი ფორმა შეარჩიოთ.


ქალწული

ორშაბათი საღამოდან ხუთშაბათის დილამდე ფოკუსირებული იქნებით თქვენს პირად ცხოვრებაზე,
საყვარელ ადამიანზე ან შვილებზე. მოსალოდნელია მძაფრი ემოციები, სენსიტიურობა და სენტიმენტალურობა,
რაც, ჩვეულებრივ, არ გახასიათებთ. ამ პერიოდში შეიძენთ ახალ მეგობრებს. პარასკევიდან კვირის ჩათვლით წარმატება თქვენი თანმდევი იქნებათ, გაგიმართლებთ ყველა საქმეში, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ. 




სასწორი

ახალი შანსების მომცემი კვირაა, ამიტომ ფართოდგახელილი თვალებით შეეგებეთ სამყაროს, შესაძლებლობებს,
არაფერი გამოგრჩეთ. ნუ აჰყვებით ემოციებს, იმოქმედეთ ცივი გონებით. სწორედ ამ კვირაში მიიღებთ
უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენს შორ მომავალს განსაზღვრავს. ახალგაზრდა ქალი ან გოგონა თქვენს გაოცებას მოახერხებს. ფინანსური სახის მოლაპარაკებები, რომელიც გასულ კვირას წამოწიყეთ, გაგრძელდება და შესაძლოა პოზიტიური დასასრული არ ჰქონდეს. სამსახურში მოსალოდნელია გაურკვევლბა ან კამათი მამაკაცთან.

Astrologia

მორიელი

ამ კვირაში გაგიჭირდებათ ბავშვებთან ურთიერთობა, რაც გამოწვეული იქნება მათი
ჭირვეულობით ან რთული ხასიათით. გაიგებთ არასასიამოვნო სიახლეს მეგობრის ან ნათესავის შესახებ, შესაძლოა
ეს ინფორმაცია დაკავშირებული იყოს მოგზაურობასთან ან ტრანსპორტით გადაადგილებასთან.
ასევე, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება ადამიანს, რომელიც თქვენთვის ძვირფასია და სხვა ქალაქში ცხოვრობს. ამ პერიოდში მოსალოდნელია ფინანსური წინსვლა. ფულის შოვნა განსაკუთრებით გაუმარტივდებათ ქალებს, რომლებმაც 35 წელს გადააბიჯეს.

Astrologia

მშვილდოსანი

ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით შეგიძლიათ თამამად დახარჯოთ დრო დასვენებზე, გართობაზე, წვეულებებზე.ელოდეთ საჩუქარს ან კომპლიმენტს მნიშვნელოვანი ადამიანისგან. მოიმატებს თქვენი ქარიზმატულობა, ამიტომ უფრო სასურველი და პოპულარული გახდებით.
პარასკევიდან მოყოლეული ბრწყინვალედ გაუმკლავდებით ნებისმიერ წინააღმდეგობას. მოახერხებთ შთაბეჭდილება მოახდინოთ პიროვნებაზე, რომელზეც თქვენი კარიერული წინსვლა ან პირადი ცხოვრებაა დამოკიდებული.

Astrologia

თხის რქა

მოახერხებთ გეგმების განხორციელებას. თუმცა, ახლაგაზრდა კაცებს, რომლებიც ამ ნიშნით დაიბადნენ, მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ იდეებისთვის ხორცის შესასხმელად. როგორც ყოველთვის, ირგვლივ ვერაფერი განვითარდება თქვენი ჩარევის გარეშე, ამიტომ სადავეები კვლავ ხელში უნდა აიღოთ.
შესაძლოა სამსახურში გაუთვალისწინებელი სიტუაცია შეგექმნათ, რომელსაც მშვიდობიანი დიალოგით მოაგვარებთ. ამ კვირაში მოსალოდნელია ქალაქის დატოვება, მოგზაურობისთვის ფინანსურად და ფიზიკურად უკეთესად უნდა მომზადებულიყავით. 



მერწყული

ყურადღებით მოეკიდეთ ამ კვირაში მიღებულ რჩევებს. მრჩეველი (სქესით მამაკაცი) შეიძლება იყოს თქვენი კლიენტი, მენეჯერი, უფროსი ან ბიზნესპარტნიორი. ამ კვირაში იმედს გაგიცრუებთ ახალგაზრდა ქალი, რომელმაც წარსულის შეცდომებზე ვერაფერი ისწავლა და განაგრძობს შეუფერებლად მოქცევას. კვლავ ეცდებით მასთან საუბარს, მაგრამ მიხვდებით, რომ ადამიანის ხასიათი
არ იცვლება, ეს მოცემულობაა. შესაძლოა მასთან დაშორება ან ურთიერთობის შეწყვეტაც კი გადაწყვიტოთ. მერწყული მამაკაცი, რომელმაც გადააბიჯა 35 წელს, ამ პერიოდში შეძლებს სარფიანი ხელშეკრულების გაფორმებას. 

Astrologia
თევზი

ამ კვირაში თქვენი შვილი ან ნათესავის/მეგობრის ბავშვი აღმოჩნდება პირადი ურთიერთობის განმამტკიცებელი ძალა. დიახ, სწორად მიხვდით, ის პარტნიორთან დაგაახლოვებთ. ამ





პერიოდში ახლო ნათესავი ჩაგითრევთ თავის ფინანსურ პრობლემებში. უსიამოვნო სიახლეს შეიტყობთ ქალზე (ან ქალისგან). შესაძლოა გადახვიდეთ ახალ სახლში ან დაგეგმოთ ეს პროცესი.
შუა ხნის ქალებს დიდი იმედგაცრუება და შეხედულებების შეცვლა ელოდებათ.
Astrologia

ვერძი

თქვენი მთავარი გამოწვევა შინაგანი ბალანსის მიღწევა და გრძნობების კონტროლია. უნდა დაძლიოთ შიში,
რომელიც ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ხელს გიშლით. ვერძები, რომლებსაც პარტნიორი არ ჰყავთ, სერიოზულად დაიწყებენ მის ძიებას. ამ კვირაში შეხვდებით ქალს, რომელთან ერთადაც მნიშვნელოვან საკითხს დაგეგმავთ.  ირწმუნეთ, რომ ბედისწერა თქვენდამი კეთილგანწყობილია და სულაც არ გებრძვით ისე, როგორც გგონიათ.


კურო

ამ კვირაში ახალგაზრდა ადამიანი (თუ შვილი გყავთ, სწორედ ის) იმედს გაგიცრუებთ. ვიღაც, ვინც თქვენ ირგვლივ ტრიალებს, ეცდება ოჯახური სიმყუდროვე დაღირღვიოთ და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა აგირიოთ, რითაც ძალიან გაგაბრაზებთ. ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებსა და პერსონალური ინფორმაციის შემცველ ჩანაწერებს. კოლეგას თქვენდამი გრძნობები გაუჩნდება. საქმეში აუცილებლად უნდა გამოავლინოთ ხასიათის სიმტკიცე. 



Astrologia
ტყუპი

თუ საცხოვრებელ ადგილს ადამიანთან ერთად ტოვებთ, მიემგზავრებით საზღვარგარეთ ან ქვეყნის სხვა მხარეში,
თავი ხელში აიყვანეთ და როგორი პროვოკაციული ფრაზებიც უნდა მოისმინოთ, არ აჰვეთ, არ იჩხუბოთ.
ამ კვირაში ამოხსნით, რა განზრახვა ამოძრავებს სინამდვილეში ადამიანს, რომელიც გარწმუნებთ, რომ უყვარხართ ან მოსწონხართ.



Astrologia


წყარო: astrologi.ambebi.ge
20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი წარსულში მიტოვებული საქმეების, ურთიერთობების გამო დღეს პესიმისტურად განეწყობით. მეტი დრო დაუთმეთ სამემკვიდრეო და პირადი საკითხების მოგვარებას.

კურო
იყავით დიპლომატიური და კორექტული ურთიერთობაში. რაც უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის პარტნიორი, მით ნაკლები შეცდომა უნდა დაუშვათ. ურთიერთგაგებას შეიძლება ხელი შეუშალოს სიცივემ, განსხვავებულმა გემოვნებამ, მკაცრმა ეტიკეტმა.

ტყუპი
სხვა დღისთვის გადაიტანეთ ხმაურიანი წვეულება. დღეს მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას. შეიძლება გარშემო მყოფებისგან ფსიქოლოგიური წნეხი, კონტროლი იგრძნოთ.

კირჩხიბი
არ დაარღვიოთ წესები, თუ არ გსურთ, უსიამოვნებაში გაეხვიოთ. სხვა დღისთვის გადაიტანეთ ექსპერიმენტები, განსაკუთრებით, შემოქმედებითი, ფინანსური და სასიყვარულო. სიახლეებს მოერიდეთ, ძველებური გზით იარეთ.

ლომი
ცვლილებებისთვის არახელსაყრელი პერიოდია. ყურადღებას საჭიროებს ოჯახური საკითხები, ტრადიციების აღდგენა, უფროსი ნათესავების დახმარება.

ქალწული
შეიძლება ყველაფერი არ გამოგივიდეთ ან უარი მიიღოთ თქვენთვის საჭირბოროტო საკითხზე. ვერ გაგიგოთ საყვარელმა ადამიანმა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან და კოლეგებთან.

სასწორი
კარგი დღე ელით საბანკო სისტემაში მომუშავეებს და მეორადი ნივთებით მოვაჭრეებს.
მოერიდეთ ექსპერიმენტებს. განსაკუთრებით, როცა საქმე დაგეგმარებას, ვალებს, დაზღვევას ეხება.

მორიელი
დაივიწყეთ წარსული უსიამოვნება, ფსიქოლოგიური ტრავმა, მავნე ჩვევები. სხვა დღისთვის გადადეთ პირადი საკითხების მოგვარება. რომანტიკული პაემანი.

მშვილდოსანი
ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას შეიძლება ფინანსური პრობლემების დაემატოს. უმჯობესია, დღეს განმარტოებით იმუშაოთ. შეამცირეთ კონტაქტები და მიმოწერები.

თხის რქა
იმით დაკმაყოფილდით, რაც გაქვთ. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება, ახალ ბინაში გადასვლა. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად და უსარგებლო ნივთების გადასახარისხებლად.

მერწყული
ზოგიერთს მკაცრი კრიტიკა, შემოწმება ელის. ეცადეთ, თქვენთვის ჩვეული ვალდებულებები შეასრულოთ. ახალმა საქმეებმა შეიძლება დაგაბნიოთ. მანდილოსნებმა მეტი დრო დაუთმეთ გარეგნობის გაუმჯობესებას.

თევზები
ნუ აჰყვებით "ფეხის ხმას", არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რეკლამას. უარი არ თქვათ ახალ შემოთავაზებებზე. მთავარია, დარწმუნებული იყოთ საკუთარ შესაძლებლობაში. თუ გყავთ გურუ, მრჩეველი, ყური დაუგდეთ მის აზრს.
წყარო: astrologi.ambebi.ge
ვედური ასტროლოგია: როგორ დავალაგოთ გეგმები, კვირის დღეების მიხედვით?
ვედური ასტროლოგია: როგორ დავალაგოთ გეგმები, კვირის დღეების მიხედვით?

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები საიმისოდ როგორ დაგეგმოთ კვირის მანძილზე თქვენი საქმეები.



1. არასოდეს წამოიწყოთ, არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე შაბათს ან სამშაბათს. შაბათი სატურნის დღეა, ამიტომ ამ დღეს დაწყებული ბიზნესი ან საქმიანი ურთიერთობა ხშირად ხდება დავისა და გაურკვევლობის საგანი. ხოლო სამშაბათი, რომელსაც პლანეტა მარსი განაგებს ასევე სავსეა კონფლიქტების ალბათობით და დაუფიქრებელი, იმპულსური საქციელისკენ მიდრეკილებას აძლიერებს ჩვენში.

2. სავსემთვარეობისას დღე პასიურად გაატარეთ. ამ დღეს უძლიერესი კოსმიური ენერგეტიკა აქტიურდება, რომელიც ხშირად ნეგატიურად მოქმედებს ადამიანებზე (განსაკუთრებით ქალებზე). არ დაგეგმოთ ქირურგიული ოპერაციები, მნიშვნელოვანი შეხვედრები და





მოლაპარაკებები.

3. მნიშვნელოვანი საქმეები ზრდადი (ვსებადი) მთვარის ფაზებზე დაიწყეთ. მათ შორის დიეტაც, ვარჯიშიც, მავნე ჩვევებთან ბრძოლაც. სასურველია, ამ დღეს წამოიწყოთ ფინანსური გარიგეგები, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და ა.შ.

4. საუკეთესო პერიოდი წელიწადის მანძილზე მნიშვნელოვანი წამოწყებების, გარიგებების დასადებად არის პერიოდი, როცა მზე და მთვარე ეგზალტაციაში იმყოფება. ეს ხდება დაახლოებით შუა გაზაფხულზე - მაშინ როცა მზე ვერძის, მთვარე კი კუროს ზოდიაქოს საწყის გრადუსებს გადის.

5. ხანგრძლივი, საქმიანი მოგზაურობა თუ უნდა დაგეგმოთ, სასურველია, იგი პარასკევ დღეს დაიწყოთ. ხოლო მოკლევადიანი მივლინების დასაგეგმად იდეალურია ორშაბათი.
Astrologia
6. განსაკუთრებით ნაყოფიერი პერიოდი საიმისოდ, რომ დღე ენერგიულად და პოზიტიურად დაიწყოთ არის დრო მზის ამოსვლამდე დაახლოებით 48 წუთით ადრე. ადექით სისხამზე, მოასწარით ამ პერიოდში ვარჯიში, წახემსება... იფიქრეთ ცხოვრებაზე, დაგეგმეთ დღე. მერწმუნეთ, ყველაფერი აგისრულდებათ.

7. ნებისმიერი თვის შუალედი, როცა მზე ერთი ზოდიაქოს ნიშნიდან მეორეში გადაინაცვლებს ვედური ასტროლოგიის მიხედვით ნეგატიურ პერიოდად ითვლება. ამიტომ ასეთ დღეებში, ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს. ნუ წამოიწყებთ ურთიერთობის გარკვევას.


წყარო: astrologi.ambebi.ge
როგორ უნდა დაიწყოთ დილა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
როგორ უნდა დაიწყოთ დილა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის ადამიანს, გააჩნია საკუთარი ინდივიდუალური ბიორიტმი, ცხოვრების წესისკენ მიდრეკილება და კულინარიული სისუსტეები. მათ შორის განსხვავებულია ისიც, თუ ვინ როგორ იწყებს დღეს და რას მიირთმევს საუზმეზე. ჰოდა, სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ამჯერად:

ვერძების უმეტესობა ენერგიული, აქტიური და მოძრავი ადამიანია. ძირითადად  ისინი დილით ადრე იღვიძებენ. საუზმობენ მხოლოდ ყავით იმიტომ რომ, როგორც წესი, სამსახურში აგვიანდებათ ან სამსახურამდე უამრავი საქმე აქვთ გასაკეთებელი. შესაბამისად, ვერძისთვის დილა დიდი ფინჯანი ესპრესოს თანხლებით უნდა დაიწყოს.

