X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ხის სოკო პიტნით - ძალიან უხდება გახუხული პური (სამარხვო)
  • ხის სოკო პიტნით - ძალიან უხდება გახუხული პური (სამარხვო)

    ინგრედიენტები
    ხის სოკო - 1 კგ
    ხახვი - 2 თავი
    ნიორი - 1-2 კბილი
    ქინძი - პატარა კონა
    პიტნა - 1 კონა
    მარილი და პილპილი
    ზეთი

    მომზადების წესები
    მომზადება
    სოკო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და ადუღებულ წყალში მოვხარშოთ 8-10 წთ.
    ამოვწუროთ წყლიდან. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავუმატოთ გახეხილი
    ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი, პიტნა და ბოლოს დავაყაროთ სოკო. ამოვურიოთ.
    შევკაზმოთ მარილით და პილპილით. ძალიან უხდება გახუხული პური.

    წყარო: gemrielia.ge
    63 ნახვა
    14-03-2020, 01:13