X
GOGA.TV
13
ხაჭოსა და მანის მსუბუქი ნამცხვარი ჩაისთვის
  • ხაჭოსა და მანის მსუბუქი ნამცხვარი ჩაისთვის

    ეს მსუბუქი და გემრიელი ნამცხვარი ძალიან უხდება ჩაის. შეგიძლიათ, დილით მოამზადოთ და საუზმეზე მიირთვათ.
    ინგრედიენტები
    ხაჭო - 600 გ
    კვერცხი - 4 ც
    შაქარი - 70 გ
    მანის ბურღული - 8 სკ
    არაჟანი - 200 გ
    შაქარი - 100 გ
    გამაფხვიერებელი - 10 გ
    მწიკვი ვანილი და მარილი

    მომზადების წესები
    ქიშმიში გარეცხეთ და ქაღალის ხელსახოცზე გააშრეთ.
    მანის ბურღული და არაჟანი შეურიეთ ერთმანეთს. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ ხაჭოც და კვლავ მოურიეთ (კარგი იქნება, ხელის ბლენდერს თუ გამოიყენებთ).
    კვერცხს დაუმატეთ შაქარი, მარილი და ათქვიფეთ, სანამ კვერცხი კარგად ამოვა და გასქელდება.
    მანის მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი. ბოლოს ჩააყარეთ ქიშმიში და ნაზად ამოურიეთ.
    გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ ნამცხვრის მასა. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთით.

    გემრიელად მიირთვით!

    წყარო: gemrielia.ge
    292 ნახვა
    25-03-2020, 01:24