X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
სადღესასწაულო კერძი თევზით და სოკოთი
  • სადღესასწაულო კერძი თევზით და სოკოთი

    ინგრედიენტები
    თევზის ფილე - 600 გ
    სოკო - 300 გ
    თეთრი ღვინო - 150 გ
    მარილი და პილპილი
    ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ (ან კარაქი)
    ოხრახუში - 1 პატარა კონა
    ხახვი - 2 თავი

    მომზადების წესები
    გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. თეთრი თევზის ფილე კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. ხახვი დაჭერით რგოლებად, სოკო ფორფიტებად.
    ტაფაზე გააცხელეთ 2 კოვზი ზეთი და მოშუშეთ სოკო და ხახვი 2-3 წუთი, მაღალ ცცხლზე. დაამატეთ მარილი, პილპილი და თეთრი ღვინო.
    თევზის ფილეს წაუსვით მარილი და პილპილი. ღუმელის ფორმაში ჩადეთ სოკოსა და ხახვის 2/3. ზედ დადეთ ფილე, მოასხით სოკოს სოუსი მთლიანად. დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და დარჩენილი ზეთი (ან გამდნარი კარაქი) და შეწვიტ ღუმელში სანამ არ დაიბრაწება, დაახლოებით 20-25 წთ. მზა კერძს კიდევ მოაყარეთ ცოტაოდენი ოხრახუში.

    წყარო: gemrielia.ge
    37 ნახვა
    24-03-2020, 02:38