Astrologia
რაც შეეხება კუროს - ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს კომფორტი და ცხოვრების აუჩქარებელი რეჟიმი მოსწონთ. შესაბამისად, დილა კუროსთვის არასოდესაა ქაოსური. იგი მშვიდად საუზმობს, აუცილებლად ნოყიერად - სენდვიჩით (აუცილებლად ხორცის ან ბეკონის შიგთავსით), რძით და ტკბილი ჩაით. საუზმე დღის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მისთვის. იმიტომ რომ დღის ნოყიერ დასაწყისზეა დამოკიდებული მისი შრომისუნარიანობა.

Astrologia



ტყუპის დიდი ნაწილი
დილას ლოგინში ნებივრობას უთმობს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ ხალხს ხშირად აგვიანდება ოფიციალურ შეხვედრებსა და სამსახურში. როგორც წესი, ისინი ელვის უსწრაფესად ახერხებენ ჩაცმა-დახურვას და აბაზანის მიღებას სახლიდან გასვლის წინ, საუზმობით კი გზადაგზა საუზმობენ თან გაყოლებული მსუბუქი ბურგერით, კრეკერით ან ჩიპსებით.
Astrologia
მსგავსად კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისა, კირჩხიბისთვისაც კვება საკულტო და საკრალური ცნებაა. ამიტომ კირჩხიბი თუ მშიერია ეს პირდაპირპროპორციულად უდრის მის სიანჩხლეს. შესაბამისად, დილის საათებში თუ გემრიელი რძიანი ყავა მაინც არ დალია კრუასანთან ან ქიშმიშიან ფუნთუშასთან ერთად (რის საშუალებასც ხშირად ბავშვებზე ზრუნვის აუცილებლობა არ აძლევს ნორმალურად) იგი აბსოლუტურად შრომისუუნარო და არაკონტაქტური იქნება.
Astrologia
ლომისთვის კვება მთელი რიტუალია, რომელიც დილას გაღვიძებას თან უნდა ახლდეს, როგორც საპატიო და მნიშვნელოვანი ღონისძიება. ლომები დიდ დროს ატარებენ აბაზანაში, იწესრიგებენ თავს, ცდილობენ მაქსიმალურად მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ გარეთ გასვლისას. ხშირად ეს ნება-ნება მზადება მათთვის დაგვიანების მიზეზიც ხდება სამსახურში, თუმცა ეს არაფერია მათთვის. სამაგიეროდ, იგი აუცილებლად შეუკვეთავს ლანჩს რომელიმე მდიდრული რესტორნიდან და უშუალოდ მუშაობის პროცესში გეახლებათ ყველას დასანახად.

Astrologia




ქალწული
ჯანსაღი კვების და ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესის უდიდესი პოპულარიზატორია. მართალია, ხშირად ეს ყველაფერი მანიაკალურ დამოკიდებულებაში გადასდის და სხვის მომზადებულს თითქმის არაფერს ჭამს, თუმცა, ეს მედლის მეორე მხარე გახლავთ. ქალწულის საუზმე ვეგეტარიანული საკვებისგან ან ფაფისგან შედგება, რომელსაც აუცილებლად ახლავს ახალგამოწურული წვენი, რძე ან მწვანე ჩაი.
Astrologia
სასწორი კომფორტისა და ტკბილეულის მოყვარული ინდივიდია. ამიტომ დილის ძილთან ერთად საუზმეზე ერთი ნაჭერი ტორტი, კრუასანები ან ფუნთუშეული მისთვის უდიდესი სიამოვნების წყაროა. იგი ხშირად იწყებს დილას ყავით, თუმცა ყავა სასურველია რძიანი ან სულაც უკოფეინო იყოს.
Astrologia
მორიელი პიკანტურობის მომხრეა ყველგან და ყველაფერში. შესაბამისად, დილა მისთვის ძალზე ხშირად კარგი სექსით, შემდგომ ამისა კი ნოყიერი საუზმით იწყება. იგი სიამოვნებით ტრიალებს სამზარეულოში და ოსტატურად შეუძლია მოამზადოს ორიგინალური ტაფამწვარი ცხარე სოუსით, რომელსაც აუცილებლად დააყოლებს მაგარ ყავას.


Astrologia


მშვილდოსნისთვის
დილა, ხშირად შუადღეზე იწყება. ამ ხალხს უყვარს მხიარულ წვეულებებზე ან მეგობრებთან ერთად გვიანობამდე მოლხენა, რის შემდეგაც თავს დიდსულოვნად აძლევენ





კარგად გამოძინების საშუალებას. საუზმეზე (ან უფრო სწორად როცა გაიღვიძებს) მშვილდოსანი ხშირად მიირთმევს მაგარ ყავას. ფრეშს ან რომელიმე ენერგეტიკულ სასმელს სამუშაო განწყობის შესაქმნელად.

თხის რქა ყველაზე მუშა, მშრომელი და უზომოდ მუყაითი ნიშანია. შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს როგორც წესი უყვართ დილით ადრე გაღვიძება. საუზმეს კი ტრადიციულს ამჯობინებენ - ჩაის, ბუტერბროდის, მაგრად მოხარშული კვერცხის ან რომელიმე სახეობის ფაფის თანხლებით.

Astrologia



მერწყული
ორიგინალურობის მომხრეა ყველგან და ყველაფერში, ამიტომ საუზმეს, როგორც წესი ყოველთვის არატრადიციული კერძებით ამჯობინებს. შესაძლოა, დილით ერბოკვერცხი შეწვას მურაბით, ან თინუსის სალათი შავ შოკოლადთან ერთად მიირთვას. მისთვის რადიკალურად განსხვავებული გემოს მქონე საკვების არევაა დამახასიათებელი. ექსპერიმენტების დრო კი მერწყულს მუდამ აქვს, თუნდაც ამის გამო სამსახურში დააგვიანოს.
Astrologia
თევზები დილას ყავით იწყებს. საერთოდაც ამ ადამიანებს უზომოდ უყვართ ნებისმიერი სახის სასმელი - იქნება ეს ჩაი, ყავა, რძე, კაკაო თუ ბოთლი ვისკი. რაღა თქმა უნდა, ისეთი ინდივიდებიც მოიძებნებიან მათ შორის ვინც დილაობით ჭიქა რომთან ერთად ხვდება მზის ამოსვლას, მაგრამ ეს სულ სხვა საუბრის თემაა. საუზმეზე კი თევზს მაგარი ყავა, პოზიტიური ახალი ამბები და თბილი აბაზანა მოუმარაგეთ.

Astrologia


წყარო: astrologi.ambebi.ge
19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი დილა კოლეგებთან ერთად დაგროვილი საქმეების განხილვა-მოგვარებას დაუთმეთ. შეიძლება დაკარგოთ ის ჟინი და გამარჯვების ნდომა, რაც ადრე გქონდათ. ზოგიერთს სასიყვარულო მიმოწერა ელის.
კურო
იყავით მეტად მიზანმიმართული და აქტიური. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი ცვლილებების ან გარემოს შეცვლის გამო დაძაბულობა მოიმატებს. კარგი დღეა კონსულტაციებისა და მოლაპარაკებებისთვის. დაქორწინებულებმა მეტი დრო დაუთმეთ მეუღლეებს.

ტყუპი
დილიდან ოპტიმისტურად იქნებით განწყობილი და ყველა ვალდებულებას მარტივად გაართმევთ თავს. შეიძლება სახელმწიფო სამსახურებში მოგიწიოთ სირბილმა და საქმეების მოგვარებამ.

კირჩხიბი
დღის პირველ ნახევარში გაუგებრობა და დაძაბულობა თქვენგან მეტ დაკვირვებულობას ითხოვს. მეტად გამოავლინეთ თქვენი ანალიტიკური, ფსიქოლოგიური და შემოქმედებითი შესაძლებლობები. საღამოს ყველა საიდუმლოს ამოხსნით.

ლომი
დილა ვარჯიშით, სუფთა ჰაერზე სეირნობით დაიწყეთ. მხოლოდ აუცილებელი საქმეები (საოჯახოც) მოაგვარეთ. საღამო ოჯახის წევრებთან, მშობლებთან ერთად გაატარეთ. მშვიდად განიხილეთ საჭირბოროტო საკითხები.

ქალწული
ახალი საქმეების დასაწყებად დღის მეორე ნახევარი გამოიყენეთ. ამ პერიოდშივე ეფექტიანი მოლაპარაკებები, სწავლასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ურთიერთობა გააუმჯობესეთ მეუღლესთან, მის მშობლებთან.

სასწორი
დღეს დაგჭირდებათ და გამოგადგებათ ინტელექტი, ინტუიცია და ცხოვრებისეული გამოცდილება. კარგი დღეა საყიდლების, მგზავრობისა და საქმიანი მიმოწერისთვის. ზოგიერთს გაუმძაფრდება ინტერესი დიეტების, კულინარიისადმი.

მორიელი
დილა დღის
გეგმის შედგენას დაუთმეთ და შუადღიდან ამოქმედდით. ეცადეთ, არ დაკარგოთ დოკუმენტები, ქვითრები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. გულითადი საუბარი კიდევ უფრო გააუმჯობესებს თქვენს ურთიერთობას.

მშვილდოსანი
განწყობის ცვლილების გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. ზოგიერთი საკუთარ თავში ჩაიკეტება და გეგმის მეგობრებისთვის გაზიარებასაც კი არ მოინდომებს. დაფიქრდით საკუთარ უარყოფით თვისებებზე და ეცადეთ, გამოასწოროთ ისინი.

თხის რქა
არ დაისახოთ ახალი მიზნები, არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე პროექტების შესრულებას. გამონახეთ დრო და გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, განაახლეთ მიმოწერა ახლობლებთან. საღამოს მოდუნებაში პოეზია, სასიამოვნო მუსიკა დაგეხმარებათ.

მერწყული
დაფიქრებას ითხოვს შემოსავლების, კარიერისა და უფროსთან ურთიერთობის საკითხები. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. ზოგიერთს პოზიტიური სიახლეები ელის, ზოგს - ხელფასის მომატება.

თევზები
ზოგიერთი დაწყებული საქმეების შესრულებას დაუბრუნდება. გამონახეთ დრო სწავლის გასაგრძელებლად, წიგნის წასაკითხად. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს დოკუმენტების შედგენა, მიმოსვლა, მოგზაურობის დაგეგმვა.
წყარო: astrologi.ambebi.ge
ვინ იყო ვანგა და როგორ იქცა სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან წინასწარმეტყველად?
ვინ იყო ვანგა და როგორ იქცა სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან წინასწარმეტყველად?

"დადგება დრო, როდესაც დედამიწაზე აღარ იქნება ტყუილი. არ იქნება ქურდობა და ძალადობა, შეწყდება ომები. დედამიწაზე მაცხოვრებლები შეიცნობენ სიცოცხლის ფასს და გაუფრთხილდებიან მას"...

31 იანვარს მსოფლიოში ცნობილი, ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული ნათელმხილველის ვანგას დაბადებიდან 102 წელი სრულდება. შეეძლო კი გოგონას ბულგარეთის ქალაქ სტურმიცადან, სახელად ვანგელიას ბავშვობის ასაკშივე ევარაუდა, რომ წლების შემდეგ მისი ნიჭის თაყვანისმცემელთა რიცხვი ასეულ ათასს მიაღწევდა და მასთან ვიზიტისას მსოფლიოს უძლიერესი პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები მორჩილად დაუწყებდნენ ლოდინს საკუთარ რიგს ან მომენტს როცა ბაბა ვანგა ნათელხილვის განწყობაზე იქნებოდა.

ვანგას ზოგადი ბიოგრაფია ცნობილია. ცნობილია ისიც, რომ იგი მოზარდობისას დაბრმავდა მომაკვდინებელ სმერჩში მოყოლილი. 16 წლის ასაკიდან კი მოულოდნელად აღმოაჩინა საკუთარ თავში ნათელმხილველური შესაძლებლობები. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ვანგასეული ბევრი წინასწარმეტყველება ძალიან ახლო თანხვედრაში მოდის, ლეგენდარული ნოსტრადამუსის მიერ ნაწინასწარმეტყველებ ფაქტებთან. თუმცა, ვანგას შემთხვევაშიც, ნებისმიერი წინასწარმეტყველება ორმაგი სარჩულით იკითხება, ამიტომ ამ ცნობების ორსახოვნება დღემდე თავსატეხს წარმოადგენს კაცობრიობისთვის. თუმცა, ერთი რამ უდავოდ ფაქტია – ვანგრა უშურველად აკეთებდა სიკეთეს და ბრმა ბულგარელი წინასწარმეტყველი, რომელიც ზოგიერთს მანიპულატორად და "შარლატანად" მიაჩნდა და მიაჩნია დღემდე, არაერთგზის დახმარებია სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანებს.


ჯერ კიდევ 1980 წელს ვანგამ კურსკის ჩაძირვა იწინასწარმეტყველა. "საუკუნის ბოლოს, დაახლოებით 1999 ან 2000 წლის აგვისტოში, კურსკი ზღვის ფსკერზე აღმოჩნდება და მთელი მსოფლიო დაიტირებს მას" – ამბობდა იგი. მისი ეს წინასწარმეტყველება მითითებულ დრომდე სკეპტიკოსების გაკილვის და ირონიული დამოკიდებულების საგანი იყო – ქალაქი კურსკი ხომ გეოგრაფიულად არც ზღვის, არც მდინარის ახლოს არ გახლავთ განლაგებული... თუმცა, როცა რუსული წყალქვეშა ატომური კრეისერი "კურსკი" 2000 წლის 12 აგვისტოს რეაქტორის აფეთქების გამო, სრული საეკიპაჟო შემადგენლობით ჩაიძირა ბარენცის ზღვაში, სევერომორსკის მიდამოებთან, ინფორმაცია ვანგას უნიკალური ნიჭის შესახებ ბევრმა ირწმუნა.

და მაინც, რა იყო ამ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ბულგარელი ბებოს ფენომენალური ნიჭის მიზეზი? საიდან მოდის ვანგას შესაძლებლობები და რამ განაპირობა მისი მსოფლიო დონის პოპულარობა. მოდით, მისი რუკის დეტალებს გადავხედოთ სიღრმისეულად.

ვანგა 1911 წლის 31 იანვარს დაიბადა ბულგარეთის პატარა ქალაქ სტრუმნიცაში. ამბობენ, რომ დღიდან დაბადებისა დაახლოებით თვენახევრის მანძილზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ამიტომ სახელი მას მხოლოდ მაშინ დაარქვეს, როცა მარტის ბოლოს ჩვილმა ჯანსაღად და ხმამაღლა პირველად შეძლო ტირილი. ბებიამ მას სახელად ვანგელეი დაარქვა, რაც თარგმანში "პოზიტიური ინფორმაციის გამავრცელებელს" ნიშნავს.

