X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
პანამაში 13 წლის გოგონა კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა
  • პანამაში 13 წლის გოგონა კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა

    პანამაში 13 წლის გოგონა კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მოზარდის გარდაცვალების მიზეზი COVID-19-ით გამოწვეული სუნთქვის გაძნელება გახდა.

    ჰქონდა თუ არა გოგონას თანმდევი ქრონიკული დაავადება, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დღემდე არსებული სტატისტიკით, ვირუსი ყველაზე მარტივად ბავშვებს გადააქვთ, თუმცა უცხოელი ექიმების ინფორმაციით, მათ შეშფოთებას იწვევს ორი ახალი შემთხვევა, ერთი ეს არის 13 წლის პანამელი გოგონას გარდაცვალება და მეორე, 12 წლის მოზარდი ჯორჯიის შტატში, რომელიც მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა.
    72 ნახვა
    24-03-2020, 11:52