X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ექსპრეს ტორტი ტაფაზე - დაუჯერებლად გემრიელი და მარტივია
  • ექსპრეს ტორტი ტაფაზე - დაუჯერებლად გემრიელი და მარტივია

    ინგრედიენტები
    შაქარი - 180 გ
    კვერცხი - 2 ც
    კარაქი - 80 გ
    თაფლი - 2 სკ
    მწიკვი მარილი
    კაკაო - 2 სკ
    სოდა
    ფქვილი - 280 გ

    კრემი
    ნაღები 33% - 250 მლ
    ხაჭო - 250 გ
    არაჟანი - 3 სკ
    შაქრის ფხვნილი - 140 გ

    მომზადების წესები
    ქვაბში მოათავსეთ შაქარი, კვერცხი, კარაქი, კაკაო, მწიკვი მარილი, თაფლი და შემოდგით გაზზე. მოურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. დუღილს რომ დაიწყებს, დაუმატეთ სოდა და გააგრძელეთ მორევა. დაახლოებით, ორ წუთში გადმოდგით.
    მასა რომ გაგრილდება, დაუმატეთ ფქვილი ეტაპობრივად და მოურიეთ. ზედაპირზე მოაფრქვიეთ ფქვილი და ცომი გადაიტანეთ. გაყავით 8 ტოლ ნაწილად და დააგუნდავეთ თითოეული. გადააფარეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში 1 საათით.
    გუნდა გააბრტყელეთ ტაფის ზედაპირის ზომაზე და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან (ტაფაზე რომ მათავსებთ, დაჩხვლიტეთ ჩანგლით).
    მოამზადეთ კრემი. ჯამში ათქვიფეთ ნაღები და შაქარი. ცალკე ჯამში - არაჟანი და ხაჭო. შემდეგ ერთმანეთს შეურიეთ და კრემი მზად არის. დაკრემეთ ყველა ფირფიტა. ბოლოს გვერდებზეც წაუსვით კრემი. შეგიძლიათ, ერთი ან ორი ფირფიტა მოიტოვოთ, დაფშვნათ და მათით გააფორმოთ ტორტი.

    გემრიელად მიირთვით!

    წყარო: gemrielia.ge
    86 ნახვა
    21-03-2020, 00:51