იანვრის მერწყულებს ასტროლოგების აზრით, გარდა მმართველი პლანეტა ურანისა, ვენერას გავლენაც აღენიშნებათ. რაც თავის მხრივ მერწყულის ჰუმანურ ბუნებას მეტ გულისხმიერებას, თანაგრძნობის უნარს, პასუხისმგებლობის გრძნობას და ოპტიმიზმს ჰმატებს. სწორედ ამ თვისებებით იყო დაჯილდოებული მისი თანამედროვეების აღწერით ბებია ვანგა.

ვანგას ჰოროსკოპში ძირითადი პლანეტების ჰაერის სტიქიაში განლაგება, ამ ადამიანს მკვეთრად გამოხატული სახასიათო შტრიხებით აჯილდოებს. მისი ბუნება "ჭეშმარიტად ურანიანულია" (მზე, მთვარე, ვენერა მერწყულის ზოდიაქოში) – რის ხარჯზეც





ვანგას არტისტიზმი, სხვების დარწმუნების უნარი და მდიდარი ფანტაზია გააჩნდა.


Astrologia

დაღმავალი კარმული კვანძი მორიელში, მერწყულის ზოდიაქოს დიდი გავლენა – ეს უდავოდ მიანიშნებს ადამიანზე, რომელსაც ნათელმხილველის ნიჭი გასული ინკარნაციიდან მოსდევს და ამ ცხოვრებაში ურანის ძლიერი გავლენით, მას მომავალში ცქერის უნარიც დაემატა. ძლიერი ურანი და ნეპტუნი – ნიშნავს იმას, რომ ინდივიდს აქვს ძალა საკუთარი ქმედებებითა და აზროვნებით, შეცვალოს უკეთესობისკენ საზოგადოება ან მისი გარკვეული ნაწილი მაინც. ხოლო ნეპტუნის განლაგება რუკაში ამ ადამიანის ძლიერ რელიგიურობასა და მკვეთრად განვითარებულ ინტუიციაზე მეტყველებს. მასვე შეგვიძლია მივაწეროთ მედიუმის შესაძლებლობები და პარაფსიქოლოგიური უნარების ფლობაც,  რომელიც ბულგარელ წინასწარმეტყველს აშკარად გააჩნდა. თუმცა, იგივე ნეპტუნის მდებარეობა გვაფრთხილებს იმაზე, რომ ინდივიდს აქვს საშუალება საკუთარი ნიჭის მეშვეობით გახდეს როგორც ცნობადი და პოპულარული, ასევე სხვისი მანიპულაციის მსხვერპლი და მართული მარიონეტი.

მარსისა და პლუტონის განლაგება ვანგას ჰოროსკოპში, უძლიერესი კოსმიური ენერგეტიკის წვდომის უნარს ნიშნავს, რომელსაც გარდა დადებითისა ბევრი უარყოფითი ეფექტის გამოწვევაც შეუძლია, თუკი ინდივიდი სწორად არ აირჩევს ცხოვრების გზას. იუპიტერისა და აღმავალი კვანძის განლაგება მორიელის ზოდიაქოში კი იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანს მასებზე შეუძლია გავლენის მოხდენა საკუთარი ოკულტური შესაძლებლობებით, თუკი იგი მას კაცობრიობის საკეთილდღეოდ გამოიყენებს.

ამბობენ, რომ ვანგა განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა იმ ადგილს, სადაც ცხოვრობდა. მისი უახლოესი ადამიანების თქმით, მან სპეციალურად შეარჩია საცხოვრებლად პატარა დაბა რუპოვში, მთასთან ახლოს გადამწვარი ტრამალის დასაწყისში. იგი ამ ადგილის დადებითი ენერგეტიკით სარგებლობდა და იმუხტებოდა. 

"ნებისმიერ ჩვენგანს თვალს ადევნებს დიადი თვალი, რომელსაც არც ერთი ჩვენი ქმედება არასოდეს გამოეპარება, იგია უმაღლესი კოსმიური გონი, მე კი ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი ვარ თქვენსა და მას შორის" – ეს სწორედ ვანგას სიტყვებია.


სტელიუმი მერწყულში – თვითრწმენა, სხვებზე ზეგავლენის მოხდენის ნიჭი. იუპიტერი მორიელში – ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნება, რომელსაც არ უყვარს, როცა ეწინააღმდეგებიან. ცნობილი ფაქტია, რომ ვანგა ზოგიერთ ვიზიტორს ხშირად საკმაოდ უხეშ და უცერემონიო პასუხებსაც სცემდა. ურანი ასცენდენტზე – მედიუმის მონაცემები. მერკური-ნეპტუნის ოპოზიცია – უჩვეულო უნარები. ინფორმაციის არატრადიციული მეთოდით მიღების შესაძლებლობა – უსინათლობის გამო ხომ  ვანგა სამყაროს მარტოოდენ ბგერებითა და შეხებით აღიქვამდა.


დაბოლოს, ეპილოგის ნაცვლად მინდა ვანგას კიდევ ერთი, ცნობილი გამონათქვამი დაგიტოვოთ:

"ურწმუნო ხალხს ძნელია დაეხმარო – ეს კარგად გახსოვდეთ"

ბაბა ვანგა


წყარო: astrologi.ambebi.ge
მთვარის ჰოროსკოპი: 18 მარტი
მთვარის ჰოროსკოპი: 18 მარტი
ორშაბათი, მთვარე გადის ლომის ზოდიაქოს
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ.
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ.
კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად.
კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში.
მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას.
მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვალას.
ცუდი დღეა ქორწინებისთვის, მაგრამ კარგია ინტიმური ურთიერთობისთვის.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგად ითვისებს ყოველივე ახალს. შეიძლება ითქვას, უნიკალური შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული. თუ ყველა ცხოვრებისეულ დაბრკოლებას გაუძლო, ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლებს.
ცოტა ალკოჰოლი ნებადართულია, მაგრამ კუჭს ნუ გადატვირთავთ.
კარგი დღეა თმის შესაჭრელად, ვარცხნილობის შესაცვლელად.
ამ დღის ქვაა კეთილშობილი ოპალი.

მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 14:42

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ლომში
მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
მოერიდეთ ოპერაციებსა გულსა და ზურგზე.
უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება.
კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
გაამდიდრეთ რაციონი კურაგით, ქიშმიშით, ლეღვით (ან ჩირით), მწვანილით.
წყარო: astrologi.ambebi.ge
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას. ნუ ეცდებით, სხვებზე ჭკვიანი და წარმატებული გამოჩნდეთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. არ იკამათოთ აგრესიულ ადამიანთან. ნუ იჩქარებთ ხელშეკრულებების (საქმიან და საქორწინო) გაფორმებას.
კურო
დაძაბული გრაფიკის გამო საღამოს გადაღლილი იქნებით. ეცადეთ, დრო სწორად გადაანაწილოთ, გაუყოთ საქმე პარტნიორებსაც. ნუ შეიძენთ შინაურ ცხოველებს. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. მეტად დაუთმეთ დრო ჯანმრთელობას.

ტყუპი
თავისუფლად მოქმედების საშუალება მოგეცემათ. არავინ შეეცდება თქვენს გაკონტროლებას. კარგი დღეა სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის. იყავით აქტიური პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. შეიძლება ახალი თანამოაზრე გამოგიჩნდეთ.

კირჩხიბი
მოემზადეთ, რომ საკუთარ თავზე უნდა აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა, იყოთ ორგანიზატორი, კოორდინატორი ზოგ საკითხში. გახსოვდეთ, რომ თქვენს საქმეს სხვა ვერავინ გააკეთებს. უფრო მეტიც, სხვების საქმეებსაც კარგად გააკეთებთ.

ლომი
თუ არ იზარმაცებთ და იცით, რა შედეგი გინდა, რომ მიიღოთ, უამრავ საქმეს გააკეთებთ. კარგი დღეა სწრაფი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. მანქანის მართვისას მეტი ყურადღება გმართებთ. შეიძლება თანამშრომლობა აღადგინოთ ძველ კოლეგა/პარტნიორებთან.

ქალწული
კონკრეტული საქმეები შეასრულეთ, რომლებიც წარმატებას მოგიტანთ. მეტად დაუგდეთ ყური უფროსების აზრს, რჩევებს. ისწავლეთ ფარული მინიშნებების განმარტება. არ
იყიდოთ ტექნიკა.

სასწორი
მოსაწყენად დრო არ დაგრჩებათ. მოვლენებით დატვირთული დღე გელთ. განსაკუთრებით საჭესთან თუ ატარებთ დიდ დროს. საინტერესო მიმდინარეობებია მოსალოდნელი ბიზნესმენების, მენეჯერების, იურისტების საქმიანობაში.

მორიელი
მეტად აქტიური და მიზანმიმართული უნდა იყოთ. ყურადღებას ითხოვს ტექნიკური და საინფორმაციო თემები. შეიძლება ურთიერთობა აღადგინოთ იმ პირებთან, ვისაც წარსულში ცუდად დაშორდით. ეცადეთ, დაამარცხოთ საკუთარი უსიამოვნო თვისებები.

მშვილდოსანი
შეიძლება შეგახსენონ მიტოვებული პროექტის განახლება. დღეს მიხვდებით, რომ იდეებით აღსავსე ხართ და თქვენი ენერგია უშრეტია. იმოქმედეთ, ნუ დაკარგავთ დროს. გახსოვდეთ, რომ კარი მუდმივად ღია არ იქნება. კარგი დღეა თანამოაზრეებთან შესახვედრად, იდეების განსახილველად.

თხის რქა
ძველი კონფლიქტი ახალი ძალით იფეთქებს. ეცადეთ, მაქსიმალურად შეიკაოთ თავი და მოთოკოთ ემოციები. დაძაბულობა მოსალოდნელია კლიენტებთან, პარტნიორთან, კონკურენტებთან. თუ კარიერაში წარმატების მიღწევა გსურთ, ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი იმოქმედეთ.

მერწყული
ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას ტყუილად. შეიძლება განახლდეს ძველი პროექტი, ურთიერთობა ადამიანთან. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ტექნიკისა და ტურიზმისადმი. ზოგიერთს პოლიტიკა და სამხედრო საქმე გაიტაცებს.

თევზები
მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. "პირში წყალი ჩაიგუბეთ" და მოვლენების განვითარებას დაელოდეთ. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმეები. ნუ ეცდებით ლიდერობას, პარტნიორთან შეთნხმებულად იმოქმედეთ. თუ ვინმეს დახმარება გსურთ, ისე იმოქმედეთ, რომ თავად არ დაზარალდეთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge
რატომ იზიდავთ ერთი ტიპის მამაკაცებს და როგორები არიან ისინი სინამდვილეში? - ჰოროსკოპის მიხედვით
რატომ იზიდავთ ერთი ტიპის მამაკაცებს და როგორები არიან ისინი სინამდვილეში? - ჰოროსკოპის მიხედვით
შეგინიშნავთ, რომ ერთსა და იმავე ინტერესის, სტილის, ზოდიაქოს და ზოგჯერ გარეგნობის - მაგალითად, ქერა ან შავგრემან - მამაკაცებს აღუძრავთ ინტერესს? გადახედეთ თქვენს ყოფილ შეყვარებულებს და აღმოაჩენთ, რომ ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. არ გეგონოთ, რომ ყოველ მათგანში პირველ სიყვარულს ეძებდით. საქმე ისაა, რომ ყველაფერს თქვენი ენერგეტიკა განსაზღვრავს, შესაბამისად, არსებობს ადამინთა ტიპები, რომელსაც თქვენი ზოდიაქო განსაკუთრებულად იზიდავს.

ვერძი

ვერძები იმპულსურები და მოუთმენლები არიან, მათ უშრეტი ენერგია ამოძრავებთ. ერთ ადგილას მშვიდად ვერ ჩერდებიან, ურჩევნიათ ადგილები და სიტუაციები სწრაფ-სწრაფად გამოიცვალონ. როგორც უნდა გაგიკვრიდეთ, იზიდავთ მშვიდ, წყნარ, გაწონასწორებულ და თავშეკავებულ მამაკაცებს. ეს კაცები გამოირჩევიან მოთმინებითა და დიპლომატიით.


კურო

კურო არის პრაქტიკული ქალი, რომელსაც კარგად ესმის, როგორ სამყაროში ცხოვრობს. არც ერთი ტიპის მამაკაცისთვის ხართ სასურველი ისე, როგორც მატერიალისტისთვის. მამაკაცები, რომლებიც თქვენ მოხიბვლას ცდილობენ, მოჯადოებული არიან თქვენი გემოვნებით, ვარცხნილობით, სამოსით, თავის მოვლის რუტინით - რომელიც, რა თქმა უნდა, პირდაპირპროპორციულად აისახება თქვენს გარეგნობაზე. ყველაზე მეტად კი აფასებენ თქვენს რაციონულობასა და ლოგიკურობას.



ტყუპი

თქვენი უწყვეტი ცვალებადობა კაცებს უქმნის წარმოდგენას, რომ ერთ სხეულში გაერთიანებული ორი ქალი ხართ. ძალიან ცნობისმოყვარე ბრძანდებით, მუდმივად რაღაცას იკვლევთ, საინტერესოდ საუბრობთ და მზად ხართ თავგადასავლებისთვის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ინტროვერტებს მაგნიტივით იზიდავთ. საკუთარ თავში ჩაკეტილ მამაკაცებს კომუნიკაბელური ქალები მოსწონთ, რადგან მათ გვერდით უხერხული სიჩუმე იშვიათად თუ ჩამოვარდება. თქვენთან ურთიერთობისას ისინი ანგრევენ ნაჭუჭს და სოციალურად აქტიურები ხდებიან.



კირჩხიბი

პაწუკა, ბუტია კირჩხიბო, როგორ მონდომებით ცდილობ სამყაროს შენი რეალური გრძნობები საგულდაგულოდ დაუმალო! იმის მიუხედავად, რომ კირჩხიბები ძლიერები ხართ, კაცებს თქვენი დაცვის სურვილს უჩენთ, რასაც თქვენივე მზრუნველი ბუნება განაპირობებს. თქვენკენ გმირები მოილტვიან! ამ ტიპის კაცები მზად არიან ჩაიდინონ ზუსტად ის, რასაც მხოლოდ წიგნებსა თუ ფილმებში შეხვდებით. ასევე, ისინი კარგად ერკვევიან ფსიქოლოგიაში და ხვდებიან რამდენად საინტერესოა თქვენი გონებისა და სულის გამოკვლევა.



