X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
  • მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

    მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული შუახნის ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

    პაციენტი რამდენიმე დღის წინ ორმხრივი პნევმონიით მარნეულის "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში მოათავსეს, მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კი, თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

    ამავე კლინიკაში შეიყვანეს პაციენტი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ქალთან, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

    პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ 58 პაციენტია მოთავსებული, მათგან ექვსის კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.
    39 ნახვა
    24-03-2020, 00:09