X
GOGA.TV
13
საოცარი ღვეზელები კიტრის მწნილის შიგთავსით - ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ
  • საოცარი ღვეზელები კიტრის მწნილის შიგთავსით - ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ

    ამ რეცეპტით საოცარი ღვეზელების ცომს მოამზადებთ. მოათავსეთ მასში სასურველი შიგთავსი. ამჯერად კი კიტრის მწნილისგან მომზადებულ შიგთავსს შემოგთავაზებთ.
    ინგრედიენტები
    ცომი
    ფქვილი - 400 გ
    წყალი - 320 მლ
    საფუარი - 5 გ
    შაქარი - 1 სკ
    მარილი – 0,5 ჩაის კოვზი
    შიგთავსი
    კიტრის მწნილი - 400 გ
    ხახვი - 1 ც
    ბრინჯი - 70 გ

    მომზადების წესები
    ფქვილს დაუმატეთ საფუარი, მარილი, შაქარი. დაუმატეთ წყალიც და მოზილეთ ცომი. თავზე გადააფარეთ ცელოფანი და დააყოვნეთ თბილ ადგილას 1 ან ნახევარი საათით.
    მოამზადეთ შიგთავსი: ბრინჯი მოხარშეთ და გადაწურეთ. 1 ან 2 თავი ხახვი წვრილად დაჭერით, დამწნილებული კიტრი გახეხეთ.
    ტაფაზე ზეთი დაასხით და გადაიტანეთ ხახვი. შემდეგ დაამატეთ კიტრის მწნილიც და მოშუშეთ. ბოლოს დაუმატეთ ბრინჯიც და 3 წუთში გადადგით.
    ცომი გაყავით სასურველი ზომის გუნდებად, ცოტათი ხელით გააბრტყელეთ, მოათავსეთ შიგთავსი და შეკარით.
    გამოაცხვეთ ცხიმიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

    გემრიელად მიირთვით!

    წყარო: gemrielia.ge
    148 ნახვა
    25-03-2020, 01:27