ლომი

იშვიათად შეხვდებით თქვენზე თავდაჯერებულ ქალს! ოთახში შესვლისთანავე ყურადღებას იქცევთ თქვენი ბრწყინვალებით! თქვენი ამოცნობა სიარულის მანერითაც კი შეიძლება. თქვენკენ მოისწრაფვიან ჩამოყალიბებული მამაკაცები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა სურთ ქალისგან და ცხოვრებისგან. მათ შეგვიძლია ,,სოციალური პეპელა“ ვუწოდოთ - ყურადღებას იქცევენ, როგორც ჭყეტელა პეპლები; არ ჩერდებიან დიდხანს ერთ პარტნიორთან (თუმცა, თუ შეუყვარდებათ, დედოფალივით მოექცევიან რჩეულს). დიახ, სწორად მიხვდით, მექალთანეები არიან და, როგორც პეპელა ყვავილიდან ყვავილზე, ისე გადაფრინდებიან ხოლმე ლამაზი ქალიდან უფრო ლამაზზე.



ქალწული

ბედის ირონიაა, მაგრამ დისციპლინის მოყვარულ, რეჟიმის მკაცრად მიმდევარ ქალწულს ქაოსური კაცები დასდევენ. ისინი, ვინც ზუსტად არასდროს იციან, რა სურთ, რატომ, როგორ, რას მოიმოქმედებენ. ეს კაცები ხშირად ,,დღევანდელი დღით“ ცხოვრობენ. გამოირჩევიან სპონტანური გადაწყვეტილებებით, არასდროს ადგენენ გეგმებს, მთელ ფულს ხარჯავენ სასმელზე, გართობასა და მოგზაურობაზე.


სასწორი

სასწორი ვერასდროს იქნება ბედნიერი, თუ პირად ცხოვრებას არ მოიწყობს. თქვენ გჭირდებათ მამაკაცი, რომელიც გონებასა და გულში შემოგიძვრებათ და გაიგებს, რაზე ფიქრობთ, რაზე დარდობთ, რა გესიზმრებათ, რაზე ოცნებობთ. ნაცვლად ამისა, თქვენ სიახლოვეს დაძრწიან ცინიკოსები. მართალია, ამ კაცებს საშინლად მწარე
ენა და შავი იუმორი აქვთ, მაგრამ ხშირად მჭრელი სიტყვების მიღმა დაღონებულ სულს მალავენ. მათ არ იციან, როგორ ებრძოლონ სამყაროში გამეფებულ უსამართლობას და ფარული აგრესია იპყრობთ.



მორიელი

ვნებიანო მორიელო, ერთი დიდი ნაკლი გაქვს, საკუთარ გონებაში იჭედები - ისე იკარგები, თითქოს ფიქრთა ლაბირინთში მოხვდი. გაგიმართლა, სწორედ ისეთ კაცებს იზიდავ, რომლებსაც სურთ, რომ ხელი მოგკიდონ და შენივე თავისგან გაგათავისუფლონ! მსგავსი კაცები გამოირჩევიან თანაგრძნობის უნარით და ლამის მაგიურად ფლობენ ნუგეშისცემის ხელოვნებას.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებით ინტერესდებიან მამაკაცები, რომლებსაც სიცოცხლისადმი ლტოლვა არასდროს უნელდებათ. მათ ვერ დასვამ კაბინეტში და ვერ აიძულებ რუტინული სამუშაოს შესრულებას. მსგავს კაცებს პასუხისმგებლობის გრძნობა, ცოტა არ იყოს, დაქვეითებული აქვთ, ამიტომ რთულია თვალდახუჭული მინედო, სამაგიეროდ, ძალიან მხიარულები არიან და არასდროს მოგცემენ მოწყენის საშუალებას.



თხის რქა

თხის რქა ქალს ძალიან აქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, შეუძლია თავიდან ბოლომდე ჩაიძიროს საქმეში და ვერავინ გადაახვევინებს სამოქმედო გეგმიდან. თხის რქები სწრაფად ექცევიან მწვერვალებზე. თქვენ დაუოკებელ ინტერესს უღძრავთ აზარტულ მამაკაცებს, დიდი ეგოთი. მათ სურთ, რომ თავიანთი უპირატესობა დაგანახონ, ყოველთვის გაჯობონ საქმეში, რომელსაც შეეჭიდებით, ამიტომ დიდი ალბათობით, სამსახურში ყველაზე მეტი თაყვანისმცემელი გყავთ.



მეწრყული

ინტელექტუალურ, საქმეზე ორიენტირებულ მამაკაცებს იზიდავთ, რადგან სამყაროზე ახალ ხედვას სთავაზობთ და არ არსებობს თემა, რომელზეც გატაცებით ვერ ისაუბრებთ. კაცები, რომლებიც თქვენ დაპყრობას ცდილობენ, პატივს გცემენ არა მარტო, როგორც სასიამოვნო გარეგნობის, ჭკვიან ქალს, არამედ რეფორმატორს, რომელსაც სხვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.



თევზები

თევზებო, ტკბილ ლუკმას ჰგავხართ, რომელსაც ყოელთვის ბოლოს მიირთმევენ. თქვენ ხართ იდეალური ქალი ხელოვანი მამაკაცებისთვის, ამიტომ ყველა ის ადამიანი, რომელიც თქვენდამი ინტერესს ამჟღავნებს ან სიყვარულს გეფიცებათ, ეჭვშეუტანლად, კრეატიულია და საუცხოო წარმოსახვის უნარი აქვს!
წყარო: astrologi.ambebi.ge
მთვარის ჰოროსკოპი: 17 მარტი
მთვარის ჰოროსკოპი: 17 მარტი
კვირა, მთვარე გადის ლომის ზოდიაქოს
თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც;
მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას;
მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა;
არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ;
არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას;
კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ;
ამ დღეს კეთილი ადამიანები იბადებიან, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი შეხვდებათ.
მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს (გარდა ვაშლისა).
შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც.
მოერიდეთ ვარცხნილობის შეცვლას.
ამ დღის ქვებია: ყვითელი მარჯანი, ვარდისფერი მარგალიტი, ლაზურიტი.
დღის გაფრთხილება: მოერიდეთ ტირილს, დაღვრილი სითხე ან გატეხილი ჭურჭელი მარტოობასა და ტანჯვას მოასწავებს.

მთვარე ლომის ზოდიაქოში გადავა 03:57
მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 13:04

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ლომში
მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
მოერიდეთ ოპერაციებსა გულსა და ზურგზე.
უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება.
კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
გაამდიდრეთ რაციონი კურაგით, ქიშმიშით, ლეღვით (ან ჩირით), მწვანილით.
წყარო: astrologi.ambebi.ge
17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი ნუ ჩაიციკლებით უსიამოვნებაზე, დააფასეთ ის, რაც გაქვთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად.
კურო
ცვლილები ყოველთვის ცუდი არაა. წინასწარ ნუ ინერვიულებთ. მეტად გამოავლინეთ თქვენი დახვეწილი მანერები.

ტყუპი
სიახლეები გელით. თვალსაწიერის გაფართოებას შეძლებთ. არ ჩაერიოთ კამათში. მოსაზრებები თქვენთვის შეინახეთ.

კირჩხიბი
ნათესავებთან ერთად შეარჩიეთ ბინის დიზაინი. ახლობლების დახმარებით ახალ საქმეებში ჩაერთვებით.

ლომი
პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით კარგი საუზმე, მუსიკა, ფლირტი, დახვეწილი პარფიუმი. დახმარებისთვის ძველ ახლობლებს მიმართ.

ქალწული
ფინანსურ უსიამოვნებას მეგობრებს დახმარებით მოაგვარებთ. მოერიდეთ აგრესიის, უიმედობას გამოვლენას.

სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ რომანტიკული ურთიერთობის გაუმჯობესებას. გამონახეთ დრო კოსმეტიკური პროცედურებისთვის.

მორიელი
შეიკავეთ ემოციები, ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან.

მშვილდოსანი
აქტიური და პოზიტიური ხართ. მეგობრული ურთიერთობა შეიძლება რომანტიკულში გადაიზარდოს.

თხის რქა
დახვეწეთ მანერები, საქმეები, ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. არ იკამათოთ, შეინარჩუნეთ მეგობრული გარემო.

მერწყული
მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან. რომანტიკული ობიექტისგან სიმპათიას იგრძნობთ.

თევზები
სიახლეების გამო პანიკაში ნუ ჩავარდებით. სასიკეთესო ცვლილებები გელით ყველაფერში. გათავისუფლდებით მძიმე ტვირთისგან.
წყარო: astrologi.ambebi.ge
რომელი არომატი შეგეფერებათ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
რომელი არომატი შეგეფერებათ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ყოველწლიურად გაყიდვაში ათასობით ახალი სუნამო გამოდის. არომატებმა თავბრუ რომ არ დაგახვიოთ და სუნამო თქვენ გარდა გარშემო მყოფებსაც სიამოვნებდეთ, გავერკვეთ, რომელი არომატი რომელ ზოდიაქოს შეესაბამება.

ვერძი

იმპულსური და ვნებიანი ნიშანია. მკვეთრი სუნამო მას უფრო ყურადღებიანსა და მიზანსწრაფულს გახდის.
იდეალური არომატი: ციტრუსი (ბერგამოტი, ლიმონი, მანდარინი).
ეთერზეთები: პიტნა, ვარდი, დარიჩინი, სალბი, მიხაკი, სანდალოზი.
სუნამოს კოლოფი: ალუბლისფერ-წითელი.


კურო

მიზანდასახული და შეუპოვარი ნიშანია. სუნამო ჰარმონიულად უნდა მიესადაგებოდეს მის ბუნებას.
იდეალური არომატი: ყვავილების ტკბილი სურნელი (მაგნოლია, ჟასმინი).
ეთერზეთები: ლიმონი, პიტნა, დაფნა, ტუია.
სუნამოს კოლოფი: ან მკვეთრი წითელი, ან – მწვანე.



ტყუპს

ძალიან უჭირს სერიოზული საქმის შესრულება, მისი გონება მუდმივ "მოგზაურობაშია". იგი მსუბუქი, ჰაეროვანი ნიშანია და სუნამოსაც ასეთს ირჩევს.
იდეალური არომატი: ციტრუსი (ბერგამოტი, ლიმონი, მანდარინი).
ეთერზეთები: ევკალიპტი, ლავანდა, ფორთოხალი, ილანგ-ილანგი.
სუნამოს კოლოფი: ცისფერი, ან ღია ყვითელი.



თხის რქა

ზუსტად იცის რა სურს და მიზანმიმართულად მიდის თავისი მიზნისკენ. ის ხშირად იცვლის სუნამოს, მაგრამ უპირატესობას მაინც ცივ და მკვეთრ არომატებს ანიჭებენ.
იდეალური არომატი: ბერგამოტი, სანდალოზი, საკმეველი, ევკალიპტი, კვიპაროსი.
ეთერზეთები: პიტნა, ჟასმინი, სალბი, დარიჩინი.
სუნამოს კოლოფი: მუქი ლურჯი ან მწვანე.



მერწყული

ხიბლავს ყველაფერი ახალი და საინტერესო. მოძრაობა და თავგადასავალი – მისი სტიქიაა. მას მოსწონს ზღვისა და ციტრუსის სურნელი.
იდეალური არომატი: ფორთოხალი, ჯანჯაფილი, ფაჩული, ბერგამოტი.
ეთერზეთები: ჟასმინი, ილანგ-ილანგი, ლავანდა, სალბი, როზმარინი.
სუნამოს კოლოფი: ცისფერ-ვერცხლისფერი.



თევზები
მეოცნებე თევზებს სუნამოების კოლექცია აქვს და არომატებს განწყობილების მიხედვით ირჩევს. ყვავილების სურნელი რომანტიკული განწყობილების შექმნაში დაეხმარება, ციტრუსების – შემოქმედებით ნიჭს გაუღვიძებს.
იდეალური არომატი: ლავანდა, პიტნა, ლიმონი, ევკალიპტი, ფიჭვი.
ეთერზეთები: ბერგამოტი, ევკალიპტი, გრეიპფრუტი, სალბი, როზმარინი.
სუნამოს კოლოფი: პასტელის ფერებში.


კირჩხიბი
თუ მგრძნობიარე და მეოცნებე კირჩხიბის გულის მოგება გსურთ, ზღვის სურნელისა და აღმოსავლური სანელებლების არომატით გაჯერებული სუნამო მიართვით.
იდეალური არომატი: ყვავილებისა (იასამანი) და ხილის (ფორთოხალი)
ეთერზეთები: ბერგამოტი, ილანგ-ილანგი, ჟასმინი, ლავანდა.
სუნამოს კოლოფი: ხასხასა.



ლომი
ლომს ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს. სუნამოსაც ისეთს შეარჩევს, რომ გარშემო მყოფებს თავბრუ დაახვიოს.
იდეალური არომატი: ამბრა, მიმოზა, ფაჩული, როზმარინი.
ეთერზეთები: სალბი, ვარდი, სანდალოზი, ლიმონი.
სუნამოს კოლოფი: ყვითელი ან ოქროსფერი.



ქალწული
ქალწული პრაქტიკული და გამჭრიახი ნიშანია. მას მოსწონს კლასიკა. ელეგანტური და დახვეწილი სუნამოები. იზიდავს ცივი და ეგზოტიკური სუნამოები.
იდეალური არომატი: ვარდი, ჯავზი, ფორთოხალი, გარგარი.
ეთერზეთები: ევკალიპტი, სალბი, მანდარინი, საკმეველი.
სუნამოს კოლოფი: სწორი გეომეტრიული ფორმის, მწვანე ან ლურჯი.
წყარო: astrologi.ambebi.ge
რა ფერის თმა მოგიხდებათ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
რა ფერის თმა მოგიხდებათ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
როგორც მოდის ასტროლოგები ამტკიცებენ, ადამიანის სახასიათო შტრიხებიდან გამომდინარე თმის ფერი, ფორმა და ვარცხნილობაც ზოდიაქოს ნიშანთანაა მჭიდრო კავშირში. ამიტომ სანამ თმის ფერის შეცვლას დააპირებთ, ურიგო არ იქნება გაეცნოთ ასტროლოგის რჩევებს, როგორი ტონალობის მქონე თმაა თქვენთვის ყველაზე უფრო მისაღები.

ვერძი ქალის აქტიურ ხასიათს ბაცი ჭღალი, წითური, ან მკვეთრი ქერა თმა შეეფერება.

კუროს ბუნებრივი ტონალობები უხდება – ღია ყავისფერი, თაფლისფერი, შოკოლადისფერი.

ტყუპმა სასურველია წაბლისფერი აირჩიოს. მას ასევე ძალიან დაამშვენებს მუქი სპილენძისფერი თმა.

კირჩხიბებს ასტროლოგები მელირებული თმის ტარებას ურჩევენ. ტონალობა კი თავად აარჩიეთ – დაწყებული მოყავისფრო გამით, დამთავრებული გაიავებული ბოლოებით – ყველაფერი მოგიხდებათ.

