X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • ბერლინიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა.

    ბერლინიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა. საზღვარზე შემოწმების შემდეგ მგზავრები 14 დღიან კარანტინში გადანაწილდნენ.

    უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებიდან გამომდინარე ისინი მედიის წარმომადგენლებს დღეს არ შეხვდნენ. ერთ-ერთ მათგანთან გასაუბრება "კურიერმა" ფრენის დაწყებამდე მოახერხა.

    დახმარებას ითხოვენ არამხოლოდ გერმანიაში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველები. იორდანიაში 20-მდე ადამიანია, ვინც სამშობლოში დაბრუნებას ცდილობს. ამბობენ, რომ უსახსროდ, შესაბამისად პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების გარეშე დარჩნენ. თითქმის იდენტური პრობლემა აქვთ პოლონეთშიც.

    იტალიიდან საქართველოში ვერ ბრუნდება რამდენიმე ათეული ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი "კურიერს" თავად დაუკავშირდა. ფიქრია ცინარიძე ამბობს, რომ იტალიაში სამკურნალოდ ჩავიდა, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ყურადღებას არავინ აქცევს. ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, დღითიდღე მძიმდება.
    73 ნახვა
    23-03-2020, 15:19