X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
  • საქართველოში დადასტურებული "კოვიდ 19-ით" ინფიცირებული 67 პაციენტიდან ორი ავსტრიის მოქალაქეა

    საქართველოში დადასტურებული "კოვიდ 19-ით" ინფიცირებული 67 პაციენტიდან ორი ავსტრიის მოქალაქეა, რომლებიც გუშინ ღამით სპეცრეისით სამშობლოში უკვე გადაიყვანეს.

    დანარჩენი 65 ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია. შესაბამისად, ამ დროისთვის სტაციონარში მკურნალობას საქართველოს 56 მოქალაქე გადის.

    COVID-19-თან დაკავშირებული მონაცემები დღეს მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააცნო.
    12 ნახვა
    24-03-2020, 09:27