ლომს ერთმნიშვნელოვნად ქერა თმაზე ურჩევენ არჩევანის შეჩერებას ასტროლოგები. ამასთან ერთად, ქერა თმის უამრავი ელფერიდან ყველაზე საუკეთესო ლომისთვის ოქროსფერი, კარამელისფერი ან ფორთოხლისფერი ქერა იქნება.

ქალწულს ბუნებრიობა ხატავს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით
დაბადებულ ქალებს მუქი წაბლისფერი, შავი ან ნატურალური ყავისფერი თმა უხდებათ ყველაზე მეტად.

სასწორის ტონალობა კი ხორბლისფერი ან ჟღალი-ქერაა. მას ასევე დაამშვენებს მოკა-შოკოლადისფერი ფერის თმა.

მორიელი ვნებიანი და აქტიური ქალია. ამიტომ მისი "ფატალური იმიჯის" ხაზგასასმელად ასტროლოგები ორ ფერს – მუქ შავს ან მკვეთრ წითელს ურჩევენ.

მშვილდოსანს კი ბავშვური ხასიათის ხაზგასასმელად თაფლისფერი, რძიანი კაკაოსფერი ან ღია ყავისფერი თმა დაამშვენებს.

თხის რქის კონსერვატორულ ხასიათს ყველაზე უკეთ ერწყმის მოლურჯო-შავი, მუქი ყავისფერი ან ბაცი შოკოლადისფერი თმა.

ხოლო მერწყული ვარცხნილობაში, ისევე როგორც ზოგადად ცხოვრებაში ექსპერიმენტების დიდოსტატია. ამიტომ მას უფლება აქვს ატაროს ნებისმიერი ექსცენტრიკული ფერი – დაწყებული იასამნისფერით, დამთავრებული ფოსფორისფერითა და ელექტრიკი ლურჯით.

დაბოლოს, თევზებისთვის ბაცი ყავისფერი, ჩალისფერი ან "ომბრეს" ტიპის ვარცხნილობა გაიმეტეს ასტროლოგებმა.
წყარო: astrologi.ambebi.ge
16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი ყველა ვალდებულებას მარტივად გაართმევთ თავს თუ მომზადებული და დაკვირვებული იქნებით. მეტად დაეხმარეთ ახლობლებს.
კურო
დღეს დახმარებას უცხო ადამიანებისგანაც კი იგრძნობთ. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. მშვიდად მოაგვარეთ საოჯახო უსიამოვნებები.

ტყუპი
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულება. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ნუ აჰყვებით განწყობის ცვლილებებს.

კირჩხიბი
ენერგიული და საქმიანი ხართ. საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. საკუთარი სიმართლე დიპლომატიურად დაამტკიცეთ, შეინარჩუნეთ სულიერი სიმშვიდე.

ლომი
კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებად, მაგრამ ახლებს ნუ დაიწყებთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. ეცადეთ, არ გაამხილოთ საიდუმლოებები.

ქალწული
აქტიური პარტნიორის დახმარებით ყველა საქმეს მარტივად მოაგვარებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა
იმ ადამიანებთან, ვინც რთულ მომენტში დაგხმარებიათ.

სასწორი
სწრაფად და დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ. არ იზარმაცოთ, არ გადადოთ დღეს შესასრულებელი საქმეები მომავლისთვის. ზოგიერთს მივლინება ელის.

მორიელი
გარშემო მყოფებში თქვენი ავტორიტეტი მოიმატებს. წარმატება ელით სარეკლამო სფეროში მომუშავეს. აგრეთვე, სპორტსმენ ნიშნებს.

მშვილდოსანი
სამსახურის საქმეებს საოჯახო ვალდებულებები უნდა შეუთავსოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს.

თხის რქა
სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. შემოიკრიბეთ ენერგიული ადამიანები. სარფიან შემოთავაზებას მიიღებთ. შეურიგდით თქვენზე განაწყენებულ ადამიანებს.

მერწყული
ზოგიერთი დამატებითი შემოსავლის ძებნას შეუდგება. ფული შეიძლება დაგეხარჯოთ გადაუდებელ საყიდლებზე, სხვების დასახმარებლად.

თევზები
საინტერესო საქმიანობაში ჩაერთვებით. მეტად გამოავლინეთ თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები. საღამოს შეიძლება აგისრულდეთ სურვილი.
წყარო: astrologi.ambebi.ge
ქალები, რომელთა ,,მორჯულება" შეუძლებელია და კაცს მუდამ პრობლემებს უქმნიან
ქალები, რომელთა ,,მორჯულება" შეუძლებელია და კაცს მუდამ პრობლემებს უქმნიან
ქალები იმის მიხედვით, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებიან გამოირჩევიან ხასიათის განსხვავებული თვისებებით.
ამიტომ ერთნი თუ მარტივად ახერხებენ მამაკაცებთან ურთიერთობის გაბმას და ასეთივე სიიოლით ქმნიან ოჯახს, ვიღაცის ცხოვრებაში ბოლო არ უჩანს დრამატულ რომანებსა და პარტნიორების ცვლას... დღეს გვინდა ზოდიაქოს სამი ყველაზე რთული ხასიათის ქალი გაგაცნოთ. ისინი, ვისი ატანაც მამაკაცებს ძალიან უძნელდებათ, თუმცა ასეთი ქალის შეყვარება და მერე მისი დავიწყება ძალიან ძნელია მამრობითი სქესის წარმომადგენლისთვის...

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს ვერძ ქალს აიძულებს იყოს ლიდერი ყველგან, მათ შორის პირად ურთიერთობებშიც. რაც ძლიერი სქესის ბევრი წარმომადგენელისთვის დამთრგუნველია. ქალი ვერძი უზომოდ სექსუალური, ეფექტური და თამამია. იგი ხშირად თვითონ უხსნის ხოლმე კაცს სიყვარულს და არ ელოდება, როდის გადმოდგამს ნაბიჯს ეს უკანასკნელი მისკენ. როგორც წესი, ასეთი ქალები მიდრეკილი არიან პარტნიორის ცვლისკენ, იმიტომ რომ მათ წარმოდგენას მამაკაცურობასა და ვაჟკაცურობაზე ძალიან ცოტა თუ აკმაყოფილებს. ძლიერი სქესის წარმომადგენლები ძნელად ახერხებენ ფეხი აუწყონ ქალი ვერძის ცეცხლოვან ტემპერამენტს. სამაგიეროდ, თუკი მაინც ახერხებენ ამას, ვერძისგან იდეალური ცოლი, კარგი დე
და და ერთგული მეგობარი დგება.

ლომი - თანდაყოლილი მოთხოვნილება - იყოს ყველგან ლიდერი, იბრწყინოს და ყველა მას ეთაყვანოს, ლომი ქალის ხასიათში დედოფლურ თვისებებს აყალიბებს. ეს ადამიანი დაჯილდოებულია საკუთარი თავის გასაოცრად მაღალი რწმენით, რის გამოც ხშირად ზემოდან უყურებს ხოლმე ძლიერი სქესის წარმომადგენლებს და აიძულებს მათ მისი გულის მოსაგებად ათასგვარი თავზეხელაღებული საქციელი ჩაიდინონ. ქალი ლომი ყოველთვის ელეგანტური, დახვეწილი და შეუდარებელია. მისი ვიზუალური იმიჯი უნაკლოა. რის გამოც ბევრი კაცი კომპლექსდება ამ ქალთან ურთიერთობის დაწყებისას. გარდა ამისა, ლომს ძლიერი, გამბედავი და სოლიდური მამაკაცები იზიდავს, შესაბამისად, შეუფერებელ პარტნიორთან ყოფნას ურჩევნია სულაც მარტო იყოს ცხოვრებაში. იგი მაქსიმალისტია და მისი დევიზია "ყველაფერი ან არაფერი - მხოლოდ საუკეთესო"!

მორიელი - ჩამოთვლილთაგან ყველაზე რთული ხასიათით დააჯილდოვა ბუნებამ. მორიელი ქალი მამაკაცური ენერგეტიკის სიჭარბით გამოირჩევა, ამასთან ერთად არის საოცრად მაცდუნებელი, ქალური და სუპერსექსუალური. თუმცა, ხასიათის ისეთი თვისებების გამო როგორიცაა: ეჭვიანობა, უხეშობა, მწარე ენა, ცინიზმი და მაქსიმალისტური დამოკიდებულება სიყვარულში, იგი ხშირად დგება პრობლემების წინაშე მამაკაცებთან ურთიერთობაში. ქალი მორიელი ნებისმიერი კაცისთვის საოცნებო ქალია სექსუალური კუთხით, თუმცა ბევრს არ ყოფნის გამბედაობა და მოთმინება ერთ ჭერქვეშ იცხოვროს მასთან ერთად, იმიტომ რომ მორიელი სამართლიანობის მძაფრი გრძნობით გამოირჩევა და კაცებს არასოდეს პატიობს სისუსტეს ან ორგულობას. სამაგიეროდ, თუკი მამაკაცმა მისი ნდობა და სიყვარული დაიმსახურა, ქალი მორიელი მართლაც, რომ "კუბოს კარამდე" უერთგულებს ამ უკანასკნელს.
წყარო: astrologi.ambebi.ge
მთვარის ჰოროსკოპი: 15 მარტი
მთვარის ჰოროსკოპი: 15 მარტი
პარასკევი, მთვარე გადის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში.
თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები.
კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის.
ცუდია დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის.
სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ.
ამ დღეს მოაგვარეთ საჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი.
ამ დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება.
კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად.
მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას.
მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას.
გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება.
კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის.
ამ დღეს დაბადებულ ადამიანს უყვარს მოგზაურობა, ტურისტული ლაშქრობები. ძლიერი პიროვნებაა, ენერგიული. უნდა ეცადოს მეტი სიკეთე მოუტანოს ხალხს, ყველაფერ ცუდზე ყურადღება არ გაამახვილოს.
თავი შეიკავეთ თმის შეჭრისგან.
ამ დღეს ატკივებული ძვლები, მკერდი ადამიანის შინაგან პრობლემებზე მიუთითებს.
ამ დღის ქვებია: ქარვა, ქრიზოლითი.

მთვარის მეათე დღე დაიწყება 11:03

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე კირჩხიბში
ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.
ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ.
ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.
წყარო: astrologi.ambebi.ge
15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი მხოლოდ ის საქმეები შეასრულეთ, რაც შედეგს დღესვე მოგიტანთ. მხიარული წვეულების გამო არ შეიცვალოთ დღისა და ძილის რეჟიმი. გამონახეთ დრო საოჯახო საქმიანობისთვის; შეასრულეთ მშობლების მითითებები.
კურო
არ გაართულთ ურთიერთობა კოლეგებთან. ზოგიერთი შეგიძლიათ შინაც მიიპატიჟოთ. გამონახეთ დრო ნათესავებთან და შვილებთან ურთიერთობისთვის. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ უქმეები.

ტყუპი
საოჯახო საქმეების შესრულება სიამოვნებას მოგანიჭებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან, შვილებთან. დაეხმარეთ მათ პრობლემების მოგვარებაში. საღამოს შინ მეგობრები მიიპატიჟეთ.

კირჩხიბი
მშვიდი, სტაბილური დღე გელით. გარშემო საიმედო ადამიანი გყავთ და მათი დახმარებით სიტუაციასა და პრობლემებში სწრაფად გაერკვევით. საღამოს სულიერად და ფიზიკურად დაისვენეთ.

ლომი
მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გაგიტაცებთ კულინარია და არატრადიციული მკურნალობის მეთოდი. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
გარშემო მყოფები მზრუნველობითა და ყურადღებით აგავსებენ. გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი, რომელიც უსიამოვნებების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ახლობლების მიმართ მეტად თბილი იყოთ.

სასწორი
კარგი დღეა დასვენებისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ საოჯახო-საყოფაცხოვრებო საკითხები. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. არ ჩაერიოთ იმ საქმეებში, რომლებიც თქვენ არ გეხებათ.

მორიელი
საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ და საქმეების მოგვარება დამოუკიდებლადაც არ გაგიჭირდებათ.
ერთგული ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
ნუ მოაჩვენებთ ადამიანებს თავს, თითქოს ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ხართ. მშვიდად შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები და ეცადეთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, განსაკუთრებით, თუ უქმეების გატარება ქალაქგარეთ გაქვთ გადაწყვეტილი.

თხის რქა
დიპლომატიური და რომანტიკული ხართ. შეიძლება უცხოელი ადამიანის მიმართ იგრძნოთ სიმპათია. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

მერწყული
საქმეებსა და ურთიერთობაში მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის საკითხებს; შინაური ცხოველების მოვლას. აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები.

თევზები
ნუ გაართულებთ საქმეებს, ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. ყველაფერში დაიცავით ზომიერება. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge
მთვარის ჰოროსკოპი: 14 მარტი
მთვარის ჰოროსკოპი: 14 მარტი
ხუთშაბათი, მთვარე გადის კირჩხიბის ზოდიაქოს
რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ.
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას.
ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი.
არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა.
კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად.
აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ.
შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან.
ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი დიდხანს იცოცხლებს, მაგრამ ზედმიწევნით უნდა გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას.
კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება.
ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
ვარცხნილობის შეცვლა სხვა დღისთვის გადადეთ.
ამ დღის ქვებია: შავი მარგალიტი, ალექსანდრიტი, ტოპაზი.
დღის გაფრთხილება: მოერიდეთ სარკეში ყურებას.

მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 10:17
მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს 23:50

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე კირჩხიბში
ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.
ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ.
ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.
წყარო: astrologi.ambebi.ge
ზოდიაქოს რომელი ნიშნები ქმნიან ჰარმონიულ და სტაბილურ ოჯახებს?
ზოდიაქოს რომელი ნიშნები ქმნიან ჰარმონიულ და სტაბილურ ოჯახებს?
ალბათ ნებისმიერ ადამიანს აქვს სურვილი და მისწრაფება, რომ ჰარმონიური ოჯახი შექმნას და პარტნიორთან თანაცხოვრება მაქსიმალური თანხმობისა და სიმშვიდის ფონზე წარმართოს. თუმცა, ადამიანები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ინდივიდები არიან. შესაბამისად, ხშირად ხდება ისე, რომ ერთი შეხედვით პერსპექტიულად დაწყებულ ოჯახურ კავშირს, მალე კონფლიქტები და გაუგებრობები უთხრის ძირს... ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ იმას თუ რამდენად აქვს ადამიანს ტიპური მეოჯახის თვისებები და შესაბამისად, რამდენად ჰარმონიულად ახერხებს იგი ლავირებას პარტნიორულ ურთიერთობაში, ხშირად ზოდიაქოს ნიშნის მთავარი მახასიათებლებიც განაპირობებს... გთავაზობთ ზოგად სტატისტიკას:

ვერძების უმეტესობას უჭირს მშვიდი და ჰარმონიული ოჯახის შექმნა. იმიტომ რომ, მათი ინტერესები უფრო კარიერული მიღწევებისკენაა მიმართული. მეტ-ნაკლებად მშვიდი კავშირი შესაძლებელია მათთვის კუროს, ლომის, მერწყულის ნიშნით დაბადებულ პარტნიორთან.

