X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
საოცარი ტორტი „კარალევსკი“ ფქვილის გარეშე - განსხვავებული რეცეპტი
  • საოცარი ტორტი „კარალევსკი“ ფქვილის გარეშე - განსხვავებული რეცეპტი

    ინგრედიენტები
    კვერცხის ცილა - 10 ც
    შაქრის ფხვნილი - 240 გ
    დაჭრილი ნიგოზი - 400 გ
    სახამებელი - 25 გ

    კრემი
    კვერცხის გული - 10 ც
    შაქრის ფხვნილი - 160 გ
    კაკაო - 2 სკ
    რძე - 100 მლ
    კარაქი - 200 გ


    მომზადების წესები
    კვერცხის ცილა შაქართან კარგად ათქვიფეთ. ბეზე რომ ამოვა, დაუმატეთ სახამებელი და ამოურიეთ. შემდეგ ეტაპობრივად დაუმატეთ დაჭრილი ნიგოზი და გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში (40 X 50 სმ). გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთით.
    კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ. დაუმატეთ რძე და გადაიტანეთ ქვაბში. გამუდმებით ურიეთ. რომ გასქელდება, ჯამში გადაიტანეთ და კარაქი შეათქვიფეთ. დაუმატეთ კაკაოც.
    გამომცხვარი ფირფიტა გაყავით სამ ნაწილად. ყველა ფენაზე გადაანაწილეთ კრემი (კრემი წაუსვით გვერდებსაც). თავზე მოაყარეთ მიწის თხილი და მიირთვით.

    წყარო: gemrielia.ge
    85 ნახვა
    12-03-2020, 01:13