X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • დღეიდან მარნეულისა და ბოლნისის ქუჩების შეწამვლა დაიწყება

    დღეიდან მარნეულისა და ბოლნისის ქუჩების შეწამვლა დაიწყება. პრიორიტეტად ის ადგილები ითვლება, სადაც COVID-19-ით ინფიცირებული გადაადგილდებოდა.

    ადგილზე განთავსდა სურსათის უვნებლობის სამსახურის სპეციალური ავტომობილიც. მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან განთავსებულ ბლოკ-პოსტთან ავტომობილებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით წმენდენ.

    ტერიტორიაზე შესვლის დროს მოქალაქეები სამედიცინო შემოწმებას გადიან, ადგილზე მოწყობილ მცირე ზომის საველე ჰოსპიტალში კი, ინფექციონისტები ცდილობენ გაარკვიონ, ხომ არ ჰქონდა რომელიმე მოქალაქეს იმ ქალთან კონტაქტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.
    23 ნახვა
    24-03-2020, 01:12