კუროები ხშირ შემთხვევაში ბრწყინვალე მეოჯახეები გამოდიან. ქალებიც და კაცებიც პრიორიტეტს ანიჭებენ ოჯახს და მის ინტერესებს. კარგია მათთვის თხის რქა, კირჩხიბი, ქალწული პარტნიორი.

ტყუპები ცვალებადი ხასიათით გამოირჩევიან. ამიტომ ოჯახს რამდენჯერმეც კი ქმნიან. მათთვის რთულია ხანგრძლივი ვადით რუტინის ატანა. კარგი პარტნიორი ტყუპისთვის შეიძლება იყოს სასწორი, მერწყული, ლომი, მშვილდოსანი.

კირჩხიბები მოწოდებითა და სულით მეოჯახეები არიან, ამიტომ მათგან
შესანიშნავი მეუღლეები გამოდიან. იდეალურად უგებს კიბო ქალწულს, თევზებს, თხის რქას, კუროს.

ლომს მუდმივად სიყვარული სწყურია, ამიტომ ხშირად ანგრევს ოჯახს და ეძებს ახალ რომანტიკულ თავგადასავლებს. მისთვის კარგი პარტნიორია ვერძი, სასწორი, მშვილდოსანი, ტყუპი.

ქალწული ძნელად მიდის დაოჯახების გადაწყვეტილებამდე. მაგრამ თუ დაოჯახდა, იდეალური და მზრუნველი მეორე ნახევარი ხდება. მისთვის კარგია კუროსთან, თხის რქასთან, კირჩხიბთან კავშირი.

სასწორი მერყევი და არცთუ სტაბილური პარტნიორია. სირთულეებს გაურბის, როგორც წესი. მისთვის კარგია მერწყულთან, ლომთან, ტყუპთან და მშვილდოსანთან ურთიერთობა.

მორიელი აღმერთებს, როცა სიტუაციას მართავს. ოჯახი მისთვის საიმედო ციხესიმაგრეა და მართვის სადავეები ყოველთვის მყარად უჭირავს ხელში. მისთვის კარგია თხის რქასთან, კირჩხიბთან, თევზებთან კავშირი.

მშვილდოსანი ყველაზე ნაკლებადაა მიდრეკილი ქორწინებისკენ. შესაბამისად, ოჯახური ვალდებულებები მისთვის ძალზე მომაბეზრებელი და მძიმეა. მისთვის კარგია მერწყული, ტყუპი, სასწორი ან ლომი პარტნიორი.

თხის რქა იდეალური მეოჯახე და მზრუნველი მეორე ნახევარია. თუმცა დაოჯახებამდე დიდხანს იღებს ამ გადაწყვეტილებას. მისთვის კარგია მორიელი, კურო, ქალწული ან კირჩხიბი პარტნიორი.

მერწყულს ნებისმიერი სახის ვალდებულებები აშინებს. ამ მხრივ ყველაზე მეტად ეშინია მას ქორწინების. მისთვის კარგია ტყუპი, სასწორი, ვერძი ან მშვილდოსანი პარტნიორი.

თევზები ვალდებულებებს არ გაურბის, მაგრამ ურჩევნია, ეს ვალდებულებები სხვას გადააბაროს. ამიტომ მათთვის უფრო მყარი ფსიქიკის მქონე და ყოჩაღი პარტნიორია მიზანშეწონილი. კარგია თხის რქა, მორიელი, ლომი ან კურო.
წყარო: astrologi.ambebi.ge
14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი დილა ინფორმაციების გაცვლას, საქმიან შეხვედრებს დაუთმეთ. არ აურიოთ ერთმანეთში საქმიანი და სასიყვარულო ურთიერთობები. გამონახეთ დრო ექიმთან ვიზიტისთვის.
კურო
დღის განმავლობაში რამდენიმე საქმის შესრულება მოგიწევთ. მოერიდეთ ხელშეკრულებების, დოკუმენტების გაფორმებას. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ რომანტიკული უქმეები.

ტყუპი
დილიდანვე შეუდექით დაკისრებული საქმეების შესრულებას. შეიძლება მკაცრი კონტროლის ქვეშ მოგიწიოთ მუშაობამ. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საბინაო საკითხები.

კირჩხიბი
მნიშვნელოვანი საკითხები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. ნუ შეუშინდებით სირთულეებს. ყველა დაბრკოლებას მარტივად გადალახავთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია გაურკვევლობა საქმეებში, ურთიერთობაში, დოკუმენტებში.

ლომი
თუ დაიწყეთ საქმეები კეთება, ბოლომდე მიიყვანეთ. ზოგიერთს დაუგეგმავი მივლინება, საქმიანი შეხვედრა ელის. მზად იყავით სამსახურებრივი და საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად.

ქალწული
დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ. კარგი დღეა პირადი ცხოვრების დასალაგებლადაც. საღამოს მოიმატებს ინტუიცია. შეიძლება რთული სიტუაციიდან გამოსავალი ინტუიციაზე დაყრდნობით, გამოცდილებით ან გამართლებით იპოვოთ.

სასწორი
კოლეგებთან ერთად განიხლეთ ახალი იდეები. შეიძლება სერიოზული შეცდომები აღმოაჩინოთ; შეიძლება აზრთა სხვადასხვაობის გამო ზოგიერთი თანამოაზრე გამოგეთიშოთ საქმიდან. აქტიური ნიშნები იდეების განხორციელებას დამოუკიდებლადაც შეძლებენ.

მორიელი
ნუ ხართ გარშემო მყოფებისდამი ზედმეტად მკაცრი. მოსალოდნელია დაძაბული ურთიერთობა უფროსთან, მშობლებთან, შვილებთან. სხვა დღისთვის
გადადეთ გულითადი საუბრები.

მშვილდოსანი
გაფრთხილდით, შეფერხებაა მოსალოდნელი კომუნიკაციისგან, მგზავრობისას. შეიძლება წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგთხოვონ. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა
დილა სამსახურებრივი და საოჯახო ვალდებულებების შესრულებას დაუთმეთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები და არა აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ინიციატივა. შეიძლება ჩამოიცილოთ ის ტვირთი, რომელიც განვითარებში, წინსვლაში გიშლიდათ ხელს. ზოგიერთი უფრო რომანტიკული და მეოცნებე გახდება.

მერწყული
შეიძლება კრიტიკის ობიექტი ან უსიამოვნო საუბრის მონაწილე გახდეთ. საღამო მეგობრულ გარემოში გაატარეთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან.

თევზები
ნაყოფიერი დღე გელით. მარტივად შეასრულებთ რთულ საქმებსაც კი. ეცადეთ, არ იზარმაცოთ და თუ დაგჭირდებათ, დახმარებისთვის მეგობრებს მიმართოთ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ერთად დაგეგმეთ მომავალი.
წყარო: astrologi.ambebi.ge
მთვარის ჰოროსკოპი: 13 მარტი
მთვარის ჰოროსკოპი: 13 მარტი
ოთხშაბათი, მთვარე გადის ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში.
ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ.
კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად.
კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად.
ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი.
სხვა დღისთვის გადეთ ქორწინება და ნიშნობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი შრომისმოყვარე და ნიჭიერია. არ ეყვარება ფიზიკური დატვირთვა. მისგან კარგი მსახიობი დადგება.
მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
კარგი დღეა თმის შესაჭრელად.
ამ დღის ქვებია: მორიონი და ქრიზოლითი.

მთვარის მერვე დღე დაიწყება 9:42

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ტყუპში
მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე.
ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. "მოწევის ადგილებს". გაანიავეთ ოთახი.
აგრეთვე შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.
მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით.
წყარო: astrologi.ambebi.ge
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი (11-17 მარტი)
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი (11-17 მარტი)

გაინტერესებთ რას გიმზადებენ ვარსკვლავები? როგორ უნდა მოიქცეთ ან რისთვის იყოთ მზად? მაშინ გაეცანით კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს.

მშვილდოსანი

თქვენი პირადი ცხოვრება შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.
ცვლილებებს საფუძველს ჩაუყრის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ამ კვირაში მიიღებთ.
ელოდეთ სხვებისგან ზეწოლასა და თქვენით მანიპულაციის სურვილს.
ამ კვირაში მოსალოდნელია პარტნიორული კავშირის დამყარება ან ბიზნესის წამოწყება მამაკაცთან ერთად. ვერ მოახერხებთ ჩამოწერილი გეგმების სრულად განხორციელებას. ამ პერიოდში მოგიწევთ არაერთ კომპრომისზე წასვლა. მშობელი მშვილდოსანი შვილის შესახებ საიდუმლოს შეიტყობს. 
Astrologia


ვერძი

ამ კვირაში აქტიურად გექნებათ ურთიერთობა ახალაზრდასთან, რომელიც ცხოვრობს ან მუშაობს სხვა ქალაქში.
თქვენი ოჯახის წევრი ან მეგობარი გაიგებს რომ ორსულადაა, შესაძლოა სანაცნობო წრეში ვინმეს შვილი შეეძინოს. მოგიწევთ ისეთ დოკუმენტს გაეცნოთ ან ისეთი ფურცლები მოიძიოთ, რომელიც თქვენს შვილთანაა დაკავშირებული. ამ კვირაში თქვენზე ასაკით უფროსი ქალი მოგცემთ დაპირებას ან შემოგთავაზებთ საქმის ერთად წამოწყებას, არ დაუჯეროთ და არ დათანხმდეთ. ასევე, მოერიდეთ ფულის გაცემას. ვერძები, რომლებმაც 35 წელს გადააბიჯეს, ამ პერიოდში იმაზე მეტ თანხას დახარჯავენ, ვიდრე ჩვეულებრივ. 
Astrologia

მერწყული

შეიტყობთ არც თუ ისე სასიამოვნო ინფორმაციას ან შემაშფოთებელი ფაქტის მონაწილე გახდებით. ამ კვირაში მოახერხებთ გააფორმოთ ხელშეკრულება, ან ხელი მოაწეროთ დოკუმენტს, რომელიც ფინანსურ კეთილდღეობას გპირდებათ და მართლაც, თქვენი ოჯახისთვის კეთილდღეობის მომტანი იქნება. თქვენს ერთ-ერთ ოჯახის წევრს შესთავაზებენ შემოსაბლიან სამსახურს. ქალი მერწყულები ფრთხილად უნდა იყვნენ მამაკაცთან, რომელიც გამუდმებით აკრიტიკებს მათ. ეს ადამიანი სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. 
Astrologia


ქალწული

გასულ კვირას დადებული პირობების შესრულება მოგიწევთ. დაუსრულებელ საოჯახო საქმეებს მიუძღვნით ამ პერიოდს. შესაძლოა დაიღუპოს ადამიანი, რომელსაც კარგად იცნობდით, თუმცა ოჯახის წევრი ან ახლო მეგობარი არ არის. კარგი პერიოდია მგზავრობისა და გადაადგილებისთვის. თუ დიდი ხნის განმავლობაში ფეხს ითრევდით, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გინდოდათ მოგზაურობა, თამამად ჩაალაგეთ ბარგი. თუ სხვა ქალაქს ესტუმრებით მეგობრის სანახავად, დაიტვირთებით სასიამოვნო ემოციებით და შეიძენთ პოზიტიურ გამოცდილებას. 
Astrologia



თხის რქა

ამ კვირაში დაკავებული იქნებით სახლშიც და სამსახურშიც. ზოგიერთ თხის რქას შეექმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. რთული კვირა იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაჭრობას ან უძრავი ქონების შეძენას ცდილობს. შუა ხნის ქალის ცხოვრებაში განვითარებული მოვლენები თქვენს შეშფოთებას გამოიწვევს. ამ ნიშნით დაბადებულს დასჭირდება ადვოკატის დახმარება. ამ კვირაში ნურაფერს მოაწერთ ხელს. 
Astrologia




სასწორი

11-17 მარტის შუალედში ნუ შეეცდებით, თქვენი გავლენის ქვეშ მოაქციოთ ახლო მეგობრების ან ოჯახის წევრები. ეს გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მცდელობა ცუდ შედეგს მოიტანს, რომლის წინასწარმეტყველებასა და გათვლას ვერ მოახერხებდით. ძალიან ბევრი სამუშაო გექნებათ, ამიტომ გაგიჭირდებათ დროის გამოყოფა პირადი ურთიერთობებისა და გართობისთვის. თქვენს გარემოცვაში არსებობს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ძალიან ცდილობს თქვენს დახმარებას კარიერული კუთხით. მდედრობითი სქსეის წარმომადგენელ სასწორს ჩართავენ აქტივობაში, ღონისძიებაში, რომელიც ცნობადს გახდის. 
Astrologia


ტყუპი

თუ ოჯახის წევრთან პრობლემები გაქვთ, ამ კვირაში ურთერთობის დასტაბილურებას შეძლებთ. ოჯახში მოსალოდნელია ცვლილებები. ბევრ ტყუპს დაასაჩუქრებენ, რაც სასიამოვნო სიურპრიზი იქნება
მისთვის. ამ ნიშნით დაბადებული მარტოხელა ადამიანი ახალ სასიყვარულო ურთიერთობას წამოიწყებს. ამ კვირაში ელოდეთ მამაკაცთან ბიზნესპარტნიორობის პოზიტიურ განვითარებას. თუ ქალი ხართ, რომელიც ფინანსურად







მიბმულია ასაკით უფროს მანდილოსანზე, ელოდეთ სერიოზულ საუბარს თქვენს მომავალთან დაკავშირებით.
Astrologia


მორიელი

ამ კვირაში თქვენი მთავარი ამოცანა კონფლიქტების მოგვარება იქნება. მოახერხებთ იმ იდეების რეალიზებას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტრიალებდა თქვენს გონებაში, ამ პროცესში მეგობარი ან შეყვარებული მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. გაგიჩნდებათ სურვილი საძინებლისთვის ან სახლისთვის რაიმე ნივთი შეიძინოთ. ნუ დაიტვირთავთ თავს იმ ვალდებულებებით, რომლებსაც დიდი ალბათობით თავს ვერ გაართმევთ. 
ამ პერიოდში გამოჩნდება ძველი მეგობარი, რომელიც თითქმის დაგავიწყდათ.  არ ეკინკლაოთ შეყვარებულს.
Astrologia



