X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ზარმაცების ტორტი - ყველაზე მარტივი საშინაო ტორტის რეცეპტი
  • ზარმაცების ტორტი - ყველაზე მარტივი საშინაო ტორტის რეცეპტი

    ინგრედიენტები
    კვერცხი - 4 ც
    შაქარი - 180 გ
    ვანილი - 1 შეკვრა
    მწიკვი მარილი
    რძე - 4 სკ
    ზეთი - 4 სკ
    ფქვილი - 170 გ
    გამაფხვიერებელი - 1 ჩკ

    კრემი
    რძე - 200 მლ
    ნაღების კრემის ფხვნილი - 90 გ
    შაქრის ფხვნილი - 2 სკ

    მომზადების წესები
    ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი, მარილი, ვანილი და ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ ზეთი და რძე, ათქვიფეთ.
    ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.
    გამოსაცხობ ფორმას ცხიმი (კარაქი ან ზეთი) წაუსვით და ცომი გადაიტანეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთით.
    მოამზადეთ კრემი: ჯამში მოათავსეთ ცივი რძე, ნაღების კრემის ფხვნილი და შაქრის ფხვნილი. გასქელებამდე გათქვიფეთ.
    გამომცხვარი ბისკვიტი გააგრილეთ და რძით დანამეთ. გადაანაწილეთ კრემი, სანამ ფორმიდან ამოიღებთ და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
    დაჭერით ტორტი და გააფორმეთ კარამელით.

    წყარო: gemrielia.ge
    61 ნახვა
    23-03-2020, 01:52