X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
ბრაზილიის ფეხბურთის სტადიონები საველე საავადმყოფოებად გადაკეთდება
  • ბრაზილიის ფეხბურთის სტადიონები საველე საავადმყოფოებად გადაკეთდება

    ბრაზილიის ფეხბურთის სტადიონები საველე საავადმყოფოებად გადაკეთდება. ორ სხვადასხვა სტადიონზე 200 და 1800 საწოლი განთავსდება.

    საგრძნობლად მოიმატა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევებმა კანადაში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც წესებს არღვევენ.

    დარჩით სახლში - ეს მთავარი მოწოდებაა. კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა 192 მილიონ დოლარს გამოყოფს ვაქცინის შესაქმნელად.

    დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ქვეყანაში გადაადგილებაზე მაქსიმალური შეზღუდვა გამოაცხადა.

    ბორის ჯონსონის განცხადებით, ყველანი სახლებში უნდა დარჩნენ. სახლიდან გამოსვლა კი მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში მოხდება. წესები 3 კვირის განმავლობაში იმოქმედებს.
    11 ნახვა
    24-03-2020, 09:17