თევზი
ამ კვირაში დიდ დროს დაუთმობთ საოჯახო საქმეებს. შეუფერებელი პერიოდია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ კვირაში მეგობრის დახმარება დაგჭრიდებათ და ის უარს არავითარ შემთხვევაში არ გეტყვით. ასევე, შესაძლებელია მოგიწიოთ ძველად დადებული პირობის შესრულება, რასაც სხვისი თანამონაწილეობის გარეშე ვერ შეძლებთ. ბევრი თევზი სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდება, რომელიც სწრაფად მოქმედებასა და აზროვნებას მოითხოვს. თქვენ გარემოცვაში ერთ-ერთი მამაკაცი დიდ წარმატებას მიაღწევს, რაც ძალიან გაგახარებთ. ნუ დაჯდებით საჭესთან. 
Astrologia


კირჩხიბი

ზოგიერთი კირჩხიბის სასიყვარულო ურთიერთობას ამ კვირაშ ბიზნესკავშირი  გაამყარებს, სწორად მიხვდით, საყვარელ ადამიანთან ერთად საქმეს წამოიწყებთ. მოსალოდნელია კონფლიქტი ქალთან, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდათ. ამ კვირაში საფუძველი ჩაეყრება პირადი ურთიერთობის განვითარებას, ახალ საფეხურზე გადასვლას. 
Astrologia


ლომი
ამ კვირაში ლომს ხელს სთხოვენ ან შესთავაზებენ სარფიან საქმეში ჩართვას, რომელიც მომავალში დიდ ფინანსურ მოგებას მოუტანს. ამ პერიოდში თავიდან აირიდებთ პრობლემებსა და გაუგებრობებს. ბევრმა ლომმა გააცნობიერა, რომ ზოგჯერ დინებას უნდა მიჰყვეს და მოვლენების განვითარებას დააკვირდეს, ნაცვლად იმისა რომ თავგამოდებით იბრძოლოს და ენერგია ხარჯოს იმაზე, რაც მაინც არაფერს შეცვლის. ეს ცხოვრებისეული გაკვეთილი 11-იდან 17-მარტამდე ნამდვილად გამოადგება ამ ნიშნით დაბადებულს. 
Astrologia


კურო
ამ კვირაში მიიღებთ შთამბეჭდავ გამოცდილებასა და ძლიერ ემოციებს. შესაძლოა დაკარგოთ სამსახური, მეგობარი ან ცხოვრების მეგზური. ასევე, დაასრულებთ პროექტს, რომელზეც დიდხანს მუშაობდით, მაგრამ დაგაკმაყოფილებთ თუ არა მიღებული შედეგი, ეს მხოლოდ თქვენს შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული. ელოდეთ გაუთვალისწინებელ პრობლემებსა და სიტუაციებს, საიდანაც თავის დაძვრენა მოგიწევთ. არ მოგაკლდებათ შფოთი და სანერვიულო. ახალგაზრდა მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებს ჩაუყრის საფუძველს. 
Astrologia


წყარო: astrologi.ambebi.ge
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი ბიზნესის განვითარების საშუალება მოგეცემათ. მეუღლეს გადაუნაწილეთ ოჯახური ვალდებულებები. გამონახეთ დრო შვილებთან ურთიერთობისთვის. განსაკუთრებით, თინეიჯერებთან.
კურო
თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ პრობლემები და გამოსავალსაც მიაგნებთ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობს ოჯახის წევრებთან, თამამად გამოთქვით თქვენი პრეტენზიები. მეტად გაუგეთ შვილებს.

ტყუპი
იდეების გაცვლის დღეა. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ელექტრონიკისა და ტექნიკისადმი. შეიძლება ტრენინგკურსებზეც ჩაეწეროთ. ნუ იკამათებთ უფროსთან, კოლეგებთან.

კირჩხიბი
გადახედეთ ფინანსებს, ჩამოწერეთ ბიუჯეტი. შეიძლება ბევრ ფულს ხარჯავთ უსარგებლოდ. გადაამოწმეთ კლიენტთა ბაზა და გააუმჯობესეთ მათთან ურთიერთობა. კარგი დღე ელით ინფორმაციებთან მომუშავე ნიშნებს.

ლომი
გარშემო მყოფების ღირსებასა და ნაკლს ადვილად გამოავლენთ. საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან.

ქალწული
რთული საქმეების შესრულება მოგიწევთ. ეცადეთ, დაკვირვებული იყოთ, რომ არაფერი გამოგეპაროთ. შეიძლება გართულდეს კომუნიკაცია, გაფუჭდეს კომპიუტერი. ნუ გაართულებთ ურთიერთობას უფროსთან, კოლეგებთან.

სასწორი
თუ საქმეებში წარმატების მიღწევა გსურთ, მენეჯერის, შუამავლის როლი უნდა მოირგოთ. მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური
საკითხების მოგვარებას. ნუ შეიძენთ ელექტრონივთებს. შეიძლება თანამოაზრეებისა და სპონსორებისგან იმედგაცრუებული დარჩეთ.

მორიელი
ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა. იყავით მეგობრული იმ ადამიანებთან, ვისზეც თქვენი კარიერაა დამოკიდებული. ნუ იკამათებთ სამართალდამცველებთან. საქმიან პარტნიორებს ფარული შეხვედრა დაუთქვით.

მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან, მეგობრებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. შეიძლება გართულდეს ურთიერთობა უცხოელებთან, უცხოელ პარტნიორებთან. ნუ გამეგზავრებით შორ მანძილზე.

თხის რქა
ნუ ხართ დაძაბული, ყველაფერი მშვიდად მოგვარდება. იყავით დაკვირვებული და თავშეკავებული გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. ნუ გაიჩენთ ახალ მეგობრებს, არ დაიწყოთ ახალი რომანი.

მერწყული
თქვენი სიტყვა და ქმედება გააზრებული უნდა იყოს. შეიძლება თავი ისე თავისუფლად ვერ იგრძნოთ, როგორც გინდოდათ. მოსალოდნელია დაპირისპირება უფროსთან, პარტნიორთან.

თევზები
ყველა სიტუაციაში ეძებეთ მხოლოდ დადებითი მომენტები. შეიძლება საყვარელი საქმიანობის შეწყვეტამ მოგიწიოთ ან ექიმთან ვიზიტი გახდეს საჭირო. იმუშავეთ დაკვირვებულად და არ გადააცილოთ დათქმულ ვადას.
წყარო: astrologi.ambebi.ge
რომელ დრაკონს მართავთ, ძველი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით?
რომელ დრაკონს მართავთ, ძველი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით?

ძველი ჩინური ლეგენდის თანახმას, ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დრაკონს მართავს. გაინტერესებთ, რომელი დრაკონი გემორჩიელბათ?


ვერძი

ვერძი მართავს დრაკონს, რომელიც სტიქიურ მოვლენებს განაგებს. მას შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი ჭექა-ქუხილი, დასცეს მეხი, მოუხმოს დელგმას, სეტყვასა და ქარს. ეს დრაკონი ცეცხლის ნაცვლად 
ელექტროენერგიას აფრქვევს და მომენტალურად ანადგურებს ყველაფერს.


 


Astrologia


კურო

კურო მართავს დრაკონს, რომელიც ქვებს, მეტალებსა და  მინერალებს
იცავს, სწორედ ამიტომ კუროს ხელეწიფება მიწის წიაღში არსებული ყველა განძის დაპატრონება. ამ 
დრაკონს  შეუძლია ამოიცნოს ყალბი და ნამდვილი ძვირფასი ქვები. მისი გულ-მკერდი მოოქროვილია, რაც მტრის თავდასხმისგან იცავს. 


ტყუპი

ტყუპი მართავს დრაკონს, რომელიც ადამიანთა ფიქრებს კითხულობს, თუ თვალებში ჩახედავს მას. ამ დრაკონის მოტყუება შეუძლებელია. მეტიც, მან ყოველთვის წინასწარ იცის ხალხის გეგმები და განზრახვები.




კირჩხიბი

კირჩხიბი მართავს დრაკონს, რომელსაც შეუძლია უჩინარი გახდეს და მომავალი იწინასწარმეტყველოს. 
სწორედ ამიტომ ეს დრაკონებში ერთ-ერთი ყველაზე საშიში და დაუმორჩილებელი ჯიშია. 
მისი დახმარებით უძველეს დროში კირჩხიბს შეეძლო შეეღწია ყველგან, ისე რომ ვერავის შეეტყო,
გაეგო ნებისმიერი ინფორმაცია.  
Astrologia

ლომი

ლომი მართავს დრაკონს, რომელიც ყველა ცხოველის მეფეა. მას შეუძლია ფაუნა გააერთიანოს და მისი ძალა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენოს. ეს დრაკონი ბრაკონიერების დაუძინებელი, შურისმაძიებელი მტერია. 

Astrologia

ქალწული

ქალწული მართავს დრაკონს, რომელიც ფლორაზე ზრუნავს. მას ემორჩილება დედამიწაზე არსებული ყველა მცენარე, უდაბნოში ამოსული კაქტუსით დაწყებული - ევერესტზე გაფურჩხნული ედელვაისით დამთავრებული. ამ დრაკონს შეუძლია თვალის დახამამაებაში მიწიდან ამოიყვანოს ალვის ხე, ზამთარშიც კი ააბიბინოს ბალახი. ლეგენდის თანახმად, ის ანადგურებს ყველა სულიერს, რომელიც ბუნებას ვნებს. 


სასწორი

სასწორი მართავს ერთ-ერთ ყველზე შემზარავ და სასტიკ დრაკონს, რომელიც დაფარულია შხამიანი, რქოვანი წამონაზარდით. მაშინაც კი თუ დრაკონმა ოდნავ გაკაწრა მსხვერპლი, ის მომენტალურად იღუპება. ამ დრაკონს გ





ანვითარებული სმენა, ყნოსვა და ხედვა აქვს, რის გამოც შეუძლებელია ცოცხალი გადაურჩე. ხშირად იყენებნდნენ განძის ან მნიშვნელოვანი ნივთების დასაცავად. 
Astrologia

მორიელი

მორიელი მართავს დრაკონს, რომელსაც გარდაცვლილთა სამყაროსთან დაკავშირება შეუძლია. ის სულს დროებით ცოცხალთა სამყაროში აბრუნებს, იმისთვის რომ დაუსრულებელი საქმეები დაამთავროს. დრაკონის ამ სახეობას ფერის შეცვლა შეუძლია.

Astrologia

მშვილდოსანი


მშვილდოსანი მართავს დრაკონს, რომელიც ცეცხლს იმორჩილებს. ბუნებრივია, რომ ის თავადაც 
ცეცხლისმფრქვეველია,

მას ალი ვერაფერს ვნებს, ფაფარიც კი არ ეწვება. ამ დრაკონის ცეცხლს შეუძლია ნებისმეირი მეტალის გადადნობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს სახეობა ვულკანებს განაგებს.


თხის რქა

თხის რქა  მართავს დრაკონს, რომელსაც ადამიანად გადაქცევა შეუძლია. 


მერწყული

მერწყული მართავს დრაკონს, რომელიც დროს განაგებს. მას შეუძლია წარსულში გადაიხვეწოს ან მომავალში გაფრინდეს. სწორედ ამიტრომ ყოველთვის იმაზე მეტი იცის, ვიდრე იმ ეპოქის შვილებმა, რომელშიც დაიბადა. ეს ჯიში მიიჩნევა ყველაზე ამოუცნობად. ლეგენდის თანახმად, დრაკონის ეს სახეობა ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ კარგად იმალება და მერწყულს ელოდება. 
Astrologia

თევზები

თევზები მართავს დრაკონს, რომელიც ოკეანეებს, ზღვებს, მდინარეებსა და ტბებს განაგებს. ამ
დრაკონს შეეძლო ადამიანები წყურვილით მოეკლა, ან პირიქით, 
დაეტბორა მათი საცხოვრებელი ადგილი, ჩაეძიერა გემები. მისი დამხმარეები ქალთევზები იყვნენ, რომლებიც
მრავალ კულტურაში სირინოზთა სახელით დარჩნენ. 

~
წყარო: astrologi.ambebi.ge
ანჟელა პერლი: მარტის ტაროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ანჟელა პერლი: მარტის ტაროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მარტი - გაზაფხულის პირველი თვეა, რომელსაც რაღაც ახლის დაწყება და ახალი იმედები უკავშირდება. რამდენად პოზიტიური იქნება ეს თვე ჩვენთვის? ამ სტატიაში ტაროს კარტების პროგნოზს გაგაცნობთ, რომელსაც ცნობილი ავსტრალიელი ასტროლოგი და ტაროლოგი ანჟელა პერლი წარმოგიდგენთ.


1. ვერძი

ეს თვე შესანიშნავია პერიოდია იმისთვის, რომ საქმეები დაასრულოთ, სამომავლო გეგმები და აზრები დაალაგოთ. 5 მარტის შემდეგ წარსულიდან ვიღაცას გაახსენდებით და ურთიერთობის აღდგენას მოისურვებს (ყოფილი ქმარი, ძველი მეგობარი...).

მარტი ასევე საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ მოიშოროთ ძველი, გათავისუფლდეთ როგორც ზედმეტი ნივთებისგან, ისე ტოქსიკური ადამიანებისგან, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში არიან. კარგი პერიოდია იმ ადგილების მოსანახულებლად, სადაც უკვე ნამყოფი ხართ.

5-დან 28 მარტის ჩათვლით მსხვილ შენაძენებს ნუ გააკეთებთ.

Astrologia

2. კურო

თვის დასაწყისში ნერვიულობა მოგიწევთ: დაძაბული დღეები გელით. მოსალოდნელია პრობლემები სამსახურში, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. თუმცა ეს რთული პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება.

თვის მეორე ნახევარი პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებს გპირდებათ. ჰარმონიას და სიმშვიდეს ჰპოვებთ და ეჭვებს თავს დააღწევთ.

Astrologia


 

 


 

 


3. ტყუპი


მარტში ტყუპს კარიერაში ელით ცვლილება, შესაძლოა სტატუსიც შეიცვალონ. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ოჯახური ცხოვრების საძირკვლის ჩასაყრელადაც.

თვის შუა პერიოდში მოულოდნელ შემოსავალს მიიღებთ, რომელიც უმჯობესია თქვენს ჯანმრთელობას და განწყობის ამაღლებას მოახმაროთ.

Astrologia


 

 


 

 


4. კირჩხიბი


ორ მარტს პლანეტა ვენერა კიბოს მე-8 სახლში შედის, ფულის სახლში. ეს ნიშნავს, რომ ფინანსურ სფეროში ყველაფერი კარგად გექნებათ. თვის შუა პერიოდში საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალება მოგეცემათ. შესაძლოა, ბიზნესის დაწყება ან ნაცნობობა უცხოელთან.


მარტი შესანიშნავი პერიოდია სწავლისთვის. ყურადღება მიაქციეთ, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან და ახალი საქმეების წამოწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ...

