X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • გურჯაანში 3 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან

    გურჯაანში 3 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან. მათ შორის ერთი 2 თვის ჩვილია, რომელსაც ხველა აღენიშნებოდა და გვიან ღამით თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურჯაანის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ბავშვის ოჯახი ბოლო პერიოდში თურქეთში იმყოფებოდა.

    რაც შეეხება ორ მამაკაცს, მაღალი ტემპერატურით და სხვა საეჭვო სიმპტომებით გორისა და თბილისის საავადმყოფოებში მოათავსეს. აქედან ერთს აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია აქვს.
    24 ნახვა
    24-03-2020, 09:08