X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ნამცხვარი ნიგვზითა და ქიშმიშით
  • ნამცხვარი ნიგვზითა და ქიშმიშით

    ინგრედიენტები
    მარილი - 1 ჩ.კ
    გამდნარი კარაქი
    -------------------------
    წყალი - 1 ჭ
    შაქარი - 1 ჭ
    სიროპისთვის:
    კარაქი - 100 გ
    ქიშმიში - 2 ჭ
    შაქარი - 2 ჭ
    დაფქული ნიგოზი - 300 გ
    გულსართისთვის:
    წყალი - 2.5 ჭ
    ფქვილი - 1 კგ
    ცომისთვის:
    კვერცხის გული


    მომზადების წესები
    მოვზილოთ ცომი წყლითა და ფქვილით, დავამატოთ მარილიც. გავყოთ ოთხ ნაწილად და თხლად გავაბრტყელოთ.
    დიდ ტაფაში, დამდნარ კარაქში მოვშუშოთ ქიშმიში, სანამ არ დარბილდება და დაიბურცება.
    დავამატაოთ ნიგოზი და შაქარი.
    ფორმაშივე ავაწყოთ ნამცხვარი: ჩავდოთ ცომის 1 ფენა, წავუსვათ კარაქი, დავადოთ შიგთავსის 1/3, შემდეგ მეორე ფენა ცომი და ასე ბოლომდე. ცომის ნაპირები შევაწებოთ.
    ზემოდან გადავუსვათ კვერცი და დანით დავსეროთ მსუბუქად, ბადესავით.
    ვაცხობთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 1 საათი. ცხობის დასასრულისკენ მოვამზადოთ შაქრიანი სიროპი. ქვაბში შევურიოთ 1 ჭიქა წყალი და 1 ჭიქა შაქარი, ვხარშოთ შესქელებამდე. გამომცხვარ ნამცხვარს დავასხათ თბილი სიროპი და ღუმელში შევაბრუნოთ 1 წუთი.
    უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნამცხვარი საკმაოდ დიდი ზომის გამოდის, თან ძალიან ტკბილი და მსუყე, ამიტომ შეიძლება ნახევარი ულუფაც მოვამზადოთ. ძალიან გემრიელია, მით უფრო უშაქრო ჩაისთან ან რძესთან
    87 ნახვა
    18-03-2020, 01:12