Astrologia


 

 


5. ლომი


გასათხოვარ ლომებს ახალი ნაცნობობა ელით მარტში. პაემანი, რესტორანში ან თეატრში მიპატიჟება, ბევრი რომანტიკა, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა.

დაოჯახებული ლომები კი ურთიერთობაში ჰარმონიას მიაღწევენ, შესანიშნავი პერიოდია მეორე თაფლობისთვის მოსაწყობად.

მარტი ასევე კარგი პერიოდია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, კრედიტის დასაფარად. შესაძლოა თანხაც მიიღოთ ამ თვეში დამატებით.

Astrologia


 

 


6. ქალწული


ბოლოს და ბოლოს, სამსახურში მიკროკლიმატი მოწესრიგდება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ: მოერიდეთ ძილის წინ ჭამას და ერთ ადგილას დიდხანს ჯდომას. ყურადღება მიაქციეთ თქვენი ცხოვრების წესს, ჩვევებს და ყოველდღიურ რეჟიმს.


თვის მთავარი თემაა - ურთიერთობები. შესაძლოა ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის განახლება, როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან სფეროში. თვის განმავლობაში კარგ განწობაზე იქნებით.

Astrologia

7. სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მარტში გარშემო მყოფთაგან კომპლიმენტები მიიღოთ. თქვენი მომხიბვლელობა და დარწმუნების უნარი არამარტო მორალურ კმაყოფილებას, არამედ სარგებელსაც მოგიტანთ.


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სასწორები სახლში ყოფნით და სიმყუდროვის შეგრძნებით მიიღებენ უფრო დიდ სიამოვნებას, ვიდრე სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებით. ამ თვეში ყველა საყოფაცხოვრებო პრობლემა და საკითხი მოგვარდება.

Astrologia

8. მორიელი

მარტი შესაძლოა სიყვარულის თვე აღმოჩნდეს მორიელებისთვის. ახალი შემოქმედებითი იდეები გექნებათ, რომელთაც სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ და მოქმედება დაიწყოთ.

დროა მომავალზე დაფიქრდეთ და პრიორიტეტები დაალაგოთ. თუ ოჯახის შექმნას ან ბავშვის ყოლას გეგმავთ, წარმატება თქვენს მხარესაა.

Astrologia

9. მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ახალი კომერციული შეთავაზებები ელით, რომლებიც სტიმულს მისცემენ დიდი საქმეების აღსასრულებლად. ვარსკვლავები გირჩევენ არ იზარმაცოთ და 100%-ით დაიხარჯოთ. ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობა თქვენს მონდომებას







სათანადოდ დააფასებს.


მარტში უძრავ ქონებასთან ან საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები წამოიჭრება. შესაძლოა საცხოვრებელი შეიცვალოთ და უფრო კომფორტულ ადგილას გადახვიდეთ.

Astrologia

10. თხის რქა


მარტში, ისევე როგორც სხვა დროს, თხის რქა შრომით მიიწევს თავისი მიზნისკენ. შესაძლოა, სამსახურში სირთულეებს წააწყდეთ, შეეცადეთ, რომ ამან თქვენს განწყობაზე გავლენა არ იქონიოს. თქვენი მოწინააღმდეგე ბოლოს თამაშს დატოვებს და საქმეც კარგად წავა.

თვის მეორე ნახევარში საბუთები წესრიგში მოიყვანეთ. ამ პერიოდში ჯანმრთელობაც მოგიწესრიგდებათ და ფინანსური საკითხებიც დალაგდება.

Astrologia


 

 


11. მერწყული


მარტის პირველ ნახევარში მერწყულს თავისუფლება მოსწყურდება და შესაძლოა მოგზაურობაც დაგეგმოს. ფინანსური საკითხები პირველ ადგილას გადმოინაცვლებენ. შესაძლოა, შემოსავლის ზრდასთან დაკავშირებული იდეაც გეწვიოთ.

ეს პერიოდი ხელსაყრელია კავშირების აღსადგენად. რეტროგრადული მერკურის გავლენით ნებისმიერ სფეროს ახლებურად შეხედავთ და შესაძლოა ზოგიერთ საკითხზე აზრიც შეიცვალოთ.

Astrologia


 

 


12. თევზები


მარტი თევზების თვეა. ამ თვეში ყურადღება თქვენს ტალანტს მიაქციეთ და საკუთარი თავი პირველ ადგილას დააყენეთ. მნიშვნელობას შეიძენენ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები. შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმოთ თქვენს მეორე ნახევარს. ეს სითბოს და ჰარმონიას შემოიტანს თქვენს უთიერთობებში.  


წყარო: astrologi.ambebi.ge
12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი შემოქმედებითი იდეების განხორციელებისა და სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესების დღეა. თქვენს ნიჭს ახალი დამფასებელი გამოჩნდება.
კურო
რევოლუციას მოახდებთ სამსახურში და პარტნიორულ ურთიერთობაში. თავადაც გაგიკვირდებათ, როცა კონსერვატიზმს დაივიწყებთ და სიახლეებს დანერგავთ. ზოგიერთი ბინაში დიზაინის შეცვალს გადაწყვეტს.

ტყუპი
ფლირტის, გართობის განწყობაზე ხართ. მეგობრებთან, ბავშვებთან და თანამგზავრებთანაც კი მარტივად გამონახავთ საერთო ენას. შემთხვევითი ნაცნობობა შეიძლება მეგობრობაში გადაიზარდოს. საღამოს ეწვიეთ კლუბს, თეატრს. კინოს.

კირჩხიბი
დაუგეგმავი საყიდლების დღეა. თუ შოპინგი უნდა მოიწყოთ, ღია ფერის სამოსი შეიძინეთ. სიამოვნებას მოგანიჭებთ შვილებისა და მეუღლის საჩუქრებით განებივრება.

ლომი
მეტად გამოავლინეთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი. შეიძლება თეატრალურ წარმოდგენაში მოგიწიოთ მონაწილეობის მიღებამ. მეტი სიამოვნება მიანიჭეთ საკუთარ თავს.

ქალწული
სოციალურ ქსელში აზრის გამოთქმა თვითშეფასებას აგიმაღლებთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა შეიძლება სხვაგვარი მოგეჩვენოთ, ვიდრე ის სინამდვილეშია.

სასწორი
კარგი დღეა ახალი მეგობრების მოსაძიებლად, კონტაქტების გასაუმჯობესებლად. დღესასწაულების, სარეკლამო აქციების მოსაწყობად. ავანტიურულ განწყობაზე იქნებით. ზოგიერთს ერთი ნახვით
შეყვარება და ახალი გატაცება ელის.

მორიელი
დამხმარე გამოგიჩნდებათ ან ახალი თანამშრომელი, რომელიც საქმეებს შეგიმსუბუქებთ. ახალი იდეები თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ. მოიმატებს რომანტიკული განწყობა. სურვილი გაგიჩნდებათ, მეტი დრო გაატაროთ შვილებთან ერთად.

მშვილდოსანი
ენერგიული და აზარატული ხართ. არ გაგიჭირდებათ დაწყებული საქმეების დასრულება. ახალი იდეების კოლეგებთან ერთად განიხილვა. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

თხის რქა
კრეატიულობასა და სიახლეებს ითხოვთ გარშემო მყოფებისგან. თავად გამოგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მატერიალური საკითხები. მოერიდეთ ექსპერიმენტებსა და ავანტიურას.

მერწყული
წარმატების მისაღწევად შრომა მოგიწევთ. მეტად დაუგდეთ ყური პარტნიორის რჩევას. იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური და მეგობრული. მოერიდეთ შურიან ადამიანებთან ურთიერთობას.

თევზები
მოერიდეთ ზედმეტ ინიციატივას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. მეტი დრო დაუთმეთ მკურნალობას. საღამოს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარებთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge
მთვარის ჰოროსკოპი: 11 მარტი
მთვარის ჰოროსკოპი: 11 მარტი
ორშაბათი, მთვარე გადის კუროს ზოდიაქოს ნიშანში.
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ.
კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის.
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ.
ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის.
კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის.
ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა.
კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალური ურთიერთობისთვის.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი დიდხანს იცოცხლებს. თავად გაიკვალავს წარმატებისკენ გზას. ფანტაზიორი და მეოცნებეა. ურთიერთობაში ვერ აიტანს იძულებას. დააფასებს თავისუფლებას.
თმის შეჭრა სხვა დღისთვის გადადეთ.
ამ დღის ქვებია: ციტრინი და ჰიაცინტი.

მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 8:55

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე კუროში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
დღეს კარგია ცურვა, საუნა.
რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
წყარო: astrologi.ambebi.ge
დაქალის ბლოგი: როგორ მოვიზიდოთ ფული? - 5 სწრაფი და მარტივი მეთოდი
დაქალის ბლოგი: როგორ მოვიზიდოთ ფული? - 5 სწრაფი და მარტივი მეთოდი

"ჩემო ფანჯარავ, ჩემო მშვენიერო, შენ გამტარი ხარ და შემოატარე ბედნიერება ჩემს სახლში!" - ამბობს ლიკა და თან დიდი გულმოდგინებით წმენდს ფანჯარას. -მგონი, ჩვენმა დაქალმა კაცების მარაგი ამოწურა და უსულო საგნების შეყვარებაზე გადავიდა, - სიცილით ჩამჩურჩულა ნინიმ.
- თქვენ იცინეთ და მე კი ჩემი წარმატებისკენ ვიკვლევ გზას, - ამაყად გადმოგვხედა სამზარეულოს სკამზე შემდგარმა ლიკამ და ფანჯრის წმენდა განაგრძო.
ლიკას რაღაც საიტზე სტატია უნახავს, რომელშიც წარმატების მისაზიდი საშუალებები ეწერა. ერთ-ერთი ყოფილა ფანჯრის გაწმენდა და მაგიური სიტყვების წარმოთქმა: "ბედნიერებავ და წარმატებავ, შემოფრინდით ჩემს სამყოფელში!" ნეტავ, განახათ სკამზე შემდგარი, ბენდენით თავწაკრული ლიკა, შამანივით რომ პუტუნობს შელოცვისმაგვარ ფრაზებს.
თითქმის, ხუთი წელია, ლიკას ვიცნობ. ის სულ ამბობდა, რომ სიყვარულში არ უმართლებს, რადგან კარიერისტია. "მამაკაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ," "წარმატებულ ქალთან საქმის დაჭერას ერიდებიან" და კიდევ ბევრი ფრაზა ჰქონდა ლიკას ქალურ ჟურნალებში წაკითხულ-გაზეპირებული. კარიერისტი ქალის იმიჯს მაშინ ირგებდა, როცა სამსახური ჰქონდა. ამით უძებნიდა გამართლებას თავის წარუმატებელ რომანებს. დაქალებიც, რა თქმა უნდა, ყველაფერში ვეთანხმებოდით და არაერთხელ გაგვიკენწლავს მამაკაცები, რომლებიც ლიკას შორდებოდნენ ან ლიკა შორდებოდა.



ორი კვირის წინ ლიკა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს პერიოდი სადაქალომ რთულად გადავიტანეთ. ლიკა სამი დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდე, ფარდაჩამოფარებულ ოთახში იჯდა, ჩიფსებს ჭამდა, მზესუმზირას აკნატუნებდა, საშინელებათა ფილმებს უყურებდა და ეძინა, ბეევრი ეძინა. 

Astrologia

ნინის "ჩელენჯმა" ზოდიაქოზე ცოტათი გაახალისა, მაგრამ მაინც დეპრესიაში რჩებოდა. ამიტომაც გაგვიკვირდა მე და ნინის, ფანჯრის გასაწმენდად დილაადრიან წამოფრენილი ლიკა რომ დავინახეთ.
როგორც იქნა, შელოცვა დაამთავრა და სკამიდან ჩამოხტა.
- ახლა მეორე საქმე, - საქმიანად ჩაილაპარაკა და გვკითხა, მწვანე ფურცელი თუ გვქონდა სახლში.
- საიდან გვექნება, მოსწავლეები ხომ არ ვართ! რად გინდა ფურცელი, თანაც მწვანე? - ცნობისმოყვარედ იკითხა ლიკამ.
- იმ საიტზე წავიკითხე, ფულის პრობლემას მომიგვარებს.
ბინის ქირა გვაქვს გადასახდელი და ფულთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება რომ გაიგონა ნინიმ,





დაბზრიალდა და ხასხასა მწვანე ფერის პატარა ჩასანიშნი ფურცელი მოურბენინა ლიკას.
ლიკამ მაკრატელი მოიმარჯვა. ინტერესით ველოდით, რას მოიმოქმედებდა. ფურცელი შუაზე გაჭრა, 100$ დააწერა, აკოცა და შემოსასვლელის კარადის თაროზე შემოდო. კიდევ სამი ასეთი ქაღალდის ფულის პროვოკაცია დაამზადა და ისინიც სახლის სხვადასხვა თაროზე მოათავსა.
- ეგ იმას ნიშნავს, რომ 400$-ს ველოდებით? - ცინიკურად იკითხა ლიკამ და ნინის გადახედა.
- დიახ, საიტზე ასე წერია, - სრულიად დარწმუნებულმა მიუგო ლიკამ.
ლიკამ იმდენჯერ ახსენა საიტი, დავინტერესდით, სხვა საიტებიც დავიარეთ და ფულის მოსაზიდად ყველაზე გავრცელებული საშუალებები შევკრიბეთ.
დაქალებმა ჩავთვალეთ, რომ ეს ხუთი მეთოდი ყველაზე ადვილი და სასიამოვნო შესასრულებელი იქნებოდა და გადავწყვიტეთ, ხუთივე მოვსინჯოთ.
ერთ-ერთ საიტზე ეწერა: მაგიდაზე არასოდეს დადოთ გასაღები და ქუდიო, - ამის წაკითხვა და ლიკას შეკივლება ერთი იყო. მისაღების მაგიდას დაწვდა და სასწრაფოდ აიღო მანქანის გასაღები.
- უჰ, თურმე, ამის ბრალი ყოფილა! - თქვა და შვებით ამოისუნთქა.
მე და ნინის გულიანად გაგვეცინა, ლიკა დარწმუნებულია, რომ სწორედ იმ მაგიდაზე დადებული გასაღების ბრალია ჩვენი ფინანსური პრობლემები.
მალევე ცოცხების გამყიდველი კაცის ხმა შემოგვესმა "ცოცხი, ცოცხიიი"-ო და ლიკა კიბეებზე დაეშვა. ერთკვირიან ვადას ვიღებთ და
ვნახოთ, რამდენად გაამართლებს ფულის მოსაზიდი სახალხო მეთოდები.
თუ თქვენც ცდით (ან აქამდე გიცდიათ), შედეგები გაგვიზიარეთ. ასე მეც მეშველება, ლიკასაც, ნინისაც და ტრიფონიასაც!



წყარო: astrologi.ambebi.ge
koncerti